"პუტინი ნატოს საუკეთესო საჩუქარია"
"პუტინი ნატოს საუკეთესო საჩუქარია"
ფოტო:დევიდ პეტრეუსი, ვლადიმირ პუტინი
"ცივი ომის" შემდგომ თითქმის უფუნქციოდ დარჩენილ და დეგრადირებისკენ წასულ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს პუტინის მცდელობამ "რუსეთის იმპერიის" აღსადგენად, სულზე მოუსწრო...

"პუტინი ნატოსთვის ცივი ომის დამთავრების შემდეგ ყველაზე საუკეთესო საჩუქარია", - ეს სიტყვები აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილ უფროსსა და ოთხვარსკვლავიან გენერალს დევიდ პეტრეუსს ეკუთვნის.

ამ გაბედულმა ამერიკელმა გენერალმა, რომლის წარმატებული სამხედრო კარიერა სასიყვარულო ისტორიამ შეიწირა, ღიად დაარქვა ყველაფერს თავისი სახელი, რისი ხაზის გასმა არც თეთრ სახლში უყვართ და რა თქმა უნდა, არც
კრემლში.

რომ არა პუტინის გაპრეზიდენტება, 2000 წელს და ჩეჩნეთის შემდეგ, "ახლო საზღვარგარეთიდან", ანუ საქართველოდან და უკრაინიდან "ახალი რუსული იმპერიის" შექმნისთვის სამხედრო აგრესიული ქმედებების დაწყება, "ცივ ომში" გამარჯვებულად თავჩათვლილი ჩრდილოატლანტიკური ალიანსი დეგრადირებისა და უფუნქციოდ დარჩენის რეალური საშიშროების წინაშე იდგა...

ფაქტობრივად, სწორედ პუტინის გააქტიურებამ გამოაღვიძა პირველ რიგში
აშშ და დიდი ბრიტანეთი (ალიანსის წევრ პოლონეთს, ლიტვას, ლატვისა და ესტონეთს ისედაც "ეღვიძათ"), თუმცა სხვა ევროპელი წევრები ისევ "ძილ-ბურანში" იმყოფებიან.

ოთხვარსკვლავინ ამერიკელ გენერალ დევიდ პეტრეუსს ქართველ სამხედროებთან არაერთი საქმიანი შეხვედრა ჰქონია ერაყში, სადაც ის 2007 წლის დასაწყისიდან 2008 წლის სექტემბრამდე მრავალეროვნულ ძალებს სარდლობდა და 2-ათასიანი ქართული სამხედრო კონტინგენტიც მის დაქვემდებარებაში შედიოდა.
ამერიკელი ოთხვარსკვლავიანი გენერალი დევიდ პეტრეუსი ქართველ სამხედროებთან ერაყში
მისი დამსახურებაცაა, რომ აგვისტოს ომის დაწყებიდან მესამე დღეს ერაყიდან ქართული სამხედრო კონტინგენტის დიდი ნაწილის გადმოსროლა მოხერხდა თბილისში, მაგრამ ესეც დაგვიანებული აღმოჩნდა.

მოგვიანებით, 2010-2011 წლებში გენერალი პეტრეუსი უკვე ავღანეთში სარდლობდა მრავალეროვნულ ძალებს და ისევ ჰქონდა მჭიდრო ურთიერთობა ქართველ სამხედროებთან.

პეტრეუსი, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის პოსტზე დანიშვნიდან ერთ წელში, 2012 წლის ნოემბერში მას შემდეგ გადადგა, როდესაც აღიარა, რომ ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობა ქალ-ოფიცერთან, რომელიც მის ოფიციალურ ბიოგრაფიას წიგნად წერდა და მას გარკვეული საიდულო ინფორმაცია გაუმჟღავნა.

უკვე გადამდგარმა გენერალმა პეტრეუსმა კიდევ ერთი საინტერესო აზრი გაახმაურა - ყური დაუგდეთ ტრამპის განცხადებებს, წინამორბედებისგან განსხვავებით, ის არაფილტრირებულ და არაკორექტირებულ გამონათქვამებს აკეთებს, რომელიც ყველაზე ძლიერი ქვეყნის მეთაურისა და უმაღლესი მთავარსარდლისაა და ასრულებაც შეუძლიაო...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
maxo
15 იანვარი 2019 00:00
გოდერძის: რუსეთი უკვე შეცვლილი იყო 1996 წელს ბილ კლინტონმა რუსეთის არჩევნებისთვის 500 მილიონი ნაღდი ფული გაგზავნა ამერიკის საელჩოში ამომრჩევლის მოსასყიდად.
Truker
14 იანვარი 2019 22:25
ცეცხლს ეთამაშებით. მრავალჯერ მითქვამს. ევროპულ ქრტსტიანული სიტყვა საიდან მოიტანეთ არა არსებობს ბუნებაში. თავის დროზე სწლოად რო მოქცეულიყო საქართველოს მთავრობა, არ მოხდებოდა რაც მოხდა. თავს დააბრალეთ რუსეთს კი არა
ჯუზეპე
13 იანვარი 2019 11:16
ავტორს:
შეცდომაა - არაფილტრირებული,
სწორია - გაუფილტრავი.
წერეთ ქართულად.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები