ყველაზე ფართომასშტაბიანი...
ყველაზე ფართომასშტაბიანი...
მოსკოვმა მსოფლიოში ყველაზე დიდი სამხედრო სწავლება დაიწყო ჯარების სტრატეგიულ სიშორეზე მასობრივად გადასროლით

დღეს, 11 სექტემბერს რუსეთმა მსოფლიოში უდიდესი სამხედრო მანევრები "ვოსტოკი-2018" წამოიწყო, რომელშიც 297 ათასი სამხედრო, ათასზე მეტი თვითმფრინავი, შვეულმფრენი, უპილოტო საფრენი აპარატი, 36 ათასამდე ტანკი, ქვეითთა საბრძოლო მანქანა, ჯავშანტრანსპორტიორი, სატვირთო ავტომობილი, 80-მდე სამხედრო ხომალდი, წყალქვეშა ნავი და დამხმარე მცურავი საშუალება მიიღებს მონაწილეობას.

ციფრები რა თქმა უნდა შთამბეჭდავია, შედარებისთვის - აგვისტოში საქართველოში ჩატარებულ მრავალეროვნულ
სამხედრო სწავლებაზე "ღირსეული პარტნიორი-2018"-ი 3 ათასი სამხედრო მონაწილეობდა ანუ 100-ჯერ ნაკლები, თუმცა "ვოსტოკი-2018" ამჯერად პატარა საქართველოს კი არა, არამედ მთელი მსოფლიოს დასაფიქრებელ-შესაშინებლად ტარდება, განსაკუთრებით კი იმ იაპონიისა, რომელიც კრემლს კურილიის კუნძულების დაბრუნებას ამაოდ ედავება.

ეს უზარმაზარი მასშტაბის სამხედრო სწავლება რუსეთის აღმოსავლეთ ნაწილში ტარდება, თუმცა რუსეთს აღმოსავლეთ სამხედრო ოლქში ამხელა შეია
რაღებული დაჯგუფება რა თქმა უნდა არ ჰყავს - კრემლი დასავლეთის, სამხრეთისა და ცენტრალური სამხედრო ოლქებიდან აპირებს ძალების მობილიზებას და მათ ოპერატიულ გადასროლას სტრატეგიულ სიშორეზე.

გარდა ამისა, უშუალოდ დისლოკაციის ადგილებშიც დაიწყება სწავლებები, მაგალითად 10 სექტემბრიდან, სამხრეთის სამხედრო ოლქის სარაკეტო ჯარებისა და არტილერიის 200-მდე დანაყოფი პოლიგონებზე გავიდა პრაქტიკული სროლებისა განსახორციელებლად, მათ შორისაა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული მე-7 და მე-4 რუსული საოკუპაციო სამხედრო ბაზების პირადი შემადგენლობაც.
"ვოსტოკი-2018" - ის მანევრირების რაიონებში ჯარების თავმოყრის რუკა
სტრატეგიულ მანძილზე ჯარებისა და საბრძოლო ტექნიკის ოპერატიულად გადასროლას რუსეთის გენერალიტეტი ბოლო წლებში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს, რომლის მეთოდებიც სირიაში საჰაერო და საზღვაო ბაზების სწრაფად ამოქმედებისას სერიოზულად დახვეწა.

აღმოსავლეთ მიმართულებაზე ძალების სწრაფად გადასროლას კრემლი იმიტომაც აქცევს ყურადღებას, რომ იქ შედარებით მცირერიცხვოვანი საბრძოლო შენაერთები ჰყავს და კომუნიკაციაც ძირითადად ერთ სარკინიგზო ხაზზეა დაფუძნებული, რომლის გადაკეტვაც შედარებით ადვილია.

ადვილია, პირველ რიგში მეზობელი ჩინეთისთვის, რომლის სახმელეთო ჯარებს სრული უპირატესობა ექნებათ შორეული აღმოსავლეთის რეგიონში რუსეთთან შესაძლო შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში, თუ რა თქმა უნდა მოსკოვი არ გამოიყენებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს.

მაგრამ ამჯერად ჩინეთი, პირიქით, "ვოსტოკი-2018"-ის თანამონაწილეა(მონღოლეთთან ერთად) და რუსეთის ტერიტორიაზე სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად 3 ათასზე მეტი სამხედრო, 900 ერთეული ჯავშანტექნიკა და 30 საფრენი აპარატი გააგზავნა.
თუმცა კაცმა არ იცის როდის დაეჯახება ერთმანეთს პეკინისა და მოსკოვის ინტერესები ბუნებრივი რესურსებით მდიდარ ამ რეგიონში და რაში გადაიზრდება ინტერესთა დაპირისპირება.

მიუხედავად იმისა, რომ ეს გრანდიოზული მასშტაბების რუსული სამხედრო სწავლება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საზღვრებიდან ძალიან შორს მიმდინარეობს, ბრიუსელში წესით გულარხეინად არ უნდა იყვნენ, რადგან დასავლეთიდან აღმოსავლეთით სტრატეგიულ სიშორეზე ჯარების ოპერატიულად გადასროლაში დახელოვნებულ რუს გენერლებს მიმართულების შეცვლა საპირისპიროდ, არ გაუჭირდებათ...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
მკითხველის კომენტარი (7)
ამბაკო
12 სექტემბერი 2018 23:57
ტენგიზ , თუ ტენგიიზ როგორა ხააააააააააააარ
ჯემალი
12 სექტემბერი 2018 22:06
1969 წელს რუსის ჯარში ვმსახურობდი და კარგად ვიცი რომ ლაზერები კიარა გრადები გამოიყენა.
თენგიზ
12 სექტემბერი 2018 21:58
შეამჩნიეთ, როგორ ამოხტნენ ეს პუტინის ხელიდან მჭამელები - badri და უცნობი? აი ეს არის პუტინის დარჩენილი იარაღი.

აქ პუტინის მონა "უცნობი" აცხადებს, რომ რუსებს აქვთო ლაზერი და ჩინელების წინააღმდეგ გამოიყენესო. ცხადია ეს ტყუილია, მაგრამ სწორედ ტყუილი არის პუტინის ტროლების იარაღი. მეორე ტროლმა ვერ კი მოძებნა არგუმენტი. ესენი როგორც წესი გაუნათლებლები არიან.
გიორგი
12 სექტემბერი 2018 21:51
ჯერ ერთი ლაზერი არ გამოუყენებიათ, ლაზერული სამიზნე სულ სხვაა აი კინოებში რომ ანათებს, იარაღი სულ სხვა... იცი საერთოთ რა რაოდენობის ენერგია უნდა ლაზერულ იარაღს??? თუ არ ვცდები მაშინ გამოყენებულ იქნა რეაქტიული არტილერიის ახალი დანადგარი.... რაც შეეხება სიარიაში მათ ამოხოცვას, ისინი დაქირავებული მეომრების სტატუსით იყვნენ და არა რეგულალური არმიის სტატუსიც... ამით ერთი სახელმწიფო თავს არიდებს მეორე სახელმწიფოსთან რეალურ საბრძოლო მოქმედებებს... რეალობა ესაა!
badri
12 სექტემბერი 2018 16:09
ყოჩაღ თენგიზ, ვაი შენს პატრონს.
უცნობი
12 სექტემბერი 2018 16:03
ზოგიერთი ისე არახუნებს ამ კომენტარებს ვითომდაც მართლა აქვს წვდომა რომელიმე არმიის შემადგენლობაში არსებული იარაღის შესახებ, ლაზერი რუსებმა ჯერ კიდევ 1969 წლის ნოემბერში გამოიყენეს ჩინელების წინააღმდეგ.
თენგიზ
11 სექტემბერი 2018 18:16
დიდი ჯარი არ ნიშნავს ძლიერს. 1980-იან წლებშიც იყო გრანდიოზული სწავლება და ამის შემდეგ ქვეყანა დაიშალა. ექსპერტების თქმით რუსი ჯარი არ წარმოადგენს სერიოზულ საშიშროებას, რადგან მათი ტექნოლოგიები დაძველებულია და ჯარისკაცების პროფესიონალიზმი დაცემულია. 2008 წლის ომში უამრავი რუსული ტექნიკა დაინგრა გზაში, გამართული კომუნიკაცია და კოორდინაცია შტაბებს შორის და ცენტრთან არ ჰქონდათ. მართალია ამის შემდეგ სცადეს რაღაცის გამოსწორება, მაგრამ ამერიკელებმა რუსები სირიაში ამოხოცეს როგორც კურდღლები. ეს უფრო გართობას ჰგავდა ტირში - საწყალი რუსები უსუსურად გარბოდნენ, იმალებოდნენ ქვებს უკან, ლოცულობდნენ, ამერიკელი დრონები და შვეულფრენები კი მათ უმოწყალოდ ჟლეტდნენ. ეს იყო შოკი. უკვე ბირთვული იარაღიც არ წარმოადგენს საშიშროებას, რადგან ამერიკულ თვიმფრინავებზე და გემებზე დამონტაჟებული ლაზერული იარაღი უმალ სპობს ბალისტიკურ რაკეტებს და სხვა მიზანს.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები