პილოტს Ми-8 და საბრძოლო Ми-24 ტიპის შვეულმფრენებზე ფრენის დიდი გამოცდილება ჰქონდა - რა შეიძლება გამხდარიყო ყაზბეგში ავიაკატასტროფის მიზეზი?
06-06-2019
პილოტს Ми-8 და საბრძოლო Ми-24 ტიპის შვეულმფრენებზე ფრენის დიდი გამოცდილება ჰქონდა - რა შეიძლება გამხდარიყო ყაზბეგში ავიაკატასტროფის მიზეზი?
ფოტო:"ავიატორ+"-ის Bell 505 Jet Ranger X ტიპის შვეულმფრენი ავიკატასტროფამდე
6 ივნისს "აჭარა ჯგუფის" კუთვნილმა კერძო შვეულმფრენმა ავიაკატასტოფა განიცადა სტეფანწმინდაში, სასტუმრო "რუმსის" ტერიტორიაზე დაფრენამდე. დაიღუპა პილოტი და "რუმსის" ორი თანამშრომელი

ჩვენი ინფორმაციით, პილოტი საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი სამხედრო მფრინავი ილო ბაიდაშვილი გახლდათ, მას სატრანსპოტო Ми-8-ზე და საბრძოლო Ми-24 ტიპის შვეულმფრენებზე ფრენის დიდი გამოცდილება ჰქონდა.

თვითმხილველების განცხადებით, "ვერტმფრენს ჰაერში ცეცხლი გაუჩნდა, ნაპერწკლებს ყრიდა და კვამლი ასდიოდა, შემდეგ კი, ხმელეთზე ჩამოვარდა".

თუკი თვითმხილველების მონაყოლი სიმართლეს შეესაბამება, მაშინ ავიაკატასტროფის ძირითადი გამომწვევი მიზეზი დიდი
ალბათობით, შვეულმფრენის ტექნიკური გაუმართაობა შეიძლება იყოს.



"საქაერონავიგაციის" ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში ექსპლუატანტის "ავიატორ+" - ის ბალანსზე ირიცხება  BELL 505  ტიპის შვეულმფრენი სარეგისტრციო ნომრით 4L-ADJ, რომელიც გამოშვებულია 2018 წელს.

ამოდის, რომ კატასტროფაგანცდილი შვეულმფრენი ორი წლისაც კი არ იყო, რაც დამატებით კითხვებს
აღძრავს...

ვიზიარებთ დაღუპულის ახლობლების გულისტკივილს და ვუთანაგრძნობთ მათ.

Bell 505 Jet Ranger X ტიპის შვეულმფრენების წარმოება მხოლოდ 2015 წლიდან დაიწყო. ის ხუთადგილიანი, ერთძრავიანი შვეულმფრენია. მას 670 კმ-ის დაფარვა შეუძლია. ფრენის სიჩქარე 230 კმ/სთ-მდეა. მისი გასაყიდი ფასი 1,4 მლნ დოლარამდეა.




ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
სანო
13 ივნისი 2019 10:29
რომელი წელია ახლაა,ვერტმფრენი 2018 წლის ივნისისაო და ეს 2 წელი როგორაა
nino
07 ივნისი 2019 05:48
თვითონ კი იყო უძლიერესი მფრინავი, თვითმფრინავიც თუ ახალი იყო, მაშ რა მოხდა? ერთი კითხვა რჩება-ვინმემ ხომ არ დაუზიანა,ბოროტ კაცს რა დალევს .

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები