ფიქციური მღვდელმსახური კანაფით ხელში - "გირჩის" "ბიბლიური თავისუფლება"
ფიქციური მღვდელმსახური კანაფით ხელში - "გირჩის" "ბიბლიური თავისუფლება"
ქართული ინტერნეტსივრცე უკვე "დაიპყრო" ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ ხაშურში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამოძახებული წვევამდელების გარკვეულმა ნაწილმა პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" მიერ დაფუძნებული სსიპ(საჯარო სამართლის იურიდიული პირი) საქართველოს ქრისტიანული, ევანგელიური, პროტესტანტული ეკლესიის "ბიბლიური თავისუფლების" მიერ გაცემული "მღვდელმსახურის" ცნობა წარადგინა და შესაბამისად, ნახევარი წლით გადაივადა ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა.
"სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 30-ე მუხლის - "სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადება", "ლ" პუნქტში წერია, რომ მღვდელმსახურებს ან სასულიერო სასწავლებლების
სტუდენტებს გადაუვადდებათ სავალდებულო
სამხედრო სამსახურში გაწვევა.

სწორედ კანონის ეს მუხლი გამოიყენა პოლიტიკურმა გაერთიანება "გირჩმა", რომ წვევამდელებს ჯარში სამსახურისთვის თავის არიდება კანონის დაურღვევლად შესძლებოდათ.

ამისთვის "გირჩმა" დააფუძნა რელიგიური ორგანიზაცია "ბიბლიური თავისუფლება", რომელშიც გაწევრებულ ახალგაზრდებს "გირჩი" აძლევს მღვდელმსახურის სტატუსს და გადაუვადებს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას...

ფორმალურად ყველაფერი
კანონიერია, თუმცა, არც "გირჩი" და არც ეს ახალგაზრდები არ მალავენ, რომ ხუთ წუთში მღვდლად "კურთხევა" ფიქციაა და მისი მიზანი მხოლოდ ჯარში სამსახურისთვის თავის არიდებაა.

"გირჩმა" უკვე მიაღწია "წარმატებებს" - "ბიბლიურ თავისუფლებაში" უკვე 8 ათასამდე ახალგაზრდა "მიიღო" და ეცდება, მომავალში მეტი "აკურთხოს მღვდლად" ანუ ეს პოლიტიკური აქცია უფრო მასშტაბური გახდეს. შეიძლება ჩაფიქრებულია ამ "ნაკურთხი" მღვდელმსახურებით "გირჩის" რიგების გაზრდა, ისევე, როგორც ამას "იეჰოვას მოწმეების" ორგანიზაცია აკეთებს წლების განმავლობაში.

"გირჩის" ეს აქტიურობა მხოლოდ იმიტომ კი არ ემუქრება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, რომ ახალგამოჩეკილი "მღვდელმსახურები" დღეს ერთწლიან სავალდებულო სამსახურს "დაუძვრებიან", არამედ იმიტომ, რომ ისინი არც მომავალში გამოდგებიან სარეზერვო სამსახურისთვის, არადა, ბრძოლისუნარიანი რეზერვის გარეშე რეგულარულ შეიარაღებულ ძალებს ხანგრძლივი საბრძოლო მოქმედებებისთვის არც ძალა ეყოფათ და არც - რესურსი.

"გირჩის" წარმომადგენლები ხაზს უსვამენ, რომ ჰომოფობური, ფაშისტური და პრორუსული შეხედულებების ახალგაზრდებს "მღვდელმსახურებად" არ აკურთხებენ, ანუ" გირჩი" ერთი მხრივ თითქოს აფიქსირებს თავის ანტიოკუპაციურ პოზიციას რუსეთთან მიმართებაში, მაგრამ საქმე-საქმეზე, რომ მივიდეს, რუსულ ტანკებს წინ ვინ აღუდგება? "გირჩის" მიერ "კურთხეული" ფიქციური "მღვდელმსახური" კანაფით ხელში თუ ყუმბარსატყორცნიანი ის ბიჭი, რომელმაც "სექტას" ფარატინა ფურცელსა და სირცხვილს, ჯარში სამსახური და სამშობლოს ვაჟკაცურად დაცვა ამჯობინა?!

"გირჩის" ქმედება ანტისახელმწიფოებრივია და ისევე, როგორც მისი აქცია კანაფის თავისუფლად დათესვა-გამოყენების შესახებ, საქართველოს სახელმწიფოს საფრთხეს უქმნის.

საინტერესოა, ჰქონდა თუ არა ასეთი იდეები "გირჩის" თავმჯდომარეს, ბ-ნ ზურაბ ჯაფარიძეს 2003-2015 წლებში, როდესაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტიური წევრი იყო და თუ ჰქონდა, როგორ უყურებდა ამას მისი პარტიის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი? ეს არა, მაგრამ ის კი ვიცით, რომ "ნაციონალების" ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში მისგან სახალხოდ არავის გაუგონია კანაფის სახლში დათესვის მოწოდება და ახალგაზრდის ფიქციურად მონათვლა მღვდელმსახურად მხოლოდ იმიტომ, რომ ქართულ ჯარში სამსახურისთვის თავი აერიდებინა.

თუ ეს ახალგაზრდები და მათი მშობლები დღეს გახარებულები არიან იმით, რომ ერთწლიანი სავალდებულო სამხედრო სამსახური ნახევარი წლით გადადეს, იქნებ "გირჩის" მიერ "ბოძებული" ფიქციური "მღვდელმსახურის" დამადასტურებელი ფარატინა ქაღალდის გარდა, თვალებში მათ შვილებსა და მშობლებს ჩახედონ, ვინც ზუსტად ათი წლის წინ, აგვისტოს ომის დროს საქართველოსთვის გმირულად თავი დასდეს, მათ შორის ხაშურის რაიონიდან...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

მკითხველის კომენტარი (22)
კითხვა პირველკლასელთათვის.
10 სექტემბერი 2018 21:59
გიო! უბრალოდ გკითხავ, რას ნიშნავს, რაში გამოიხატება და აუცილებელია თუ არა სამშობლოს დაცვა. სამშობლოს მზგავსი და მის გარდა, კიდევ რა გაგაჩნია.
28 აგვისტო 2018 23:40
რატომ ეძახით და თვლით ნარკო ლობისტების ბანდ ფორმირების ხროვათა თავშესაფარს პოლიტიკურ პარტიას
მაქს
24 აგვისტო 2018 12:20
გირჩი სამშობლოს მოღალატე კიარა ყველაზე მეტი პატრიოტი გამოდის!გამგრბმა გაიგოს! ზუსტად იქ ურტყამს პაღურს სადაც დასარტყამია! იმაზე იფიქრეთ რატომ ააქვს კანონმდებლობას ისეთი ხარვეზი რომ ამ მაიმუნმა გაამაიმუნა მთელი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა,რატომ შეძლო საკონსტიტუციო სასამართლოს დარწმუნება და რა ხდება საერთოდ
ანზორი
14 აგვისტო 2018 13:29
სამშობლოს დასაცავად სამსახური წმიდათა-წმიდა მოვალეობა. ის პირები კი რომლებიც ათასგვარ და უბინძურეს ხერხს იგონებენ ამ სამსახურისაგან თავის ასარიდებლად, მ მოღალატეები არიან და შეჩვენებულ უნდა იქნენ!
ჯავახელი
13 აგვისტო 2018 15:26
GIO-ს ვინც ღმერთს 1 წლიან კომფორტში გაცვლის ქათამია და მეტი არაფერი, ზუსტად ისე გაგყიდის როგორც ღმერთი გაყიდა, მასეთ ადამიანებს არც მორალი მოეკითხება არც კაცობა და არაფერი, მისი ადგილი სანაგვეზეა!!!
პ.ს. გთხოთ არ დაბლოკოთ კომენტარი.
Gio
10 აგვისტო 2018 10:12
პრობლემა არის ერის გაუნათლებლობა და უწიგნურობა. კანონი სავალდებულო სამსახურის შესახებ არის კომუნისტური გადმონაშთი და გასაუქმებელია. ის რასაც გირჩი აკეთებს არის მცდელობა ხალხს დაანახოს თუ რამდენად აფსურდულია ეს კანონი და რამდენად ფარისევლობს სახელმწიფო როდესაც ისევ მონათმფლობელური მისწრაფებებით მართავს ქვეყანას. აქ ბევრი ფარისეველი წერს ფსევდო პატრიოტიზმს ამოფარებული და გონია, რომ თუ ლოზუნგებით (ხშირად საბჭოური) ილაპარაკებს მართალი იქნება, ეს ასე არ არის. ამ სტატიის ავტორიც ფარისევლობის დოლბანდით თვალებახვეული სტალინის გადმოსახედიდან შეჰყურებს მოვლენებს და საბჭოურ დასკვნებს აკეთებს. ჩემი რჩევა იქნება, სანამ ბლოგერობას მიჰყოფთ ხელს ცოტა მეტი წიგნი წაიკითხეთ და უფრო ავარჯიშეთ გონება არასტანდარტულ აზროვნებაში.
ავტორს
10 აგვისტო 2018 00:58
"თუ ეს ახალგაზრდები და მათი მშობლები დღეს გახარებულები არიან იმით, რომ ერთწლიანი სავალდებულო სამხედრო სამსახური ნახევარი წლით გადადეს, იქნებ "გირჩის" მიერ "ბოძებული" ფიქციური "მღვდელმსახურის" დამადასტურებელი ფარატინა ქაღალდის გარდა, თვალებში მათ შვილებსა და მშობლებს ჩახედონ, ვინც ზუსტად ათი წლის წინ, აგვისტოს ომის დროს საქართველოსთვის გმირულად თავი დასდეს, მათ შორის ხაშურის რაიონიდან..."
გამომიქვეყნეთ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
09 აგვისტო 2018 15:23
იმდენი მოგიწევიათ რომ ვერ მობრუნებულიყავით, თუ ასეთი სასარგებლოა მარიხუანა დაე მოწიეთ და მაგ დებილ ჯაფარიძეს შვილი ხო ეყოლება ხოდა დაისვი და მოაწევინე დიდი დოზებით რადგან ესეთი სასარგებლოა და გონებას ხსნის მიდი და მოაწევინე შენ შვილს, დედას, მამას და ყველა შენიანს, თქვენზე ჭკვიანი კაცი არ დაიარება მთელ დედამიწაზე, მაინც როგორ მოახერხა დედათქვენმა და ასეთი ჭკვიანი დაგბადათ??????????????.
ნიკა
09 აგვისტო 2018 12:23
ბლოგის ავტორო, რომელ ჯარზე და რეზერვზე საუბრობ? თქვენ გგონიათ, რომ 1 წლით დაცვის პოლიციაში (თუ ახლობელმა ჩაწყობით კარგ ადგილას გაგაგზავნა კიდე არაგიშავს, თუ არა და დაგაყენებენ ციხეზე კოშკურაზე) სადმე პოსტზე 24 საათი ფეხზე დგომით ახალგაზრდას საბრძოლო უნარები, ფიზიკური მომზადება და იარაღის გამოყენების უნარები უვითარდება?
გგონიათ ეგეთი ახალგაზრდა ომში გამოგადგება?
დღევანდელი სავალდებულო ჯარი არის ჩვეულებრივი მონათმფლობელობა, როცა 60 ლარს გიხდიან დღე-ღამის გასწორებისთვის, დაცვის პოლიცია კი ამაში 700 ლარამდე იღებს. ამასთან, არც სამსახურს გინარჩუნებს ვინმე და სახელმწიფო გწირავს.
ცოტა მეტად იფიქრეთ, გაერკვიეთ იმ საკითხებში რა თემაზეც წერთ. ბლოგი თუ მიგყავთ როგორც მინიმუმ ამის ამბიცია მაინც უნდა გქონდეთ
g. afaqia
08 აგვისტო 2018 09:16
სამშობლოს დაცვა რატომაა მიუღებელი? საერთოდ ყოველ წელიწადს უნდა ხდებოდეს მოსახლეობის სამთვიანი გადამზადება, რადგან ირგვლივ მტრები გვაკრავს და მათ დასამარცხებლად ამერიკელი ან ევროპელი არ იბრძოლებს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები