ფაშისტურმა გერმანიამ ოთხ წელში საქართველოში ოთხი ბომბი ჩამოაგდო, რუსეთმა კი...
ფაშისტურმა გერმანიამ ოთხ წელში საქართველოში ოთხი ბომბი ჩამოაგდო, რუსეთმა კი...
ვინც ჰაერშია გაბატონებული, ის ომს იგებს - ამ სამხედრო თეზისმა თავისი უტყუარობა 2008 წლის აგვისტოს ომის დროსაც დაამტკიცა, როდესაც რუსული საბრძოლო ავიაცია ომის მესამე დღიდან უკვე თითქმის დაუსჯელად დაფრინავდა და ბომბავდა არა მარტო კონფლიქტის ზონებს (ცხინვალის რეგიონი და კოდორის ხეობა), არამედ საქართველოს თითქმის ყველა კუთხეს, მათ შორის კახეთსა და აჭარას.

ამ საჰაერო ომში რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა საერთო ჯამში 9 თვითმფრინავი დაკარგა, აქედან ექვსი ჩამოგდებული იქნა, სამმა დაზინებულმა მართალია აეროდრომებზე ავარიული
დაჯდომა მოახერხა, მაგრამ აღდგენას აღარ დაექვემდებარა.

ჩამოგდებული ექვსი რუსული საბრძოლო თვითმფრინავიდან ორი (შეიძლება მესამეც) თავად რუსმა და ოსმა მეზენიტეებმა შეცდომით "მეგობრული ცეცხლით" დააზიანეს.

აგვისტოს ომის დროს რუსულმა ავიაციამ ქართულ მიწაზე რამდენიმე ათეული სამიზნის მიმართულებით საერთო ჯამში 4 ათასამდე საავიციო ბომბი და რაკეტა გაუშვა, ეს იმის
ფონზე, როდესაც მეორე მსოფლიო ომის დროს, ოთხი წლის განმავლობაში გერმანულმა "ლიუფტვაფემ" სულ ოთხიოდე ბომბი თუ ჩამოაგდო საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ ერთი პერიოდი მთელ ჩრდილო კავკასიას აკონტროლებდა.

აღსანიშნავია, რომ რუსული ავიციის მიერ ჩამოყრილი ბევრი საავიაციო ბომბი უბრალოდ არ აფეთქდა, რამაც იმ მომენტში შეიძლება ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინა, მაგრამ "შენელებული მოქმედების ნაღმად" დარჩა ქართულ მიწაში, რომლებმაც შეიძლება მომავალში ტრაგედიები დაატრიალონ.
კოპიტნარის აეროდრომი რუსული Ту-22М3 ბომბდამშენებიდან ხალიჩასებური დაბომბვის შემდეგ. ერთი Ту ამის შემდეგ ჩამოვაგდეთ...
ქართველი მენაღმეების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ არანაკლებ 230 აუფეთქებელი რუსული (უფრო სწორედ საბჭოთა წარმოების) 250,500 და 1 000 კგ კალიბრის საავიაციო ბომბი გაუვნებელყვეს (საერთო ჯამში მენააღმეებმა აგვისტოს ომის 1 600-ზე მეტი ფეთქებადსაშიში "საჩუქარი" გაანეიტრალეს).

ყველაზე მეტი აუფეთქებელი საავიაციო ბომბი კოპიტნარის აეროდრომის რუსული შორი მოქმედების ბომბდამშენებიდან "ხალიჩისებური" დაბომბვის შემდეგ დარჩა-73 ცალი 500 კგ და 29 ცალი 1 000 კგ კალიბრის ავიაბომბები მიწაში რამდენიმე მეტრზე იყო ჩასული. მათი დეტონაციის მიზნით ქართველი მენაღმეები ძალზე სარისკო მანიპულაციას ასრულებდნენ - მიწას ფრთხილად თხრიდნენ, ბომბის კუდის ნაწილის გამოჩენამდე და მასზე 70 კგ-მდე ტროტილს დებდნენ, რათა აფეთქებას ავიაბომბის მართვადი დეტონაცია გამოეწვია.
აუფეთქებელ რუსულ რაკეტას ქართველმა მენაღმეებმა ტროტილი დაადეს და...
ამ ძალზე სახიფათო სქემით, ქართველმა მენაღმეებმა კოპიტნარის გარდა სამტრედიის რაიონის სოფელ ბაშში 12 ცალი ბომბი გაუვნებელყვეს, სენაკში 15 ავიაბომბი, დედოფლიწყაროს დიდი შირაქის აეროდრომზე 16 საავიაციო ბომბი, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე-40 ბომბი (მათ შორის ერთი 1,5 ტონიანი), მარნეულის აეროდრომზე 12 ბომბი, მის მიმდებარე არქევანში-11 ბომბი და ა.შ.
სტატიის ავტორს ხელში რუსული საავიაციო კასეტური ბომბის აუფეთქებელი ელემენტი უჭირავს აგვისტოს ომის შემდგომ, სოფელ შერთულთან განაღმვითი სამუშაოების დროს. ვაღიარებ, რომ დავარღვიე უსაფრთხოების წესები
გარდა ამისა, გაუვნებელყოფილი იქნა ჩრდილო კავკასიიდან გამოშვებული "ხმელეთი-ხმელეთი" კლასის "ტოჩკა" და "ტოჩკა-უ"-ს ტიპის ოთხი 4,5 ტონიანი აუფეთქებელი რაკეტა-სამი ონის რაიონში და ერთიც გორის რაიონ სოფელ წედისში.

მიუხედავად ასეთი შთმბეჭდავი ციფრებისა, იმის სრული გარანტიის მოცემა, რომ აგვისტოს ომის დროს რუსული ავიაციის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოყრილი და აუფეთქებელი ყველა ბომბი მოძებნილი და გაუვნებელყოფილია, ძალინ ძნელია, რადგან კოპიტნარისა და სენაკის დაბობვისას რუსული ბომბების ნაწილი, სავარაუდოდ, დაჭაობებულ ადგილებში ჩაიძირა და მათი მოძებნა ძალზე რთულია, ასე,რომ აგვისტოს ომის "შენელებული მოქმედების ნაღმებმა", გამორიცხული არ არის მომავალში თავი შეგვახსენონ...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
karlosi
12 აგვისტო 2018 13:50
სპეკულაციური, პროვოკაციული, ტენდენციური, კონიუნქტურული და კიდევ მრავალი არაკეთილსინდისიერი შინაარსის განსაზღვრება ეკუთვნის ამ შედარებას. 300000 ათასი ქართველი მოკლა, აწამა, უგზოუკვლოდ გადაკარგა ნაცისტურმა გერმანიამ, დღემდე, და კიდევ მრავალი წელი, რომ დანაშაულის მოუნელებელი კომპლექსით ცხოვრობს და იცხოვრებს.
qutaiseli
10 აგვისტო 2018 15:09

























აფხაზეთის ომში გმირულად იბრძოდა ძალიან ბევრი ეგ კიარა უამრავი დაიღუპა იქ. მათ შორის კომპარტის წევრი ჟიული შარტავაც და ჭკუის დარიგებით აქ მიმართვა უადგილო მგონია აზრის გამოთქმა ერთიადა ჭკუის დარიგება მეორე.არ მოგეწონა ვინმეს კომენტარი ადექიდა შენი თქვი პირადულის გარეშე ეგარი და მორჩა
..რაც შეეხება ათი წლის ამბავს ყველამ ძალიან კარგად ვიცით რაც მოხდას მაშვინ. და ამ თემასთან დამერწმუნედ არაფერ შუაში არიყო არც გერმანია და არც მეორე მსოფლიო ომი და არც ისრომ თურმე შეეძლო გერმანიას ჩვენი დაბომბვა აკონტროლებდა ყველაფერს კავკასიაში და ეს არ გააკეთა. ამაზეა აქ საუბარი. გერმანელი ფაშისტები გამოდიან კეთილი ბიძები. რაც ჩვეულებრივი ზღაპარია.დედა არ გვეყოლებოდა გერმანელებს რო დაცლოდათ ეგარი სიმართლე და ამზე დავწერე მეც პირადად.ეხლა გინდათ დაბლოკეთ და გინდათ დააურდულეთ.მეორე მსოფლიო ომზე საუბარი სამოცი წლის შემდეგ ძალიან ადვილია მაგრამ არა იმ ხალხისთვის ვინც იქ გმირულად იბრძოდა და თავი დადო. ამ ომს ვერცერთი ექსპერტი ვერ გაშიფრავს ბოლომდე და ვერასდროს იქნება ობიექტური .
თამაზი
10 აგვისტო 2018 13:48
ცჰვენ ქარტველებს როგორც კოველტვის გველის სხვისი ხელით დაჭერა გვინდა არადა ისინი ქარტველების ხელით
იჭერენ გველს

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები