ანაკლიის პორტს 100-ათასტონიანი წყალწყვის ატომური ავიამზიდის მიღებაც შეეძლება - პორტი სავაჭროდაც და საომრადაც?!
12-06-2019
ანაკლიის პორტს 100-ათასტონიანი წყალწყვის ატომური ავიამზიდის მიღებაც შეეძლება - პორტი სავაჭროდაც და საომრადაც?!
რატომ არის დაინტერესებული აშშ საქართველოში ანაკლიის პორტის აშენებით ასე ძლიერ?

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ 11 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე იმედი გამოთქვა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას საფრთხე არ შეექმნება და აღნიშნა, რომ "პორტის პროექტი თავიდან აარიდებს საქართველოს რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკის ზეგავლენას, ვინაიდან მათ არ აქვთ კეთილი სურვილები მთელი გულით".

ის, რომ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პირი ასე ღიად ინტერესდება
ერთი შეხედვით, მეტწილად კერძო კომერციული პროექტის აუცილებელი და სასწრაფო განხორციელებით, ბევრ კითხვას აღძრავს...

ამ კითხვებს შორის მთავარი კი ალბათ შემდეგია-მომავალ ანაკლიის პორტს მარტო სავაჭრო ფუნქციები როდი დაეკისრება, სავარაუდოდ, მან მნიშვნელოვანი დატვირთვა უნდა მიიღოს რეგიონში უსაფრთხოების გასამტკიცებლადაც...

სატრანსპორტო კომუნიკაციების განვითარება დიდწილად განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერეს. თუ
საავტომობილო და სარკინიგზო გზები გამტარიანობით ფასდება, აეროდრომების დონე კი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძითა და ბეტონის საფრის სისქით, საზღვაო პორტები ნავმისადგომების სიგრძითა და რაოდენობით ფასობს. ასევე მნიშვნელოვანია, რამდენად ღრმაა ნავმისადგომთან ზღვის სიღრმე.

საქართველოს დღეისთვის ორი საზღვაო პორტიღა დარჩა ბათუმსა და ფოთში, მაგრამ მათი სიღრმეები მხოლოდ ათ მეტრამდეა, რაც
არ კმარა როგორც დიდი წყალწყვის საოკეანე ტანკერებისა და მშრალტვირთმზიდი გემების ნავმისადგომებთან მისაღებად, ისე კრეისერის ტიპის სამხედრო ხომალდების მომსახურებისთვის.

ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობისას დაანონსდა, რომ ნავმისადგომებთან ზღვის სიღრმემ შეიძლება 20 მეტრსაც მიაღწიოს, რაც ყოველგვარ შეზღუდვას მოუხსნის ნებისმიერი წყალწყვის მცურავ საშუალებას, თვით 100 - ათასტონიან წყალწყვის ატომურ
ავიამზიდსაც კი, რომელიც წყალში 12 მეტრითაა ჩასული.

თუმცა მონტროს კონვენციის თანახმად, თურქეთი შავ ზღვაში ატომურს კი არა, ჩვეულებრივძრავიან ავიამზიდებსაც არ შემოუშვებს, მაგრამ, მეორე მხრივ, კრეისერის ტიპის ხომალდები, რომელთა წყალშიგი (იგივე ჩაჯდომა) 9-10 მეტრია, ანაკლიის პორტში როგორც თევზი წყალში, ისე იგრძნობენ თავს.

რა თქმა უნდა, ანაკლიის პორტი შენდება როგორც დიდი სავაჭრო ჰაბი, მაგრამ ნებისმიერ სატრანსპორტო კომუნიკაციას ორმაგი დანიშნულება აქვს: როგორც სამოქალაქო ტვირთბრუნვა, ისე სამხედრო ტვირთების გატარება აუცილებლობის შემთხვევაში.
შავი ზღვის აკვატორიაში ბოლო დროს დიდი ცვლილებებია: ჯერ რუსეთმა გადააიარაღა თავისი შავი ზღვის ფლოტი, ახლა კი ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმაც დაიწყო ფიქრი შავ ზღვაში საკუთარი ინტერესების გაძლიერებაზე.

საქართველოს ნატოსთან დაახლოება შავ ზღვაში სწორედ ქართული პორტების აქტიურ გამოყენებას გულისხმობს, მაგალითად, ქართულ პოლიგონებზე საერთაშორისო სამხედრო სწავლებების ჩატარებისთვის საჭირო საბრძოლო ტექნიკის საზღვაო ბორნებიდან ნავმისადგომებზე გადმოტვირთვას. თუ ამ საქმეში ფოთისა და ბათუმის პორტებს მალე მხარში ანაკლიის ბევრად ღრმაწყლოვანი ახალი პორტიც შეემატება, ამაში ცუდი არაფერია.

მაგრამ ის, რაც ჩვენთვისაა კარგი, ცუდია რუსეთისა და თურქეთისთვისაც კი: მოსკოვს ხელს არ აძლევს საქართველოს, როგორც ეკონომიკური განვითარება, ისე ნატოს სამხედრო ხომალდების ხშირი შემოსვლა ქართულ პორტებში, თურქეთს კი ანაკლიის პორტმა შეიძლება კლიენტები წაართვას და კონკურენცია გაუწიოს თურქულ პორტებს.

თუმცა გასათვალისწინებელია ერთი ძალიან სერიოზული პრობლემა თუ რეალური საფრთხეც: ანაკლიის პორტის აშენება ხდება ოკუპირებული აფხაზეთის ყურის ძირში, იქ, სადაც რუსი სამხედროები თავს როგორც საკუთარ სახლში ისე გრძნობენ. გამორიცხავს ვინმე, რომ პროვოკაციის მიზნით ოკუპირებული ტერიტორიიდან ნაღმსატყორცნის ნაღმი ანაკლიის პორტში ჩამომდგარ უზარმაზარ ტანკერს არ ესროლონ, რომელიც ათასობით ტონა ნავთობით იქნება დატვირთული?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
მალხაზი
17 ივნისი 2019 15:43
რუსი ფოთს და ბათუმს ვერ წვდება ხომ,დასაბომბად?....
Natalya
14 ივნისი 2019 10:48
Amerikas ra ketili survilebi aqvs chven Saqatvelos mimart???an ra gauketa am clebshi??
andro
13 ივნისი 2019 16:06
რუსების თანხმობის გარეშე ეს პორტი არ აშენდება და თუ შენდება უკვე ე.ი რაღაცა დავთმეთ .............. ასე რო, , ამ პორტით დიდი რაღაცა არის დათმობილი

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები