ჯაშუშები ჩვენს გვერდით?! - არიან თუ არა უცხო ქვეყნების გავლენის აგენტები საქართველოს სახელისუფლო სტრუქტურებში?
ჯაშუშები ჩვენს გვერდით?! - არიან თუ არა უცხო ქვეყნების გავლენის აგენტები საქართველოს სახელისუფლო სტრუქტურებში?
ესტონეთისთვის და მთლიანად ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის უზარმაზარ შოკად იქცა რამდენიმე დღის წინ ესტონეთის უსაფრთხოების პოლიციის -"კაპო"-ს მიერ ორი ადგილობრივი მოქალაქის-მამა-შვილის დაკავება, რომლებსაც რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სასარგებლოდ მუშაობაში ედებათ ბრალი.

შოკი კი იმან გამოიწვია, რომ შვილი -38 წლის დენის მეტსავასი ესტონეთის თავდაცვის ძალების მაიორი იყო და ხელი მიუწვდებოდა ბევრ სამხედრო და სახელმწიფო დონის საიდუმლოებაზე, როგორც მთავარი შტაბის ოფიცერს.

დენის მეტსავასი ჩვეულებრივი ოფიცერი არ ყოფილა, მას კარგად იცნობდა ესტონეთის
საზოგადოება, რადგან ხშირად მონაწილეობდა სატელევიზიო შოუშებში და მაყურებელს თავი ანტირუსული გამოსვლებით დაამახსოვრა, თუმცა წარმოშობით რუსი იყო.

მამამისი, პეტრე ვოლინი (რომელიც ასევე დაკავებულია) საბჭოთა სასაზღვრო ჯარების (რომელიც კე-გე-ბე-ს დაქვემდებარებაში იყო) ოფიცერი გახლდათ და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ესტონეთში დარჩა. შვილმა კი გვარიც გამოიცვალა, რათა ესტონეთის არმიაში
ემსახურა და ოფიცრის კარიერას საკმაოდ წარმატებით იკეთებდა, ვიდრე ყველაფერი არ გასკდა...

"კაპო"-ში მიაჩნიათ, რომ მკვეთრად გამოხატული რუსოფობური პოზიციის ქვეშ, მამა-შვილი ბოლო ხუთი წელი რუსულ გრუ-ზე ფულის გამო მუშაობდა - შვილის მიერ ესტონეთის თავდაცვის ძალების მთავარი შტაბიდან გამოტანილ საიდუმლო მასალებს (რომლებიც თავად ესტონეთის გარდა, მთლიანად ნატო-ს უსაფრთხობასაც შეეხებოდა), მამა რუსულ სამხედრო დაზვერვას სამალავების საშუალებით აწვდიდა - სხვათა შორის, მამა-შვილის ჯაშუშური დუეტი სწორედ სამალავის მორიგი მონახულების დროს გაიშიფრა...
ესტონეთში ჯაშუშობისთვის დაკავებული მამა-შვილი
ესტონეთის, ისევე, როგორც მთლიანად ნატოს უსაფრთხოების სისტემას, ეტყობა ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი რუსული ჯაშუშობისგან თავდასაცავად, მაგრამ ჩვენ ალბათ ის უფრო უნდა გვაწუხებდეს, თუ რამდნად დაცულია საქართველოს, როგორც სახელმწიფო, ისე სამხედრო საიდუმლოებები?

რატომღაც ძნელად დასაჯერებელია, რომ ქართული არმია ესტონეთზე და მთლიანად ნატოზე უკეთესად იცავდეს თავის საიდუმლოებებს, თუკი ვცდებით, ძალიან გაგვიხარდებოდა...

21-ე საუკუნეში, როდესაც კოსმოსური სადაზვერვო თანამგზავრიდან მიწაზე ლამის მანქანის ნომრის წაკითხვა შეიძლება, ხოლო ათასი ჯურის ჰაკერს, შენი პერსონალური კომპიუტერის "გატეხვა" წამებში შეუძლია, საიდუმლო თემების ჩამონათვალი მნიშვნელოვნად იცვლება - ის, რაც ადრე შეიძლება მართლაც უდიდეს სამხედრო საიდუმლოებად იყო მიჩნეული, დღეს ნებისმიერ ობივატელს "გუგლიდან" შეუძლია დაწვრილებით ნახოს.

ამ ბლოგის ავტორს, სამიოდე წლის წინ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიწვეული სპეციალისტის დარგში მოუწია მუშაობა საქართველოს კანონის "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" ახალ პროქტზე. კანონიდან ამოღებული იქნა საბჭოთა პერიოდიდან გადმოყოლილი ის დრაკონული შეზღუდვები, რომლებსაც აზრი ჰქონდათ დაკარგული, სამაგიეროდ დაემატა ახალი დეტალები, რასაც დღევანდელობა ითხოვდა.

კანონი "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" ცუდი არ არის და ის იმუშავებს, თუკი კონტრსადაზვერვო სამსახურები თავის მხრივ ძალღონეს არ დაიშურებენ უცხო ქვეყნების გავლენის აგენტების მოსაძებნად სახელმწიფო, პირველ რიგში კი, ძალოვან სტრუქტურებში.

არადა, რამხელა ეჭვია, რომ არა მარტო სამხედრო, არამედ სახელმწიფო საიდუმლოება ხელისუფლების მაღალი ეშელონებიდან შეიძლება იჟონებოდეს.

ასე იყო გამსახურდიას ხელისუფლების დროს, ასე გაგრძელდა შევარდნაძის პრეზიდენტობისას, სააკაშვილის დროს აგვისტოს ომამდე და ომის შემდგომაც, საიდუმლო ინფორმაცია, დიდი ალბათობით, მაღალ დონეზე გაედინებოდა და რა შეიცვლებოდა დღეს?

არის გამორიცხული, რომ ესტონელი გრუ-ს აგენტის მაგვარი ჩვენს არმიაშიც, ან უფრო უარესი, გენშტაბშიც არ იჯდეს?
თუ არ დაუმტკიცე, რა თქმა უნდა, ვერავის ვერაფერს დააბრალებ, რადგან უდანაშაულობის პრეზუმცია მოქმედებს... მადლობა ღმერთს, თორემ აგენტობის დაბრალების ტალღა საბედნიეროდ გამოვიარეთ.

მეორე მხრივ, თითქმის ყველა ქვეყნის სპეცსამსახური ცდილობს მის ქვეყანაში მყოფი სხვა სახელმწიფოს სტუდენტების, სამხედროების, პოლიტიკოსების, ბიზნესმენებისა თუ მეცნიერების "ყურით" დაჭერას და თავისი გავლენის აგენტად გადაქცევას, რისთვისაც სამშობლოში დაბრუნებულებს წარმატებული კარიერის შექმნაშიც კი ეხმარება.

არავინ იფიქროს, რომ საქართველოში მხოლოდ იმ რუსეთის დაზვერვა აქტიურობს, რომელთანაც ათი წლის წინ ღია ომი გვქონდა, ბევრი, მეგობარი ქვეყნის სპეცსამსახურიც დაინტერესებულია საქართველოს ხელისუფლების მაღალი ეშელონებისთვის თავისი გავლენის აგენტები გამოზარდოს...

ის კი, ვინც სხვა ქვეყნის, თუნდაც მეგობრულად მიჩნეულის, ინტერესებს მალულად ემსახურება და მას სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას აწვდის, დამნაშავეა...

პ.ს. გამსახურდიას ხელისუფლების დროს ძალზე "პოპულარული" გახდა ყველასთვის აგენტის "წოდების" მინიჭება.
მე და ჩემმა მეგობარმა პაატა შეშელიძემ, ერთი კონტრმეთოდი მოვიფიქრეთ - სუფრასთან, ფეხზე წამომდგარი განსხვავებულით "ყველა ნამდვილი აგენტის" სადღეგრძელოს ვსვამდით, ვიდრე ნასვამი და თვალებამღვრეული თანამეინახეები სუფრიდან საჩხუბრად წამოიზლაზნებოდნენ, ვასწრებდით დამატებას - საქართველოს ინტერესებისთვის მებრძოლ ყველა "სამშობლოს აგენტს" გაუმარჯოსო...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
მკითხველის კომენტარი (12)
?????
14 სექტემბერი 2018 13:20
მგონი ამ სამყაროში ა რ ა ხართ
- როგორ ?!

,,ჯაშუშები ჩვენს გვერდით?! - არიან თუ არა უცხო ქვეყნების გავლენის აგენტები საქართველოს სახელისუფლო სტრუქტურებში?,,

სახელმწიფო სტრუქტურებში კი არა - 2012 წლიდან ხ ე ლ ი ს უ ფ ლ ე ბ ა გვყავს - რუსული გ უ ბ ე რ ნ ა ტ უ რ ა და კრემლის გენერლების დირექტივებს ზედმიწევნით ასრულებენ, არ შეასრულებენ და...კი დატოვებენ ,,საცვლების ამარა,, და...
შედეგად
მე-6-ე ,,საუკეთესო,, წელს - უკიდურესად დაკნინებული, სტრუქტურებ თითქმის ჩამოშლილი - დისფუნქციური, ეკონომიკა
სრულად მოშლილი,ყოველგვარი სახელმწიფო უსაფრთხოება მოშლილი, დაუსუსურებული ,ღ ა ტ ა კ ი ერი და სახელმწიფოსდამაგვარი ქვეყანა, სრული უიმედობა და სრული უპერსპექტივო ...

და რატომ ?!

2012 წელსვე ხელისუფლებაში მოსვლით იმ ე ბ რ ა ე ლ მა ,,ბიზნესმენ- პოლიტიკოსმა,, სწორად კრემლის გენერლების დირექტივები ა ა ს რ უ ლ ა -
1
განაცხადა - ,,საქართველო არ უნდა გახდეს აშშ-ს -რუსეთის დაპირისპირების,, მიზეზი ... ანუ საქართველოს ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს არ უნდა გ ა ა ჩ ნ დ ე ს სტრატეგიული და გეოპოლიტიკური ინტერესებები , ანუ სახელმწიფოს განვითარება განმტკიცების მიზანი და რუსეთის ინტერესებვების შესაბამისად უ ა რ ი ეთქვა - ყოველგვარ პერსპექტივებზე.

შედეგად შ ე წ ყ ვ ი ტ ე ს სტრატეგიული მნიშვნელობის ეკონომიკური პროექტები, რამაც სახელმწიფოს მოუსპო ავტორიტეტი, მნიშვნელობა, ისტორიული ფუნქცია ...მით ყოველგვარი პერსპექტივები!

2.

კ რ ე მ ლ ი ს დირექტივებით გაიქცა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე და რა განცხადებები გააკეთა ,აბა მ ო ი ძ ი ე თ - რა დემაგოგია - ტყუილები ?! - მით მსოფლიო ფინასნსურმა ორგანიზაციებმა შეწყვიტა საქართველოსთან თანამშრომლობა ,ანუ დ ა ს ა ვ ლ ე თ ი ს პასუხისმგებლობით სავსე მილირდიანი ინვესტიციები შ ე წ ყ დ ა და...

3

სახელმწიფოს შიგნით - ,,შევეგუოთ კრიმინალს,, ,,ნათესაობა სახელმწიფო სტრუქტურებში ქართველობის დამახასიათებელი თვისებაა,, და ...
მიზანმიმართულად და ეტაპობრივად სახელმწიფო სტრუქტურებში დ ა ნ ე რ გ ე ს - უ პ ა ს უ ხ ი ს მ გ ე ბ ლ ო ბ ა, მით ბ უ ნ ე ბ რ ი ვ ა დ ისევ დააბრუნეს ნეპოტიზმი, კორუფცია, კრიმინალი ... რითაც ჩ ა მ ო შ ა ლ ე ს სახელმწიფო სტრუქტურები ,მით გაძარცვეს სახელმწიფო ბიუჯეტი,მით ...

და დღეს ვართ იმ ეკონომიკურ -პოლიტიკურ- სამართლებრივ- გაუსაძლის მდგომარეობაში - სადაც ვართ და როგორც ვართ უპერსპექტივოდ.

ახლა კონკრეტულად ქართველ მეომრებზე და პატრიოტებზე რომ მონაცემებს აწვდიან და მიაწოდეს 2012 წლიდან ...აბა დაინტერესდი - ამასაც ა ღ მ ო ა ჩ ე ნ ...კოდორის ბიჭების დაღუპვის შესახებ-აც მოიძიე რამე და ა.შ. და ა.შ.

2012 წელს რომ რუსეთის ,,ბიზნესმენ-ქველმოქმედმა,, ივანაშვილმა და მისმა ,,ყვარყვარებმა,, - საქართველო რ ე ა ლ უ რ ა დ რუსულ გავლენის სფეროში დ ა ა ბ რ უ ნ ე ს, როგორ მმართველობის სისტემით ( ავტორიტარულ ოლიგარქიულ კრიმინალურ-კლანური), ისე შიდა და საგარეო პოლიტიკური დამოკიდებულებებით, რ ე ფ ო რ მ ე ბ ი ს შეწყვეტით და - შეწყდა ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ე ბ რ ი ო ბ ი ს განვითარება- განმტკიცება,ანუ მხოლოდ ამის შედეგად ვართ იმ უიმედო, უსუსურ, ღატაკ და უპერსპექტივო ყოფაში ...


აბა გ ა ი ზ რ ე - მიზეზები რა არის, ან რა შეიძლება იყოს იმისა - რა უპერსპექტივო, უიმედო დღესი არის არის დღეს საქართველო- ქ ვ ე ყ ა ნ ა და არა სახელმწიფო!
emo
13 სექტემბერი 2018 11:35
ვაშაძე ვინ არის?
ბაბუ
12 სექტემბერი 2018 11:16
ბიძინა,ხაინდრავა,ყველა მოსკოვში ნამუშევარი მინისტრები,ბევრი ხელოვნების მუშაკები,ბევრი სხვანი და სხვანი ჯაშუშები არ არიან?არაფრით არ მიიღო ხელისუფლებამ ლუსტრაციის კანონი,იმიტომ რომ ჯაშუშები ყველა ხელისუფლებაში მრავლად იყვნენ და არიან.მათ მოახდინეს 1991-92 წლებში კანონიერი ხელისუფლების დამხობა და მისთანა უკეთური საქმეები საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ,ეს ყველაფერი ჯაშუშების ქმედებებით გრძელდება დღესაც.
###
11 სექტემბერი 2018 16:17
რა გვიან გამოიღვიძეთ?! რად უნდა კითხვის ნიშნები და თეორემები უბრალო აქსიომას რომ საქართველოში უარესი სურათია, უბრალოდ კაციშვილი არ არსებობს . რომ ამის წინააღმდეგ გამოვიდეს
მამუკა
11 სექტემბერი 2018 12:26
გავლენის აკენტები, აგენტები, უბრალოდ მტრის აგიტაციის ქვეშ მყოფნი და თავად აგიტატორები ძალიან ბევრია ქვეყანაში და შესაბამისად, სახელმწიფო სტრუქტურებში. სააკაშვილის მთავრობა ძირითადად რუსული სპეცსამსახურების მიერ იყო დაკომპლექტებული, გარეგნულად კი ვითომ ანტირუსულ საქმიანობას ეწეოდნენ. თავად სააკაშვილი რუსეთის კადრი იყო და ეს 2003 წლის სახელმწიფო გადატრიალების წინ ივანოვის ჩამოსვლითაც დადასტურდა. სწორედ მაშინ და მომდევნო წელს პუტინთან შეხვედრისას შეთანხმდნენ საქართველოს დანაწევრების გეგმაზე. რაც აშკარაა, ამ მთავრობაში საფრანგეთის სპეცსამსახურების წარმომადგენელია წულუკიანი და რაღა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილი. სხვები შეფარული აგენტები არიან და ასე საჯაროდ თქმა რთულია.
ალექს
11 სექტემბერი 2018 02:11
ეეჰჰ, ესტონეთში უცხო ქვეყნის აგენტი მაიორი ყოფილა, ჩვენთან ბატონი ირაკლი კომუნისტეის წასვლის შემდეგ დღემდე მთავრობაში უცხო ქვეყნის აგენტები გენერალზე დაბალ ჩინს არ კადრულობენ. რაც შეეხება თქვენ რომ სადღეგრძელო მოგიფიქრებიათ, მასეთ ხალხზე დიდოსტატის მარჯვენაში თქვა გიორგი პირველმა: ნახევარი ბიზანტიელებს ემსახურებიან და ნახევარი სარკინოზებსო. დღეს ვისაც ემსახურებიან ჩემზე კარგად გეცოდინებათ. ჩემი აზრით დღეს ასეთი პროპორცია იქნება: 51%-დასავლეთი, 29% ჩრდილოეთი, 20% სამხრეთი და აღმოსავლეთი.
ზურაბ
10 სექტემბერი 2018 23:11
ჩვენ რომ აგენტების გამოვლენას მივყოთ ხელი, პოლიტიკოსების, ოპოზიციის, ჟურნალისტებს, არასამთავრობოების, სპორტსმენების, ე. წოდებული ელიტის, მომღერლების, მსახიობების გარეშე დავრჩებით
versia
10 სექტემბერი 2018 22:46
საქართველოში 10-დან 9 აგენტი იქნება და იმ1-ს ისე მოიშორებენ თვალსაც არ დაახამხამებენ./ სმიტების საქმე გამახსენდა.
გიგს
10 სექტემბერი 2018 20:31
აგენტურას უნდა დაუპირისპირდეს სისტემურობა. 1-2 მოღალატე ვერაფერს იზამს თუ სისტემა გამართულია
ალექს
10 სექტემბერი 2018 20:01
გავლენის აგენტი სხვაა,ბრიყვია,მაღალ თანამდებობაზე !
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები