საქართველოს დამბობველი რუსი პილოტის მკვლელობაში ბრალდებული თურქი ქართულ ციხეშია...
საქართველოს დამბობველი რუსი პილოტის მკვლელობაში ბრალდებული თურქი ქართულ ციხეშია...
დიდი პოლიტიკის პატარა მსხვერპლები...

უნდა გადასცეს საქართველომ თურქეთს სერქან ქურთულუში, რომელიც იმ რუსი პილოტის მკვლელობაშია ბრალდებული, რომელიც 2008 წელს გვბომბავდა?!

თურქეთის რესპუბლიკა საქართველოსგან თურქეთის მოქალაქის სერქან ქურთულუშის ექსტრადირებას ითხოვს, რომელიც ქართველმა სამართალდამცავებმა საქართველოს ტერიტორიაზე 29 ივნისს ინტერპოლის მიერ გაცემული ორდერის თანახმად დააკავეს.

თურქეთის პროკურატურა სერქან ქურთულუშს, სხვა 18 პირთან ერთად ბრალს დებს 2015 წლის 24 ნოემბერს სირია-თურქეთის საზღვარზე თურქული F-16C გამანადგურებლის რაკეტით ჩამოგდებული რუსული საფრონტო ბომბდამშენის Су-24М -ის კატაპულტირებული პილოტის
ოლეგ პეშკოვის
ჰაერში დახვრეტას პარაშუტით დაშვების მომენტში.
სერქან ქურთულუში დაკავებისას
იმ დროს, როდესაც ანკარა-მოსკოვის დაპირისპირებამ თითქმის უმაღლეს წერტილს მიაღწია, პრეზიდენტი ერდოღანი რუსული ბომბდამშენის ჩამომგდებ და რუსი პილოტის ჰაერში დამხვრეტებს თურქეთის გმირებად მოიხსენიებდა, მაგრამ დიდ პოლიტიკას თამაშის თავისი წესები აქვს.
ჰაერში დახვრეტილი რუსი პილოტი ოლეგ პეშკოვი
რუსული ბომბდამშენის ჩამოგდებიდან ერთი წელიც არ იყო გასული და
2016 წლის 15-16 ივლისის ღამეს თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა განხორციელდა, რომელიც პრეზიდენტმა ერდოღანმა ჩაახშო. როგორც ბოროტი ხმები ამბობენ, მას თითქოს ამაში რუსი კოლგა - პუტინიც დაეხმარა და რუსული რადიოელექტრონული დაზვერვის მიერ დაფიქსირებული თურქი ამბოხებული სამხედროების სატელეფონო საუბრების ჩანაწერები გადასცა... ასე თუ ისე, ამის შემდეგ ერდოღანი და პუტინი სერიოზულად "ჩაეხუტნენ" ერთმანეთს, ისე, რომ თურქეთის პრეზიდენტმა ბოდიშიც კი მოუხდა კრემლს რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების გამო, ხოლო კატაპულტირებული და პარაშუტით დაშვებული რუსი პილოტის ოლეგ პეშკოვის დამხვრეტი "რუხი მგლების" ერთ-ერთი რაზმის წევრების დაჭერაც დაიწყო მოსკოვის საამებლად.

სერქან ქურთულუშიც დაჭერის ერთ-ერთი კანდიდატი იყო, მაგრამ მან მოასწრო და თავი საქართველოს შემოაფარა, თუმცა ქართველმა სამართალდამცავებმა დააკავეს.

თურქეთი მის ექსტრადირებას ითხოვს და ეტყობა ქართული მხარე მის მოთხოვნას დააკმაყოფილებს, მაგრამ იცის კი საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ ვინ იყო ოლეგ პეშკოვი, ვის ჯგუფურ მკვლელობასაც აბრალებენ სერქან ქურთულუშის?
რაკეტა მოხვედრილი და ცეცხლწაკიდებული რუსული საფრონტო ბომბდამშენის Су-24М –ის ჩამოვარდნის მომენტი

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს საავიაციო სპეციალისტების მომზადებისა და სამხედრო გამოცდების ლიპეცკის მე-4 სახელმწიფო ცენტრის პოდპოლკოვნიკი ოლეგ პეშკოვი ათი წლის წინ, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს ტერიტორიას ბომბავდა სწორედ ისეთივე Су-24М ტიპის საფრონტო ბომბდამშენით, როგორითაც 2015 წელს ის სირიის საზღვართან თურქულმა გამანადგურებელმა ჩამოაგდო!
ლიპეცკის ცენტრის პირველ, საიდუმლო განყოფილებაში აუცილებლად იქნება ოფიციალური მონაცემები თუ კონკრეტულად რამდენიმე საბრძოლო გაფრენა განახორციელა, რამდენი საავიაციო ბომბი ჩამოაგდო და რამდენი ადამიანი შეიწირა ქართულ მიწაზე ათი წლის წინ ოლეგ პეშკოვის ეკიპაჟმა...
მაშინ პეშკოვის ბომბდამშენი გადაურჩა საზენიტო რაკეტას, თუმცა ორი მისი თანამოძმე, Су-24М -ი მაინც ჩამოვაგდეთ...
კატაპულტირებული ეკიპაჟის ორივე წევრი პარაშუტებით ეშვება
მათგან ერთ-ერთი ბომბდამშენი გორის რაიონ სოფელ ძევერასთან ჩამოვარდა. მისი ეკიპაჟის ორივე წევრმა კატაპულტირება მოასწრო, მაგრამ ერთის პარაშუტს, ჰაერში აფეთქებული თვითმფრინავის ცეცხლწაკიდებული ნაწილი მოხვდა და ცეცხლი გაუჩინა, ის დაიღუპა. მეორე ტყვედ აყვანილ პილოტს კი ქართველი ექიმები თან გადაჰყვნენ, გადაარჩინეს და მალევე ქართველ სამხედრო ტყვეებში გავუცვალეთ რუს გენერლებს...

ისე, კატაპულტირებული და პარაშუტის დაშვების მომენტში მყოფი პილოტისთვის მიწიდან ცეცხლის გახსნას ჟენევის 1949 წლის მეოთხე კონვენციაც კრძალავს - "არც ერთი პირის, რომელიც პარაშუტით ეშვება და უბედურებას განიცდის, მიმართ ცეცხლი არ გაიხსნება დაშვების მთელი პერიოდის დროს", - კონკრეტულადაა მითითებული ამ საერთაშორისო კონვენციაში.

მაგრამ, როდესაც რუსები ამაში ბრალს თურქ "რუხ მგლებს" სდებენ, სპეციალურად ივიწყებენ, რომ იგივეს აკეთებდნენ აფხაზეთის ომში ჩამოგდებული ქართული მოიერიშე თვითმფრინავებიდან კატაპულტირებული და პარაშუტით დაშვებული პილოტების მიმართ.

უფრო მეტიც, აგვისტოს ომის პირველსავე დღეს, 8 აგვისტოს ცხინვალის სიახლოვეს საზენიტო ცეცხლით (დიდი ალბათობით თავად რუსი მეზენიტეს მიერ გაშვებული "იგლას" რაკეტით) ჩამოაგდეს რუსული მოიერიშე თვითმფრინავი Су-25, რომელიც ქართული ეგონათ და სანამ კატაპულტირებული პილოტი პარაშუტით მიწამდე დაეშვებოდა რუსი სამხედროები და ოსი სეპარატისტები ავტომატებისა და ტყვიამფრქვევების ჯერებს არ აკლებდნენ ჰაერში "გამოკიდებულ" მფრინავს, რისი ამსახველი ვიდეოკადრები ინტერნეტში თავისუფლად მოიპოვება.
მიწაზე დაშვებულ დაჭრილ პილოტს ფიზიკურადაც კარგად გაუსწორდნენ, სანამ არ აღმოაჩინეს, რომ ის რუსი მფრინავი პოდპოლკოვნიკი ოლეგ ტერებუნსკი იყო და თავისივე მიერიშე ჩამოუგდიათ და არა ქართული...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს



მკითხველის კომენტარი (29)
222-ს
09 აგვისტო 2018 18:18
გეთანხმებით, მეც ანალოგიურის დაწერას ვაპირებდი!
კახი
10 ივლისი 2018 17:55
დააჯილდოეთ და გაუშვით სადაც თვითონ უნდა, ძალიან კარგი საქმე გააკეტა ამ თურქმა კაცმა. გაიხაროს და გამრავლდეს.
თბილისელი
09 ივლისი 2018 17:19
სტატიაში აქცენტები არის სწორი და ვისაც რუსული ქუდი აგეწვათ, ჯანდაბაში გზა გქონიათ.
პათოსი
06 ივლისი 2018 19:59
მეტი პათოლია საჭირო..."თურქეთის მოქალაქე ქართულ ციხეშია,მან რუსი პილოტი საქართველოს დაბომბვისათვის მოკლა"
არჩილი
06 ივლისი 2018 19:23
ჩვენ ქათველებს დიდი ხანია დავიწყებული გვაქვს თეთრის და შავის გარჩევა
ირაკლი ალადაშვილი
05 ივლისი 2018 18:17
საინტერესოა,რომ ასეთი გამოხმაურება ჰქონდა სტატიას,მაგრამ მასში მთავარი აქცენტი არა იმაზე იყო გაკეთებული,გადავცეთ თუ არა ეს პიროვნება(მითუმეტეს,რომ საქართველოს პროკურატურის განმარტებით მის ექსტრადირებას თურქეთი,არა რუსი პილოტის მკვლელობის ბრალდებით,არამედ სხვა დანაშაულისთვის ითხოვს) ,არამედ კატაპულტირებული და პარაშუტით დაშვებული პილოტების მიმართ სროლას ჟენევის კონვენციაც რომ კრძალავს.
იცით,რომ რუსეთის გენერალიტეტი და საგარეო უწყება საერთაშორისო ორგანიზაციებში გვიჩიოდა ომის კანონების დარღვევისთვის,აგვისტოს ომის დროს სოფელ ძევერასთან ჩამოგდებული რუსული ბომბდამშენის ეკიპაჟის მეორე დაღუპული წევრი, თითქოს ქართველებმა წამებით მოკლეს-არადა, მას კატაპულტირების შემდეგ პარაშუტი დაეწვა და მიწაზე დანარცხებისას მკერდზე ჩამოკიდებული მოკლელულიანი კალაშნიკოვის ლულას სახით ჩამოეგო.უფრო ადრე,1993 წლის მარტში,სოხუმთან ტყეში ჩამოვარდნილი რუსული გამანადგურებლის სუ-27-ის პილოტმა მაიორმა შიპკომ ვერ მოასწრო კატაპულტირება და მისი დაფლეთილი სხეულის გამო,კრემლი მისი წამებით მკვლელობას გვაბრალებდა...
გასაგებია,რომ ეს საინფორმაციო ომის შემადგენელი ნაწილია-დააბრალო მოწინააღმდეგეს ის რასაც,თავად აკეთებ---აფხაზეთის ომის დასაწყისში,როდესაც პირველი ქართული სუ-25 ჩამოგვიგდეს,კატაპულტირებულ და პარაშუტით დაშვებულ სლავა ჯაბუას აფხახიც ესროდა,რუსიც,თუ ჩრდილოკავკასიელიც...
ისე კი მრჩება შთაბეჭდილება,რომ ზოგიერთი კომენტარის გამკეთებელს სტატია ბოლომდე არ წაუკითხავს ან გაუჭირდა მთავარი აზრის გამოტანა.
რაც შეეხება იმ ეჭვს,გვობომბავდა თუ არა ოლეგ პეშკოვის ეკიპაჟი აგვისტოს ომის დროს-დიახ გვომბავდა და მფრინავ-სნაიპერის კვალიფიკაციაც კი მიიღო.



ბარაქა 05 ივლისი 2018 07:26
რა გაუჭირეთ ამ გამოცემას საქმე. აგერ , აიღეთ "კვირის პალიტრის" 2017 წლის N 17 ნომერი ,ირაკლი ალადაშვილის ,სტატია სადაც აფხაზეთი კიარა სამაჩაბლოც ცალკეა დახატული.


ამ კომენტარის გამკეთებელს ვთხოვ დააზუსტოს რას გულისხმობდა



odala 04 ივლისი 2018 19:37
გენაცვალე მგზნებარე პატრიოტიზმში ავტორო. ცოტა პათეტიკას და ანტი-რუსულ შინაარსს მოუმატე და ჩემპიონი ხარ ;)

თქვენ ეტყობა ურაპატრიოტიზმი და სავარუდო მოწინააღმდეგის მხრიდან მომდინარე საფრთხეების დონის ანალიზი ერთმანეთში გეშლებათ



პატივისცემით,ირაკლი ალადაშვილი
...
05 ივლისი 2018 15:15
წესიერ და თავმოყვარე ქვეყანაში ამ კაცს გაუფრთხილდებოდნენ და არც თურქეთს გადასცემდნენ არც რუსეთს. კაცი ჩვენთვის გმირია. ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარიაო ნათქვამია.
giorgi
05 ივლისი 2018 11:00
მეც ვთვლი, რომ სათაური პროვოკაციულია.
vaxo
05 ივლისი 2018 09:31
ჯილდო და თავისუფლება.
liana
05 ივლისი 2018 08:48
ინტერპოლის მოთხოვნების შესრულება მარტო საქართველოს ევალება,თუ ჩვენი დამაქცევარი ახალაიები,ქარდავები და ძმანნი მისნი ინტერპოლს ფრთიანი ანგელოზები ჰგონია? და მათი ჩვენთვის გადმოცემა არაჰუმანურ მოქმედებად მიაჩნია? იქნებ ამ თურქში ახალაიას,ან ქარდავას ან ბოლობოლო ადეიშვილის გადმოცემა მოვითხოვოთ,მაგრამ ამას ჩვენი უნიათო ხელისუფლება ვერასოდეს გაბედავს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები