ფიქციური მღვდელმსახური კანაფით ხელში - "გირჩის" "ბიბლიური თავისუფლება"
ფიქციური მღვდელმსახური კანაფით ხელში - "გირჩის" "ბიბლიური თავისუფლება"
ქართული ინტერნეტსივრცე უკვე "დაიპყრო" ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ ხაშურში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამოძახებული წვევამდელების გარკვეულმა ნაწილმა პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" მიერ დაფუძნებული სსიპ(საჯარო სამართლის იურიდიული პირი) საქართველოს ქრისტიანული, ევანგელიური, პროტესტანტული ეკლესიის "ბიბლიური თავისუფლების" მიერ გაცემული "მღვდელმსახურის" ცნობა წარადგინა და შესაბამისად, ნახევარი წლით გადაივადა ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა.
"სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 30-ე მუხლის - "სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადება", "ლ" პუნქტში წერია, რომ მღვდელმსახურებს ან სასულიერო სასწავლებლების
სტუდენტებს გადაუვადდებათ სავალდებულო
სამხედრო სამსახურში გაწვევა.

სწორედ კანონის ეს მუხლი გამოიყენა პოლიტიკურმა გაერთიანება "გირჩმა", რომ წვევამდელებს ჯარში სამსახურისთვის თავის არიდება კანონის დაურღვევლად შესძლებოდათ.

ამისთვის "გირჩმა" დააფუძნა რელიგიური ორგანიზაცია "ბიბლიური თავისუფლება", რომელშიც გაწევრებულ ახალგაზრდებს "გირჩი" აძლევს მღვდელმსახურის სტატუსს და გადაუვადებს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას...

ფორმალურად ყველაფერი
კანონიერია, თუმცა, არც "გირჩი" და არც ეს ახალგაზრდები არ მალავენ, რომ ხუთ წუთში მღვდლად "კურთხევა" ფიქციაა და მისი მიზანი მხოლოდ ჯარში სამსახურისთვის თავის არიდებაა.

"გირჩმა" უკვე მიაღწია "წარმატებებს" - "ბიბლიურ თავისუფლებაში" უკვე 8 ათასამდე ახალგაზრდა "მიიღო" და ეცდება, მომავალში მეტი "აკურთხოს მღვდლად" ანუ ეს პოლიტიკური აქცია უფრო მასშტაბური გახდეს. შეიძლება ჩაფიქრებულია ამ "ნაკურთხი" მღვდელმსახურებით "გირჩის" რიგების გაზრდა, ისევე, როგორც ამას "იეჰოვას მოწმეების" ორგანიზაცია აკეთებს წლების განმავლობაში.

"გირჩის" ეს აქტიურობა მხოლოდ იმიტომ კი არ ემუქრება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, რომ ახალგამოჩეკილი "მღვდელმსახურები" დღეს ერთწლიან სავალდებულო სამსახურს "დაუძვრებიან", არამედ იმიტომ, რომ ისინი არც მომავალში გამოდგებიან სარეზერვო სამსახურისთვის, არადა, ბრძოლისუნარიანი რეზერვის გარეშე რეგულარულ შეიარაღებულ ძალებს ხანგრძლივი საბრძოლო მოქმედებებისთვის არც ძალა ეყოფათ და არც - რესურსი.

"გირჩის" წარმომადგენლები ხაზს უსვამენ, რომ ჰომოფობური, ფაშისტური და პრორუსული შეხედულებების ახალგაზრდებს "მღვდელმსახურებად" არ აკურთხებენ, ანუ" გირჩი" ერთი მხრივ თითქოს აფიქსირებს თავის ანტიოკუპაციურ პოზიციას რუსეთთან მიმართებაში, მაგრამ საქმე-საქმეზე, რომ მივიდეს, რუსულ ტანკებს წინ ვინ აღუდგება? "გირჩის" მიერ "კურთხეული" ფიქციური "მღვდელმსახური" კანაფით ხელში თუ ყუმბარსატყორცნიანი ის ბიჭი, რომელმაც "სექტას" ფარატინა ფურცელსა და სირცხვილს, ჯარში სამსახური და სამშობლოს ვაჟკაცურად დაცვა ამჯობინა?!

"გირჩის" ქმედება ანტისახელმწიფოებრივია და ისევე, როგორც მისი აქცია კანაფის თავისუფლად დათესვა-გამოყენების შესახებ, საქართველოს სახელმწიფოს საფრთხეს უქმნის.

საინტერესოა, ჰქონდა თუ არა ასეთი იდეები "გირჩის" თავმჯდომარეს, ბ-ნ ზურაბ ჯაფარიძეს 2003-2015 წლებში, როდესაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტიური წევრი იყო და თუ ჰქონდა, როგორ უყურებდა ამას მისი პარტიის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი? ეს არა, მაგრამ ის კი ვიცით, რომ "ნაციონალების" ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში მისგან სახალხოდ არავის გაუგონია კანაფის სახლში დათესვის მოწოდება და ახალგაზრდის ფიქციურად მონათვლა მღვდელმსახურად მხოლოდ იმიტომ, რომ ქართულ ჯარში სამსახურისთვის თავი აერიდებინა.

თუ ეს ახალგაზრდები და მათი მშობლები დღეს გახარებულები არიან იმით, რომ ერთწლიანი სავალდებულო სამხედრო სამსახური ნახევარი წლით გადადეს, იქნებ "გირჩის" მიერ "ბოძებული" ფიქციური "მღვდელმსახურის" დამადასტურებელი ფარატინა ქაღალდის გარდა, თვალებში მათ შვილებსა და მშობლებს ჩახედონ, ვინც ზუსტად ათი წლის წინ, აგვისტოს ომის დროს საქართველოსთვის გმირულად თავი დასდეს, მათ შორის ხაშურის რაიონიდან...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

კითხვა პირველკლასელთათვის.
10 სექტემბერი 2018 21:59
გიო! უბრალოდ გკითხავ, რას ნიშნავს, რაში გამოიხატება და აუცილებელია თუ არა სამშობლოს დაცვა. სამშობლოს მზგავსი და მის გარდა, კიდევ რა გაგაჩნია.
28 აგვისტო 2018 23:40
რატომ ეძახით და თვლით ნარკო ლობისტების ბანდ ფორმირების ხროვათა თავშესაფარს პოლიტიკურ პარტიას
მაქს
24 აგვისტო 2018 12:20
გირჩი სამშობლოს მოღალატე კიარა ყველაზე მეტი პატრიოტი გამოდის!გამგრბმა გაიგოს! ზუსტად იქ ურტყამს პაღურს სადაც დასარტყამია! იმაზე იფიქრეთ რატომ ააქვს კანონმდებლობას ისეთი ხარვეზი რომ ამ მაიმუნმა გაამაიმუნა მთელი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა,რატომ შეძლო საკონსტიტუციო სასამართლოს დარწმუნება და რა ხდება საერთოდ
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები