რა იყო დამონტაჟებული ეშერის საიდუმლო სამხედრო ლაბორატორიის ქვეშ... - კვირის პალიტრა

რა იყო დამონტაჟებული ეშერის საიდუმლო სამხედრო ლაბორატორიის ქვეშ...

ლეგენდები ეშერის ლაბორატორიასთან დაკავშირებით, რომელიც სოხუმთან, მდინარე გუმისთის მარჯვენა სანაპიროზე იყო განთავსებული, თავიდანვე ვრცელდებოდა, რისი მიზეზი ისიც გახლდათ, რომ ეშერის ლაბორატორია ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამხედრო-საიდუმლო ობიექტს წარმოადგენდა.

ზოგიერთი ჭორი, მართლაც რომ წარმოუდგენლად ფანტასტიკური გახლდათ, თითქოს სწორედ ეშერის ლაბორატორიაში განხორციელებული მიმართული მოქმედების მიწისქვეშა ბირთვული აფეთქებით 1988 წლის დეკემბერში დამნგრეველი სპიტაკის მიწისძვრა გამოიწვიეს სომხეთში... ამ ნახატებზე გამოსახულია თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ყოფილი საბჭოთა და მათ შორის, ეშერის სეისმოლოგიური ლაბორატორიის მიწისქვეშა შახტა, რომელშიც ზემგრძნობიარე აპარატურა იყო განთავსებული

ეს, რა თქმა უნდა, აბსოლიტური სისულელე გახლდათ, თუმცა ეშერის ლაბორატორიას მართლაც ჰქონდა პირდაპირი შეხება ბირთვულ აფეთქებებთან, ოღონდ მათი დაფიქსირებისა და რეგისტრაციის სახით.

1992 წლისათვის, როდესაც აფხაზეთის ომი დაიწყო, დაშლილი საბჭოთა კავშირიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მე-12 სამმართველოს ბირთვულ იარაღთან ერთად, მემკვიდრეობით დარჩა ორ ათეულამდე სხვადასხვა დანიშნულებისა და ტიპის რადიოსეისმოლოგიური სადგური, რომელთა მართვას ბირთვული აფეთქებების სპეციალური კონტროლის სამსახური ეწეოდა.

ამ სადგურებიდან ერთ-ერთი, კერძოდ კ,ი 24-ე სეისმოლოგიური სადგური სწორედ ეშერაში იყო განთავსებული.

ამ ნახატებზე გამოსახულია თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ყოფილი საბჭოთა და მათ შორის, ეშერის სეისმოლოგიური ლაბორატორიის მიწისქვეშა შახტა, რომელშიც ზემგრძნობიარე აპარატურა იყო განთავსებული

მისი მთავარი მოვალეობა გახლდათ მონიტორინგი გაეწია ნატოს სამხრეთი ფლანგისთვის ევროპაში, ასევე აფრიკის ჩრდილოეთით და ახლო აღმოსავლეთით იმ შემთხვევისთვის, თუკი სადმე იქ მიწისქვეშა საიდუმლო ბირთვულ გამოცდას ჩაატარებდნენ.

ამის განსასაზღვრელად კი ზემგრძნობიარე სეისმოგრაფები და სხვა სპეციალური აპარატურა გამოიყენებოდა, რისთვისაც ეშერის ქვეშ, სავარაუდოდ, 40 მ-ის სიღრმის ვერტიკალური შახტა იყო გაჭრილი.

ამ ნახატებზე გამოსახულია თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ყოფილი საბჭოთა და მათ შორის, ეშერის სეისმოლოგიური ლაბორატორიის მიწისქვეშა შახტა, რომელშიც ზემგრძნობიარე აპარატურა იყო განთავსებული

აქ წამოდგენილი ნახატები იმ გაუქმებულ რადიოსეისმოლოგიურ სადგურს ეკუთვნის, რომელიც რუსეთში, ხაბაროვსკის მხარეშია, თუმცა დიდი ალბათობით ასეთივე ტიპიური შახტა უნდა ჰქონოდა ეშერის ანალოგიურ სეისმოლოგიურ სადგურსაც...

ამ ნახატებზე გამოსახულია თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ყოფილი საბჭოთა და მათ შორის, ეშერის სეისმოლოგიური ლაბორატორიის მიწისქვეშა შახტა, რომელშიც ზემგრძნობიარე აპარატურა იყო განთავსებული

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს