"დელტას" ჯავშანსასწრაფოთი უკვე ინდონეზიაც დაინტერესდა...
"დელტას" ჯავშანსასწრაფოთი უკვე ინდონეზიაც დაინტერესდა...
ინდონზიის არმია საუდის არაბეთის შემდეგ, ქართული "მედევაკების" ყიდვას აპირებს, შეთანხმებას ხელი უკვე მოეწერა...

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2018 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციის დროს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ადგილობრივი სამხედრო წარმოების განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სამხედრო წარმოების ხელშეწყობა უწყების უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. "ჩვენ პირველად სწორედ "დელტას" მიერ წარმოებული ჯავშანჟილეტები და ჩაფხუტები მივიღეთ ხმარებაში. ამისთვის 5 მილიონის მობილიზება მოვახდინეთ ბიუჯეტში და ამას მომავალ წლებშიც გავაგრძელებთ. მინდა ასევე ავღნიშნო, რომ სახელმწიფო სამხედრო
სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტას" მიერ წარმოებული სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანების შეძენით საუდის არაბეთი და ინდონეზია არიან დაინტერესებულნი".
ინდონეზიის თითქმის ნახევარმილიონიანი არმია ქართული 'მედევაკით' დაინტერესდა
ეს ოფიციალური ინფორმაცია თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა, რის შესახებაც ჩემს ბლოგში ადრეც არაერთხელ დამიწერია, მაგრამ ინდონეზიის გამოჩენა საუდის არაბეთის შემდეგ, როგორც ქართული "მედევაკების" პოტენციური მყიდველი, მართლაც სასიამოვნო სიახლეა.
როგორც გავარკვიე, ხელშეკრულება ინდონეზიის
მხარესთან, 5 დეკემბერს გაფორმდა, თუმცა ჯერჯერობით არ სახელდება ხელშეკრულების დეტალები - რამდენ "მედევაკს", რა ფასად და როდის მიაწვდის "დელტა" ინდონეზიის არმიას.

გასაგებია, რომ ეს "დელტას" კომერციული საიდუმლოებაა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ 267 მლნ-იან ინდონეზიას არანაკლებ 430 ათასიანი შეიარაღებული ძალები ჰყავს (აქედან სახმელეთო ჯარების ,როგორც შეჯავშნული სამედიცინო-საევაკუაციო მანქანების პოტენციური მთავარი ოპერატორის, რიცხოვნობა 330 ათასს კაცს უტოლდება), ქართული "მედევაკების" საექსპორტო პოტენციალი ამ შორეულ ქვეყანაში, სავარაუდოდ, ძალზედ მომგებინი უნდა გახდეს, როგორც თავად "დელტასთვის", ისე მთლიანად საქართველოს ბიუჯეტისთვის...
ფორდის' პიკაპის ბაზაზე შექმნილი ინდონეზიური ჯავშანმანქანა 'თურანგგა'
საგულისხმოა, რომ ორი თვის წინ ინდონეზიის სამხედრო-საჰაერო ძალების სახმელეთო სარდლობამ შეირაღებაში მიიღო პირველი ოთხი ახალი ჯავშანმანქანა Turangga, რომლებიც ადგილობრივმა საავტომობილო კომპანიამ კარგად ცნობილი Ford 550 Super Duty პიკაპის ბაზაზე ააწყო.

ქართულ "მედევაკსაც" "დელტა" ამავე "ფორდის" პიკაპზე აწყობს, მაგრამ ინდონეზიელმა გენერლებმა შეჯავშნულ სამედიცინო-საევაკუაციო მანქანად მაინც ქართული ვარიანტი აირჩიეს.
საუდის არაბეთის ქართული 'მედევაკები'
ამის მიზეზი შეიძლება ისიც გახლდეთ, რომ იემენში საუდის არაბეთის ქართული "მედევაკის" "საქვეყნოდ დამტვრევის" შემდეგ(რისი ვიდეოკადრებიც ფართოდ გავრცელდა), "დელტას" ინჟინრებმა ამ ჯავშანმანქანის სავალი ნაწილისა და ამორტიზაციის სერიოზული გაძლიერება მოახდინეს და საუდის არაბეთში განმეორებით ჩატარებულ მკაცრ გამოცდას უდაბნოში, მოდერნიზებულმა "მედევაკმა" წარმატებით გაუძლო.

როგორც იტყვიან, ზოგი ჭირი მარგებელია - "დელტას" მოდერნიზებული Ford 550 Super Duty პიკაპის შასი დღეს ერთ-ერთი ყველაზე გამძლე უნდა იყოს იმ სხვა კომპანიების ჯავშანმანქანებთან შედარებით, რომლებიც ამავე "ფორდის" პიკაპს იყენებენ საბაზოდ.

ცალკე აღსანიშნავია, "დელტას" საერთაშორისო სამსახურისა და მარკეტინგის წარმატებული მუშაობა შორეული ინდონეზიის საიარაღო ბაზარზე გასასვლელად...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
სოსო
09 დეკემბერი 2018 21:43
ძალიან სასიამოვნო ინფორმაციაა.ისე ჩვენმა ინჟინრებმა ჰაერსაწინააღმდეგო და ტანკ საწინააღმდეგო იარაღზეც რომ დაიწყონ ფიქრი,კარგი იქნება,მჯერა მათი ნიჭიერების და დარწმუნებულკი ვარ.შორმანძილზე მოქმედს ფინანსურად ვერ გავწვდებით,მაგრამ თუნდაც ცოტა უფრო დაბალ ხარისხოვან,მაგრამ გაცილებით უფრო იაფ ნიმუშებს რომ შექმნიან მჯერა და მათ შიდა მოხმარებისათვის მაინც გამოვიყენებთ.სტინგერები მართლა ძალიან ძვირია.
დავითი
08 დეკემბერი 2018 10:27
წარმატებები დელტას სრულ შემადგენლობას❤️
ლევანი
07 დეკემბერი 2018 14:28
სასიამოვნო ინფორმაციაა. ქართველები ისტორიულად სულ კარგ იარაღს ვაკეთებდით და ახლაც უნდა დავიკავოთ ჩვენი ღირსეული ადგილი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა