მღვდელმსახურებისა და სტუდენტების საყურადღებოდ... - რა იცვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის სქემაში?
მღვდელმსახურებისა და სტუდენტების საყურადღებოდ... - რა იცვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის სქემაში?
სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებით საზოგადოების აზრი არაერთგვაროვანია, რაც გამოწვეულია რიგი ხარვეზებით იმ კანონში, რომელიც ერთწლიან სავალდებულო ჯარში გაწვევას ითვალისწინებს. უკვე დიდი ხანია მომწიფდა ამ კანონის დახვეწის აუცილებლობა.

საქართველოს კანონში "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ", მალე შეიძლება ორი მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდეს, რომლის ავტორი და ინიციატორი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილია.

დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ ფსევდორელიგიური ორგანიზაციები ბოროტად იყენებენ ამ კანონში არსებულ ერთ-ერთ პუნქტს, რომელიც მღვდელმსახურს
უფლებას აძლევს გადაივადოს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა, რითაც "ბიბლიური თავისუფლების" 6 908 მიმდევარმა უკვე ისარგებლა და ეს ტენდეცია მზარდია, რაც სესიაშვილის აზრით, შეიძლება სერიოზულად დაემუქროს ქვეყნის უსაფრთხოებას სავალდებულო სამხედრო სამსახურში ახალგაზრდების გაწვევის პროცესის ჩაშლის სახით.

სესიშვილმა ასევე დააკონკრეტა, რომ კანონის ამავე პუნქტით ისარგებლა იეჰოვას 165-მა
მოწმემ და მხოლოდ 50-მა მართლმადიდებელმა მღვდელმსახურმა.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარე გამოდის ინიციტივით, რომ კონკორდატის ("საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართმადიდებელ ეკლესიას შორის" კონსტიტუციური შეთანხმება) გათვალისწინებით, კანონში შევიდეს ცვლილება, რომლის თანახმადაც სავალდებულო სამხედრო სამსახურში გადავადება შეეხება მხოლოდ მართმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურებს, ხოლო სხვა კონფესიის მღვდელმსახურებს საშუალება მიეცემათ სავალდებულო სამხედრო სამსახური ალტერნატიური გზით გაიარონ, რომელიც არ ითვალისწინებს იარაღის ხელში აღებას.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა პარლამენტში კიდევ ერთ კანონში ცვლილების პროექტი შეიტანა, რომლის თანახმადაც სტუდენტებს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პარალელურად საშუალება მიეცემათ სავალდებულო სამხედრო სამსახური მოიხადონ შსს-ს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში-დაცვის პოლიციის დეპარტამენტში.

ეს ნებაყოფლობითი იქნება და ათასი სტუდენტი, რომელიც ასეთ სურვილს გამოთქვმას, ისარგებლეს შეღავათებით უმაღლესი სასწავლო დაწესებულებისგან და ამასთან დაცვის პოლიციაში ყოველთვიურად ხელზე 200 ლარს მიიღებს.
შსს-ს დაცვის პოლიციაში ერთწლიან ჯარს ახალგაზრდები დღესაც გადიან, თუმცა სიახლე ის იქნება, რომ სტუდენტებსაც ექნებათ იგივე შესაძლებლობა უნივერსიტეტებში აკადემიური წლის აღების გარეშე.

რა შეფასება შეიძლება მიეცეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის სქემაში შესატან ამ ცვლილებებს?


პირველი ცვლილება დიდი ხანია მომწიფდა, რადგან ფიქტიურ მღვდელმსახურად ჩაწერა რყვნის ახალგაზრდის შეგნებას და მას აძლევს იმის გრძნობას, რომ ტყუილით შეუძლია ცხოვრება, ამიტომაც ცვლილების შეტანა მღვდელმსახურებისთვის ჯარის გადავადების პუნქტში დროული კი არა, დაგვინებულიცაა. თუმცა საზოგადოების ნაწილი ამ ინიციატივას უარყოფითად აფასებს იმის გამო, რომ შეღავათი მხოლოდ მართლმადიდებელ მღვდელმსახურებს შეეხება და სხვა ტრადიციული რეალიგიის მიმდევართ არა.

მეორე ცვლილების აუცილებლობა კი საკამათოა, რადგან ისე არ გამოვიდეს, სტუდენტმა ნორმალურად აღარც უნივერსიტეტში ისწავლოს და ვერც ელემენტარული სამხედრო საქმე შეისწავლოს, რადგან დაცვის პოლიციაში ამის ნაკლები შესაძლებლობა ექნება.

ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის გასაძლიერებლად აუცილებელია მამაკაცი მოქალაქეების (სასურველია ქალებისაც) უდიდესი ნაწილი ფლობდეს ელემენტარულ დაწყებით სამხედრო ცოდნას მაინც, რათა მათი ტოტალური ომისთვის გამოყენება რეზერვისტების სახით მოხდეს.

მაგრამ ამისთვის აუცილებელის სამხედრო სავალდებულო სამსახური, თუნდაც არა ერთი, არამედ ნახევარი წლით მათ თავდაცვის ძალებში სპეციალური პროგრამით გაიარონ (მაგალითად, საწყისი საბრძოლო მომზადების გაღრმავებული კურსი) და არა სასჯელაღსრულების ზონის საყარაულო კოშკურაზე იდგნენ ან დაცვის პოლიციის ფორმით სამ დღეში ერთხელ რომელიმე საელჩოს კარს იცავდნენ.

იდეაფიქსი ის კი არ უნდა იყოს, რომ ახალგაზრდა მაინცდამაინც ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურში წაიყვანოს სახელმწიფომ და მერე სულერთია ის ღამით იარაღის საწყობს უდარაჯებს თუ რომელიმე ბიზნესმენის აგარაკის გალავანს, არამედ ის, რომ სამსახურის პერიოდში ჯარისკაცი უკეთესად დაეუფლოს საშტატო იარაღის გამოყენებას და ბრძოლის ელემენტები (როგორც თავდაცვაში ისე შეტევით ოპერაციებში) დახვეწოს, რათა მისი სახით საიმედო რეზერვისტი შეიძინოს ქვეყანამ.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
არა ქოცს! არა ნაცს!
01 აპრილი 2019 09:36
სესიაშვილო შენ ის მიზეზები დაადგინე ჯობია თუ რატო არ მიდიან საჯარო სამსახურში ახალგაზრდები,მშიერ მწყურვალს რომ დააყენებთ 24 საათი რომელიმე შენობის დაცვაში და 70 ლარს უხდით ხელზე,ტრანსპორტის ფულსაც არ უნაზღაერებთ.....მათხოვრებო!!!
გიგა
24 მარტი 2019 03:40
სწორი დასკვნებია. არმიის გარდა არსად უნდა გაიწვიონ. ბიზნესმენებმა გადაიხადონ დაცვაში ფული. BTC კურსი შესაძლოა გაიაროს 18-20 ათასმა კაცმა წელიწადში. 3 თვეში ჩაეტევიან.
ტატოო
23 მარტი 2019 10:03
ისე ბერა ივანიშვილი და მისი ძმები თუ არიან წვევამდელთა რიცხვშიი....

რუბრიკის სხვა სიახლეები