და ისევ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე საქართველოში... - რას ამბობს თავდაცვის მინისტრი?
და ისევ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე საქართველოში... - რას ამბობს თავდაცვის მინისტრი?
ფოტო:ამერიკული ბაზების გამოჩენამდე ქართულ არმიას ეფექტინი ამერიკული შეიარაღება სჭირდება...
ცნობილმა საინფორმაციო საშუალება "ამერიკის ხმამ" 23 მაისს საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ლევან იზორიასთან აღებული მინი-ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც მინისტრმა განაცხადა, რომ პერსპექტივაში ამერიკული სამხედრო ბაზების საქართველოში არსებობას მხოლოდ მიესალმება.

ამასთან მინისტრმა იზორიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პოზიციის შეფასებისგან თავი შეიკავა. შეგახსენებთ, რომ ერთი თვის წინ იმავე "ამერიკის ხმას" პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განუცხადა, რომ "არ ჰგონია რეკომინირებული იყოს" საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზების ამოქმედება.

ქართულმა მხარემ რაც არ უნდა იაქტიუროს, ამ საკითხის მთავარი გადამწყვეტი მაინც აშშ-ის
ხელისუფლებაა - განათავსოს თუ არა სქართველოში თავისი სამხედრო ბაზა.

ეს თემა ახლო მომავლის ნამდვილად არ არის, სამაგიეროდ საინტერესოა, რა შედეგი მოიტანა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ერთკვირიანმა ოფიციალურმა ვიზიტმა აშშ-ში.

მინისტრ იზორიას განცხადებით მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ წლის ბოლოს საქართველოსა და აშშ-ს შორის ხელი მოეწერება თავდაცვის სფეროში
თანამშრომლობის მორიგ სამწლიან ჩარჩო-ხელშეკრულებას, რომელშიც გათვალისწინებულია ქართული არმიის შეიარაღების მოდერნიზაციაც, თუმცა თავდაცვის მინისტრმა არ დააკონკრეტა ქართული არმიის შეიარაღების რა სახეობები და ტიპები შეიძლება გაუმჯობესდეს.

წინა ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში, რომელსაც ხელი 2016 წელს მოეწერა, საქართველომ აშშ-ისგან "ჯაველინის" ტიპის მართვადი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები შეიძინა, რომელთა სწორი ტაქტიკით გამოყენების შემთხვევაში, ქართული არმიის ანტისატანკო საბრძოლო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზრდება.

სავარაუდოდ, ეს ჩარჩო-ხელშეკრულება ასევ ითვალისწინებდა გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების "სტინგერების" მოწოდებასაც, რომლებიც თავინთი კომპაქტურობიდან გამომდინარე მისწრებაა ტოტალური, იგივე პარტიზანული საბრძოლო მოქმედებების საწარმოებლად.

მნიშვნელოვანი იქნება, თუკი მომავალ ჩარჩო-ხელშეკრულებაში გათვალსწინებული იქნება კონტრსაბატარეო მობილური რადარებისა და საარტილერიო ცეცხლის მართვის დრონების-დისტანციურად მართვადი სადაზვერვო საფრენი აპარატების, მოწოდებაც, რადგან ქართულ არმიას, მოიერიშე თვითმფრინავებისა და დამრტყმელი შვეულმფრენების "ჩამოწერის" შემდეგ, მოწინააღმდეგის შორ მანძილზე დამაზინებელი საცეცხლე საშუალებებიდან, მხოლოდ არტილერია თუ დარჩა...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ani
26 მაისი 2019 17:51
"sdfffff-ს 25 მაისი 2019 08:08
sdfffff-ს პლასტმასის ჯამს და ასანთს ვერ ვუშვებთ, რა ჩვენ გამოვუშვათ თუ ჩემი ძმა ხარ რა!!!"

ამის დამწერს გპასუხობტ------კი ვერ ვუშვებტ არ ვუშვებტ შეგნებულად პულზე გაყიდული ივანიშვილი-სააკაშვილი-შევარდნაძის მტავრობები არ აძლევენ გასაკანს საკარტველოს. ამიტომ ვერ ვუშვებტ ტორემ რამდენი ნიჭიერი ადამიანი სტავაზობს მტავრობებს საკარტველოს აღორძIნები(ტანაც ზოგიერტი მარტლაც სწრაპი აღორძინების ) გზებს იციტ ??? გაგიგიატ?? ტუ არა და მაშინ გაჩუმდიტ. ხომ კარგად იციტ რომ კარტველი ერი არის ნიჭიერტი, მაგრამ ამავე დროს პულზე ადვილად იყიდება?? ვერ აღმოვჩნდიტ კეტილსინდისიერი ერი ისეტი როგორიც რუსები!!!! დიახ რუსები!!! ისინი არ მიეყიდნენ ამერიკას, ტუმცა იყო მცდებლობები მატი ყოპილი მეტაურებიდან მაგრამ ეხლა ხომ ჰყავტ პრეზიდენტი რომელიც ჯიკურად უდგას წინ დამპყრობლებებს??? რა ასე არ არის??
sdfffff-ს
25 მაისი 2019 08:08
sdfffff-ს პლასტმასის ჯამს და ასანთს ვერ ვუშვებთ, რა ჩვენ გამოვუშვათ თუ ჩემი ძმა ხარ რა!!!
sdfffff
23 მაისი 2019 17:27
ჩვენვე გამოვუშვათ არ შეიძლება?

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები