ვის არ ყოფნის სამხედრო ფორმა? - კვირის პალიტრა

ვის არ ყოფნის სამხედრო ფორმა?

სახელმწიფო აუდიტის კრიტიკულ დასკვნას თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო ფორმებით გადავსებული საწყობების ჩვენებით უპასუხა...

სახელმწიფო აუდიტმა ძალოვან სტრუქტურებში ჩატარებული შემოწმების დასკვნები გამოაქვეყნა, რომლიდანაც ირკვევა, რომ თავდაცვის სამინისტროს ბოლომდე არ ჰყავდა უზრუნველყოფილი სამხედრო ფორმებით პირადი შემადგენლობა.

ამ განცხადებას თავდაცვის სამინისტროს სასწრაფო უკურექცია მოჰყვა-თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებს სამხედრო ფორმებით გადავსებული საწყობები დაათვალიერებინა და განაცხადა, რომ კონტრაქტით მომსახურე კაპრალებსა და სერჟანტებს ორ წელიწადში სამხედრო ფორმის სამი კომპლექტი მიეცემათ, ხოლო ოფიცრებს იგივე სამი კომპლექტი, ოღონდ 2,5 წლის განმავლობაში.

გამოდის, რომ სახელმწიფო აუდიტმა პრობლემა თითიდან გამოწოვა? ასე არ არის, სამხედრო ფორმის ნაკლებობას და მათ ხარისხს ჩვენი სამხედროები უკვე წლებია უჩივიან და არც თუ უსაფუძვლოდ-საველე პირობებში წვრთნებისას კამუფლირებული სამხედრო ფორმა და განსაკუთრებით კი ბათინკები მალე გამოდის მწყობრიდან, რისი დროულად შეცვლა არ ხდებოდა, რადგან მანამდე არსებული ნორმებით არ იყო გათვალისწინებული.

სიმართლე რომ ითქვას, აუდიტის დასკვნა თავდაცვის სამინისტროში სამხედრო ფორმების ნაკლებობის შესახებ, 2017 წლის კვლევას ეხება. თუ სამხედრო უწყებამ უკვე გამოასწორა ამ მხრივ ჩავარდნა, მხოლოდ მისასალმებელია. მაგრამ მეორე მხრივ, გასაოცარია-21-ე საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს, როდესაც არმიაში უპილოტო საბრძოლო სისტემების დანერგვაზე უნდა ვფიქრობდეთ, ჯარისთვის სამხედრო ფორმების უკმარისობაზე გვიწევს ლაპარაკი...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს