რატომ მოეწონათ "ავღანელ" ქართველ სამხედროებს უმაღლეს მთავარსარდლად ვაშაძე და არა ზურაბიშვილი?
რატომ მოეწონათ "ავღანელ" ქართველ სამხედროებს უმაღლეს მთავარსარდლად ვაშაძე და არა ზურაბიშვილი?
პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში ზურაბიშვილის კანდიდატურამ ყოველგვარი ეჭვის გარეშე დაჯაბნა ვაშაძის კანდიდატურა.
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტია, რომელიც არჩევნების მეორე ტურზე მისული ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა აირჩია, მაგრამ შეიარაღებული ძალების მომავალი უმაღლესი მთავარსარდლისთვის ძალიან დამაფიქრებელი უნდა იყოს, რადგან მან მეორე ტური წააგო ავღანეთში მყოფ ქართულ სამხედრო კონტინგენტში.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემების თანახმად, ავღანეთში ჩატარებული საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის მონაცემებით, გაიმარჯვა გრიგოლ ვაშაძემ, რომელსაც 893 ამომრჩევლიდან ხმა მისცა
452-მა, 362-მა კი ზურაბიშვილს დაუჭირა მხარი.

ანუ გამოდის რომ, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ავღანეთში წარგზავნილ ქართველ სამხედროებში არჩვენები, უბრალოდ, წააგო...
შეიძლება ვინმემ თქვას, - მერე რა მოხდა, რა მნიშვნელობა აქვს 900-იოდე კაცის
არჩევანს, როდესაც ახალ პრეზიდენტს ხმა ათასჯერ მეტმა - მილიონამდე ამომრჩეველმა მისცა...

მაგრამ ეს ასე არ არის - დიდი ალბათობით, შეიძლება მთლიანად შეიარაღებულ ძალებშიც იგივე განწყობა სუფევდა არჩევნების მეორე ტურის დროს, როგორც მის ერთ ნაწილში, რომელიც ავღანეთში როტაციის პრინციპით იმყოფება და მთელი ქართული ჯარის არანაკლებ 3%-ს შეადგენს.

ამის ზუსტი დადგენა დღეს, ფაქტობრივად, შეუძლებელია, რადგან საბედნიეროდ დახურული საარჩევნო უბნები ჯარისთვის ამ არჩევნებზე აღარ არსებობდა, რაც დემოკრატიის თვალსაზრისით უთუოდ წინ გადადგმული ნაბიჯია.
გრიგოლ ვაშაძე, სალომე ზურაბიშვილი
თუმცა გასაგები მიზეზების გამო ავღანეთში ორი დახურული საარჩევნო უბანი მაინც შეიქმნა - ბაგრამსა და მაზარი-შარიფში და პირველი ტურის დამთავრებისთანავე გამოჩნდა, რომ ზურაბიშვილის კანდიდატურას სერიოზული პრობლემები ექნებოდა.

პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, რომელშიც რეგისტრირებული იყო ავღანეთში მყოფი 875 ქართველი სამხედრო, სალომე ზურაბიშვილს ხმა 397-მა მისცა, გრიგოლ ვაშაძეს კი - 261-მა.

ერთი შეხედვით ზურაბიშვილმა კი გაიმარჯვა პირველ ტურში, მაგრამ არასამთავრობო კანდიდატებმა ნახევარზე მეტი ხმა მიიღეს.
ეს სერიოზულ სიგნალად უნდა ქცეულიყო ხელისუფლებისთვის - ავღანეთში წარგზავნილი ქართული სამხედრო კონტინგენტი რა მიზეზის გამო არ უჭერს უფრო აქტიურად მხარს სახელისუფლო კანდიდატს...

მართლაც, 23 ნოემბერს (საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე) თავდაცვის მინისტრი და გენშტაბის უფროსი ავღანეთში ქართულ სამხედრო კონტინგენტს ესტუმრნენ და გიორგობის წმინდა დღესასწაული მიულოცეს. ჩვენ შორს ვართ იმისგან, რომ მათ იქ მყოფებზე ზეწოლა განეხორციელებინათ - მეორე ტურში ყველამ ხმა ზურაბიშვილს მიეცითო (არადა, ამ "მეთოდს" სააკაშვილის ხელისუფლების დროს სამხედრო ნაწილებში აქტიურად იყენებდნენ).
თავდაცვის მინისტრი და გენშტაბის უფროსი ავღანეთში
ავღანეთში მყოფი ქართული სამხედრო კონტინგენტის პირადმა შემადგენლობამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხელისუფლებისთვის და პირადად მომავალი პრეზიდენტის - უმაღლესი მთავარსარდლისთვის კატასტროფული შედეგი დადო - დამაჯერებლად წააგებინა მთავარ ოპონენტთან...

რატომ მოხდა ასე? ბაგრამის სამხედრო ბაზაზე და მაზარი-შარიფში საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების ორივე ტურში ქართული არმიის მე-2 ქვეითი ბრიგადის 22-ე ქვეითი ბატალიონის პირადი შემადგენლობა აძლევდა ხმას (მე-4 მექანიზირებული ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა თავისი არჩევანი ქაბულში, გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით გააკეთა).
  • იქნებ მეორე ქვეით ბრიგადაში არსებობს რაიმე სერიოზული პრობლემები, რის გამოც მისმა 400-ზე მეტმა მებრძოლმა მხარი არ დაუჭირა სახელისუფლო კანდიდატსა და მათ მომავალ უმაღლეს მთავარსარდალს?
  • იქ, სადაც ერთი ბრიგადის თითქმის მეოთხედი ნაწილი ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის წინააღმდეგია, სხვა ბრიგადებში და მთლიანად შეიარაღებულ ძალებში, დიდი ალბათობით, შეიძლება ანალოგიური სიტუაცია იყოს...

მას შემდეგ, რაც კონსტიტუციურად ქვეყნის მართვის მთავარი ფუნქციები პრეზიდენტისგან პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტზე გადავიდა, მთლად გამართლებული არ უნდა იყოს, რომ უმაღლეს მთავარსარდლად ისევ პრეზიდენტი რჩება.
თუმცა ეს სხვა თემაა. უბრალოდ, ხელისუფლებამ და პირველ რიგში ახალარჩეულმა პრეზიდენტმა სერიოზული დასკვნები უნდა გამოიტანონ იქიდან, თუ რატომ მიიღეს ასეთი მცირე მხარდაჭერა ავღანეთში მყოფი ქართული სამხედრო კონტინგენტისგან და სავარაუდოდ, მთლიანად შეიარაღებული ძალების მთელი პირადი შემადგენლობისგან...

ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სამხედრო მოსამსახურეების გარკვეულ ნაწილზე გავლენა იქონია ზურაბიშვილის განცხადებამ ომის დაწყების თაობაზე და ამის შემდეგ კონკრეტული ოპოზიური ძალის მიერ აგორებულმა ანტიპიარმა, ვრცელდებოდა ხმები - ომის მონაწილე სამხედროებს ჰააგის სასამართლოში დაიბარებენო...

ამას შეიძლება დაემატა ის გარემოებაც, რომ პრეზიდენტი-უმაღლესი მთავარსარდალი შეიძლება ქალი გამხდარიყო, რაც გარკვეული მენტალიტეტის გამო, სამხედროების ნაწილისთვის ცოტა ძნელად შესაგუებელი იყოს.

ასეა თუ ისე, ხელისუფლებასა და ახლად არჩეულ პრეზიდენტ-უმაღლეს მთავარსარდალს, მოუწევთ უფრო ღრმად ჩაიხედონ იმ პრობლემებში, რაც ქართულ არმიას აწუხებს...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს


ვანიკო
03 იანვარი 2019 16:28
რთულია სისტემაზე ისაუბრო როდესაც სისტემა აღარ არსებობს. ვეთანხმები კომენტარებს რომელშიც მოყვანილია მოსაზრებები რატომაც მხარი ჯარმა დაუჭირა ვაშაძეს. გენერალური შტაბის უფროსი თავის პირველ მოადგილიანათ ნაცები არიან,გაიხსენეთ 2012 წელი რა პირობით დააბრუნა ჯარში კაპანაძე მიშამ, მხოლოდ იმ შემთხვევაში მოაწერDა ხელს თუ მასთან ერთად ჩაჩიბაიას დააბრუნებდენ. ჩაჩის გენშტაბის უფროსად დანიშნისთანავე ყველა საკვანძო თანამდებობებზე ნაცები დააბრუნა, მარტო ჯაჭვაძეს დაბრუნება კადრების უფროსად საკმარისია. სამოქალაქო ბლოკზე აღარ ვსაუბრობ იზორია რის მინისტრია?!!? ყველამ იცის ჯარს ვინც მწყემსავს...ლელას სამართავი რომ გახდა ჯარი მანდ დამთავრდა ყველაფერი. და ყველაზე ყურადსაღები მაინც ჯარისადმი მიდგომაა. როდესაც ჯანელიძემ და მერე მიჰყვა თინა და არც იზორია ჩამორჩა წლის ბოლოს ხაზინაში მილიონობით ფული დააბრუნა იმ დროს როდესაც ფაქტიურად ჯარს ჯართად ქცეული ტექნიკა გააჩნია და ჯარი მხოლოდ სამშვიდობო მისიებისთვის გამოიყენება, ქვეყნის დაცვაზე ვინ ზრუნავს?! და ბოლოს ჩაჩიბაიას და ჯანჯღავას მიერ დაწესებული დეკემბრის ყოველ წლიური ბიუჯეტის შემსუბუქება, ასე დაარქვეს იმ ოფიცრების ჯარიდან გაშვება რომლებიც მათ სკამებს საფრთხეს უქმნიან. ფულად ანაზღაურებას უხდიან და ჯარიდან უშვებენ ოფიცრებს რომლებსაც მათზე მეტი განათლება, საბრძოლო გამოცდილება და ავტორიტეტი გააჩნიათ შეიარაღებულ ძალებში. სასწაულები ხდება ორივე ოფიცერი 25 წელია ჯარში მსახურობენ და არცერთ კონფლიქტში მონაწილეობა არ მიუღიათ თუ არ ჩავთვლით ჯანჯღავას დაზვერვის ბატალიონის მხარდაჭერით სამხედრო გადატრიალების მჩდელობას. სათქმელი ბევრია მაგრამ...
Maxo
25 დეკემბერი 2018 09:07
Mokmed samxedro mosamsaxureebs 250-s umatebeno gavige da pensiaze mkofebma ra daashaves? Imat 200 da amat 50 ro ikos ara?:)))
gia
23 დეკემბერი 2018 18:15
ქართულ ჯარს ოქრუაშვილის მერე მინისტრი არ ყოლია!!!! ეს გამოიხატება ყველაფერში. დაფასებაში, პრემიებში(მინისტრი იღებს!!!), კვებაში, ჩაცმაში , დაზღვევაში და ა.შ. დარწმუნებული იყავით , ის განწყობაა ჯარში ზუსტად რაც ავღანეთში ჩვენმა ჯარისკაცებმა დააფიქსირეს. ქალი , რომელიც ომის დაწყებას ქართულ ჯარს აბრალებს და თან ამ ჯარის მთავარსარდალია:) სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ახალია ნაგავს ნუ მოგვანატრებთ. უარესობისკენ რო მიდიხართ. ნუ დაემგვანებით ახალაიებს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები