რატომ მარხავენ თვითმფრინავებს?
რატომ მარხავენ თვითმფრინავებს?
ფოტო: ბრიტანელმა მხატვარმა საბჭოთა МиГ-21... დაასაფლავა
ადამიანის გარდაცვალების შემდეგ მის ნეშტს მიწას მიაბარებენ, რაც ბუნებრივია. შინაურ ცხოველსაც დაუმარხავს არავინ დატოვებს, ესეც გასაგებია.
მაგრამ რატომ მარხავენ თვითმფრინავებს? ამის აღქმა და გაგები ნამდვილად ჭირს...
არადა ცოტა ხნის წინ, პრაღის გარეუბანში, არც მეტი და არც ნაკლები, საბჭოთა დროინდელი МиГ-21 ტიპის გამანადგურებელი... დაასაფლავეს!

ხუთტონიანი, ერთდროს მრისხანე საბრძოლო თვითმფრინავის "დასაფლავება" ბრიტანელმა მხატვარმა როჯერ ჰაიორსმა ჰეპენინგის (პერფორმანსის სახეობა, ოღონდ იმპროვიზაციის ელემენტებით) სახით განახორციელა და ამით დამსწრე საზოგადოებას სიმბოლურად აცნო საბჭოთა ეპოქის "დამარხვა",
რომელსაც ეს "მიგი" განასახიერებდა...
ამერიკელმა სამხედროებმა სადამ ჰუსეინის მიერ ქვიშაში ჩამარხული МиГ-25 ამოთხარეს
თავისი უცნაური გამოხტომებით ცნობილ ამ ბრიტანელ მხატვარს ვერავინ დაუშლიდა თვითმფრინავის დამარხვას, რაც მან საკუთარი სახსრებით განახორციელა და დასამარხი "მიგის" გამოსყიდვა კერძო მფლობელისგან იაფი ნამდვილად არ დაუჯდებოდა, მაგრამ სხვა კითხვა იბადება - ნუთუ ისე ამოეწურათ თანამედროვე მხატვრებს შთაგონება, რომ თვითმფრინავების დამარხვაზე გადავიდნენ?
შემდეგი ნაბიჯი ალბათ ორთქმავლების ტბაში ჩაძირვა იქნება...
 ერაყის ქვიშაში 'დასაფლავებას' ვერც თბილისში აწყობილი Су-25 გადაურჩა...
ისე, სიმართლე რომ ითქვას, ეს ბრიტანელი მხატვარი პირველი არ ყოფილა.
საბრძოლო თვითმფრინავების ქვიშიდან ამოთხრა ამერიკელ ჯარისკაცებსაც მოუწიათ 1991 წელს ერაყში, "უდაბნოს ქარიშხლის" ოპერაციის დროს.

ამ შემთხვევაში ნახატის-"მიგი" ქვიშაში", ავტორი თავად ერაყის პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი გახლდათ, რომელიც იმედოვნებდა ასე დაემალა ამერიკელებისთვის საბრძოლო თვითმფრინავები.

საგულისხმოა, რომ ერაყის ქვიშებიდან ამერიკელებმა ზებგერითი МиГ-25-ის გარდა, "ჩვენებური" Су-25-ც ამოთხარეს-1991 წლამდე საბჭოთა კავშირმა თბილისის საავიაციო ქარხნიდან ერაყის პრეზიდენტს 60-ზე მეტი ასეთი მოიერიშე მიჰყიდა...
ავსრალიელებმა სანაგვეზე 23 ცალი 21 ტონიანი F-111-I ერთდროულად მიაბარეს მიწას...
მაგრამ ყველას ავსტრალიამ "გადაუჯოკრა" - ავსტრალიის სამეფო საჰაერო ძალებმა სანაგვეზე ჩამარხეს 23 ერთეული ზებგერითი ტაქტიკური ბომბდამშენი F-111, რომლებითაც მანამდე მთელი ავსტრალია ამაყობდა. თავის დროზე, ერთ-ერთი ყველაზე ძვირი თვითმფრინავები, რომლებსაც ბირთვული იარაღის წაღებც შეეძლოთ, ჩამოწერეს და იმის გამო, რომ ამ თვითმფრინავებში არსებული ასბესტის უტილიზაცია ძვირი და სახიფათო პროცესი გახლდათ, ადვილი გამოსავალი იპოვეს-23-ე თვითმფრინავი უბრალოდ... დამარხეს. ისე, ცარიელი F-111-ი 21 ტონას იწონის და საერთო ჯამში, 500 ტონამდე ძვირადღირებული დიურალუმინის ჯართში ჩაბარება არ ერჩივნათ სანაგვეზე დამარხვას?
  საბრძოლო თვითმფრინავების
P.S. საქართველოში საბრძოლო თვითმფრინვების დამარხვამდე, საბედნიეროდ ჯერ არ მისულან (ისე, საინტერესოა რას უზამენ მერამდენე წელი გაუნძრევლად მდგომ 12 ცალ Су-25 –სა და 6 ერთეულ Ми-24 –ს, რომლებსაც ვერც ყიდიან), თუმცა 1998 წლის გაზაფხულზე ერთი "უცნაური" ფაქტი მოხდა-თბილისის აეროპორტის მარჯვენა კუთხეში, ალექსეევკის ბაზაზე მდგომი ქართული Су-25 –ის ძრავების ჰაერმიმღებებში კენჭები აღმოაჩინეს, რის გამოც მოიერიშეები ჰაერში აღარ აწიეს პრეზიდენტის თვითმფრინავის დასახვედრად. პრეზიდენტ შევარდნაძისთვის მეორე ტერაქტი ახალი მოწყობილი იყო (1998 წლის 9 თებერვალს თბილისში) და ამის ფონზე ეს ფაქტი გამოიყენეს მაშინდელი თავდაცვის მინისტრის ვარდიკო ნადიბაიძის გადაყენების საბაბად. გასაგებია, რომ კენჭები მოიერიშის ძრავების ჰაერმიმღებებში თავად არ მოხვდებოდნენ...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

გიგა
03 ივნისი 2019 01:13
ნუთუ ასე ძვირი ღირს 12 თვითმფრინავის გარემონტება ? მოიკლონ პრემიები მთავრობაში და გაარემონტონ.
Zaza
29 მაისი 2019 10:24
ცრუ მორწმუნენი!..
საღი აზრი
29 მაისი 2019 08:13
კი არ მარხავენ,თესავენ....წყალს არ მოაკლებენ და ახალი თვითმფრინავები ამოვა)))

რუბრიკის სხვა სიახლეები