რა იყო დამონტაჟებული ეშერის საიდუმლო სამხედრო ლაბორატორიის ქვეშ...
რა იყო დამონტაჟებული ეშერის საიდუმლო სამხედრო ლაბორატორიის ქვეშ...
ფოტო:ხაბაროვსკის სადგურის მიტოვებული შახტა, რომელშიც ზემგრძნობიარე სეისმოლოგიურ აპარატურას უშვებდნენ
ლეგენდები ეშერის ლაბორატორიასთან დაკავშირებით, რომელიც სოხუმთან, მდინარე გუმისთის მარჯვენა სანაპიროზე იყო განთავსებული, თავიდანვე ვრცელდებოდა, რისი მიზეზი ისიც გახლდათ, რომ ეშერის ლაბორატორია ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამხედრო-საიდუმლო ობიექტს წარმოადგენდა.

ზოგიერთი ჭორი, მართლაც რომ წარმოუდგენლად ფანტასტიკური გახლდათ, თითქოს სწორედ ეშერის ლაბორატორიაში განხორციელებული მიმართული მოქმედების მიწისქვეშა ბირთვული აფეთქებით 1988 წლის დეკემბერში დამნგრეველი სპიტაკის მიწისძვრა გამოიწვიეს სომხეთში...
ამ ნახატებზე გამოსახულია თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ყოფილი საბჭოთა და მათ შორის, ეშერის სეისმოლოგიური ლაბორატორიის მიწისქვეშა შახტა, რომელშიც ზემგრძნობიარე აპარატურა იყო განთავსებული
ეს, რა თქმა უნ
და, აბსოლიტური სისულელე გახლდათ, თუმცა ეშერის ლაბორატორიას მართლაც ჰქონდა პირდაპირი შეხება ბირთვულ აფეთქებებთან, ოღონდ მათი დაფიქსირებისა და რეგისტრაციის სახით.

1992 წლისათვის, როდესაც აფხაზეთის ომი დაიწყო, დაშლილი საბჭოთა კავშირიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მე-12 სამმართველოს ბირთვულ იარაღთან ერთად, მემკვიდრეობით დარჩა ორ ათეულამდე სხვადასხვა დანიშნულებისა და ტიპის რადიოსეისმოლოგიური სადგური, რომელთა მართვას ბირთვული აფეთქებების სპეციალური კონტროლის სამსახური ეწეოდა.
ამ სადგურებიდან ერთ-ერთი, კერძოდ კ,ი
24-ე სეისმოლოგიური სადგური სწორედ ეშერაში იყო განთავსებული.

ამ ნახატებზე გამოსახულია თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ყოფილი საბჭოთა და მათ შორის, ეშერის სეისმოლოგიური ლაბორატორიის მიწისქვეშა შახტა, რომელშიც ზემგრძნობიარე აპარატურა იყო განთავსებული

მისი მთავარი მოვალეობა გახლდათ მონიტორინგი გაეწია ნატოს სამხრეთი ფლანგისთვის ევროპაში, ასევე აფრიკის ჩრდილოეთით და ახლო აღმოსავლეთით იმ შემთხვევისთვის, თუკი სადმე იქ მიწისქვეშა საიდუმლო ბირთვულ გამოცდას ჩაატარებდნენ.

ამის განსასაზღვრელად კი ზემგრძნობიარე სეისმოგრაფები და სხვა სპეციალური აპარატურა გამოიყენებოდა, რისთვისაც ეშერის ქვეშ, სავარაუდოდ, 40 მ-ის სიღრმის ვერტიკალური შახტა იყო გაჭრილი.

ამ ნახატებზე გამოსახულია თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ყოფილი საბჭოთა და მათ შორის, ეშერის სეისმოლოგიური ლაბორატორიის მიწისქვეშა შახტა, რომელშიც ზემგრძნობიარე აპარატურა იყო განთავსებული
აქ წამოდგენილი ნახატები იმ გაუქმებულ რადიოსეისმოლოგიურ სადგურს ეკუთვნის, რომელიც რუსეთში, ხაბაროვსკის მხარეშია, თუმცა დიდი ალბათობით ასეთივე ტიპიური შახტა უნდა ჰქონოდა ეშერის ანალოგიურ სეისმოლოგიურ სადგურსაც...

ამ ნახატებზე გამოსახულია თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ყოფილი საბჭოთა და მათ შორის, ეშერის სეისმოლოგიური ლაბორატორიის მიწისქვეშა შახტა, რომელშიც ზემგრძნობიარე აპარატურა იყო განთავსებული

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
მკითხველის კომენტარი (5)
grisho
18 ივნისი 2019 07:05
ეშერის ლაბორატორიაზე კაი.. მაგრამ ლუგარის ლაბორატორია რომ ჯოჯოხეთიდან მოვლენილი ქაჯების სა სახურია ეს სადავოა?? მაშინ კეთილი ინებოს ამის მთქმელმა და წაიკითხოს აშშ-ს 20-30 წლის წინანდელი და 50 წლის წინანდელი დოკუმენტები რომლებსაც გრიფით საიდუმლო მოხსნილი აქვთ.. რას აკეთებდნენ ჯერ თავიანთ ქვეყანაში, მერე კნადაში, შემდგომ აფრიკაში და პაკისტანში, ვიეტნამში.. ყველა ქვეყანაში სანამ გასკდებოდა მათი საქმე, საკუთარი ქვეყნიდან დაწყებული და საქართველოთი დამთავრებული.. უი ბოდიში ქართთულად ეს დოკუმენტები არავის უთარგმნია?? ხოოდა მაშინ წაიკითხეთ ინგლისურად ან რუსულად.. თქვენ ოღონდ წაიკითხეთ..
ლაშას
15 ივნისი 2019 13:54
იქ იყო,არის და იქნება საიდუმლო სეისმური ლაბორატორია,რომელიც დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროში ატომური იარაღის გამოცდის ადგილს და სიმძლავრეს აფიქსირებდა და აფიქსირებს ეხლაც. არის ზემკაცრად გასაიდუმლოებული. გაიხსენეთ შევარდნაძის გამოთქმა ქართულ-აფხაზური ომის დროს ''რუსეთს შეუძლია საქართველო დათმოს,მაგრამ ბაბუშერას ლაბორატორიას არასგზით არ დათმობსო''.ჩვეულებრივ მოქალაქეებს მასზე ინფორმაციის წვდომა არ ქონდათ და არა აქვთ.,არათუ გადაშალო წიგნი და მოიძიო ღიად ინფორმაცია. ''გაუნათლებელი მასა''თქვენს მიერ არაკორექტული გამონათქვამია. სანამ იარსებებს უშიშროება იარსებებს საიდუმლო ობიექტებიც.
ლაშა
12 ივნისი 2019 13:41
არც არაფერი არ იყო, ჩვეულებივი რიგითი საბჭოთა სეისმოლოგიური ლაბორატორია იყო, უბრალოდ გაუანთლებელი მასისთვის იყო რაღაც კოსმოსი, როგორც ლუგარის ლაბორატორიაში გამოჰყავთ კაციჭამიები და ფაროსნები, ისევე შეეძლო მაგ ლაბორატორიას, სადმე მიწისძვირს გამოწვევა ან რაიმე მსგავსი, პრობლემა ის კი არაა ეშერას ლაბორატოიაში რა იყო, პრობლემა წიგნის გადაშლის უუნარობა და აზროვნების დეფიციტია
იკა
11 ივნისი 2019 07:56
მიწისძვრის გამოწვევა შესაძლებელია აფეთქებების რეზონანსით. სკოლაში გვასწავლიდნენ.
ss
10 ივნისი 2019 15:03
რა იყო არ4 ვიცი, მაგრამ ერთმა შემთ^ხვევით დახედა საიდულო ლაბორატორიის ხელფასებს, რაც 5 ათასიდან 15 ათასამდე იყო.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები