პუტინი საქართველოსგან რუსეთის დასაცავად, სოჭთან სანგრების გაჭრას აპირებს?!
31-10-2018
პუტინი საქართველოსგან რუსეთის დასაცავად, სოჭთან სანგრების გაჭრას აპირებს?!
კრემლში ძილშიც კი კოშმარივით ელანდებათ საქართველოდან სტარტაღებული ამერიკული "ტომაჰავკების" აჩრდილები...

"თუკი საქართველო და უკრაინა მართლაც გახდებიან ნატო-ს წევრები, ეს რუსეთისთვის კოლოსალური ეკონომიკური და სამხედრო პრობლემა გახდება, რადგან ჩვენი მესამე დედაქალაქის-სოჭის წინ თავდაცვითი ზღუდეების აგება მოგვიწევს, ხოლო უკრაინის საზღვრის გასწვრივ თავდაცვითი ეშელონის შექმნა" - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსმა ანდრეი კელინმა.
რა გამოდის? რუსეთი, რომელმაც საქართველოსა და უკრაინის ნაწილობრივი ოკუპაცია-ანექსია განახორციელა, თურმე თავად უფრთხის ორ მის მიერვე დაჩაგრულ
მეზობელს?

რაოდენ ძნელად წარმოსადგენიც არ უნდა იყოს, კრემლის შიშები საფუძველს მოკლებული არ არის ანუ თაგვმა თხარა-თხარაო და კატა გამოთხარაო...

რუსეთის სიძლიერის შედარება თაგვთან რა თქმა უნდა არ იქნებოდა მართებული, მაგრამ მეორე მხრივ ისიც აშკარააა, რომ კრემლის სამხედრო აქტიურობამ და მეზობლების მიმართ ასეთმა აგრესიულობამ
ბოლოს და ბოლოს გამოაღვიძა ის ბიუროკრატიული დასავლეთი, რომელიც ცივ ომში გამარჯვების ილუზიით მშვიდად თვლემდა...

ამ გამოღვიძების მთავარი მიზეზი კი მაინც, ძირითადად, არა საქართველოსა და უკრაინის გასაჭირზე ფიქრი, არამედ თავის მომავალზე შიში გახლდათ -ის რუსეთი, რომელიც მათ ფეხებმოკვეთილი ეგონათ, მოულოდნელად (ეს მათთვის და არა რუსეთის მეზობლებისთვის) ახალი შეიარაღებითა და გაძლიერებული არმიით წამოიმართა.

ნელ-ნელა, მაგრამ ნატო-მ და პირველ რიგში, აშშ-მა დაიწყო თავისი სამხედრო-პოლიტიკური პოტენციალის გაზრდა რუსეთის დასავლეთ საზღვართან აღმოსავლეთ ევროპაში. პირველ რიგში კი ბალტიისპირეთსა და პოლონეთში.
საქართველოდან სოჭის მიმართულებით კრემლი ამერიკული 'აბრამსების' შეტევას უფრთხის?
ანალოგიურ გააქტიურებას ნატო სამხრეთის მიმართულებით, შავი ზღვის რეგიონშიც ფიქრობს და ერთ მშვენიერ დღეს, არ არის გამორიცხული ამერიკული ჯავშანსატანკო დივიზია უკრაინის დონბასში თუ საქართველოს სამეგრელოს რეგიონშიც აღმოჩნდეს დისლოცირებული, ხოლო ევროპაში საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების შეთანხმების ჩამოშლის შემდეგ, კრემლს ამერიკული ფრთოსანი რაკეტები "ტომაჰავკები" არა მარტო აღმოსავლეთ ევროპიდან, არამედ კავკასიონის ქედის სამხრეთიდანაც დაემუქრონ...

ამ საფრთხეებს კრემლში დიდი ხანია ათვიცნობიერებენ და ამიტომაც ყველაფერზე მიდიან, რომ არც საქართველო და არც უკრაინა, ვერასოდეს გახდნენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულუფლებინი წევრები.

სწორედ ეს იყო აგვისტოს ომში საქართველოს ჩათრევისა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის "დამოუკიდებლობის" ცნობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, ისევე როგორც უკრაინის ყირიმის ოკუპირება-ანექსია და დღემდე დონბასში საბრძოლო მოქმედებების წარმოება.

იმის შიშით, რომ ნატო-მ რუსეთის დასავლეთ-სამხრეთი ნაწილი "ალყაში" არ აიყვანოს, კრემლი ყველაფერზეა წამსვლელი, მათ შორის, ახალი ომების გაჩაღებაზე თავის მეზობლებთან...

პ.ს. მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს - თუკი საქართველო ოდესმე მაინც გახდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულუფლებიანი წევრი, ის ავტომატურად აღმოჩნდება რუსული ბირთვულქობინიანი რაკეტების სამიზნეში, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ ასეთ სამიზნეს კრემლისთვის უკვე დიდი ხანია წარმოვადგენთ, ყოველგვარი, ნატო-ს წევრობის გარეშეც...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
მედეა
26 ნოემბერი 2018 12:26
გაგა ბატონო, სალომეს და ბიძინას არსად უთქვამს საქარტველო თავს დაესხა რუსეთსო. რატომ გაიგეთ მათი ნათქვამი ასე? მათ და სხვებმაც თქვეს, რომ ღამით ცხინვალს ბომბები დააყარეს სააკაშვილის ბრძანებით, პარლამენტთან შეუთანხმებლად, რაც რუსეთმა ხელზე დაიხვია და მისი ჯარისკაცების (იქნებ თვითონვე დახოცილების) ცხედრებზე გამოსასარჩლებლად შემოიჭრა საქართველოში და გაჩაღდა 5 დღიანი ომი, რაც ჩვენი ქვეყნის სრული კრახით დამთავრდა. მართალია რუსეთს თავისი ჩეჩნებისთვის 10-ჯერ მეტი ბომბი აქვს თავზე დაყრილი, მაგრამ იქ უცხო ქვეყნის მშვიდობისმყოფელი ჯარი არ იდგა. სააკაშვილს ჯერ რუსი სამშვიდობოები უნდა გამოეცხადებინა ვადაგასულ დაჯგუფებად და უკანონოდ ეღიარებინა მთელ მსოფლიოს, მაშინ ცხინვალის დაბომბვა --ომს არ გამოიწვევდა, ყოველშემთხვევაში-- რუსს საბაბი არ ექნებოდა და აშკარა ომზე ვერ წავიდოდა, თუმცა " ჩვენი შესანსვლა რომ უნდა მიზეზად ესეც კმარაო". ბიძინა და სალომე იმიტომ დასაჯო, რომ ესმის ეს საკითხები თქვენზე უკეთ---არა ეთიკურია.
baxo
17 ნოემბერი 2018 00:47
2009_ში რუსმა სამხედრო ექსპერტმა ჩამოთვალა თუ რა ალაფი წაიღო რუსეთმა. იქვე აღნიშნა თუ რატომ არ გამოიყენა სააკაშვილმა გორიდან წაღებული საარტილერიო დანადგარები ტიულპანები, რომლებიც 30-50კილომეტრამდე ისვრის ჭურვებსო, როგორც ეტყობა ვაკუმური ჭურვებია. მაგრამ ყველაზე საუკეთესო ნადავლი ყოფილა ფოთის გემიდან გადმოტვირთული ის 6 ჰამერი როთაის დაბრუნება უნდა ამერიკას, ჰამერებზე ყოფილა ისეთი დანადგარები რომლებიც გზა-კვალს უბნევს ჯპს-ს და რუსულ გლონასს ყოველგვარ რაკეტებს, თვითფრინავება და ა.შ. რადგანაც ამ მოწყობილების გაშიფრის შემდეგ რუსებმა გააკეთეს ის დანადგარები, რომელიც გამოიყენეს შავ ძღვაზე და ფინეთ-ნორვეგიაში, რაც მიშას დამსახურებაა!!!
ებლაყუნებით
03 ნოემბერი 2018 12:35
ე.ი. სადაც ქართველმა ფეხი დააბიჯა ის მიწა საქართველოსია?