ჩერნობილის ატომური სადგურის მოსანახულებლად... ჩელიაბინსკში?! - როგორ მოატყუა ჩინელმა გიდმა ტურისტები
ჩერნობილის ატომური სადგურის მოსანახულებლად... ჩელიაბინსკში?! - როგორ მოატყუა ჩინელმა გიდმა ტურისტები
ამერიკულ-ბრიტანულმა ტელესერიალმა "ჩერნობილი", მსოფლიოში ხელახლა გააღვიძა დიდი ინტერესი 1986 წლის 26 აპრილს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ენერგობლოკზე მომხდარი საშინელი კატასტროფის მიმართ.
შესაბამისად, გაიზარდა, როგორც ორგანიზებული ტურისტების, ისე სტალკერების რიცხვი, რომლებსაც ქალაქ პრიპიატისა და თავად კატასტროფაგანცდილი ატომური ელექტროსადგურის დათვალიერება სურთ.

როგორც მოსალოდნელი იყო, ასევე იმატა "გადამგდები" ექსკურსია მძოლების რიცხვმაც, რომლებიც ფულის აღების შემდეგ, ბედის ანაბარად ტოვებენ ჩერნობილის ზონასთან თავმოყრილ ტურისტთა ჯგუფებს, მაგრამ ის რაც გააკეთა ერთ-ერთი ჩინური ტურისტული ფირმის დირექტორმა, ყველაზე თაღლით
უკრაინელ გიდსაც კი არ დაესიზმრებოდა...
ჩერნობილის აფეთქებულ მეოთხე ატომურ ენერგობლოკზე გადაფარებული ახალი დამცავი სარკოფაგი
ჩინეთის ენერგეტიკის მინისტრმა ლა მინდუნმა დრო გამონახა და საოჯახო ექსტრემალური ტური შეიძინა ჩერნობილის ზონის მოსანახულებლად. ადგილზე ჩასვლისას კი გაკვირვებული უსმენდა თანამემამულე გიდის ახსნას, რომ ჩერნობილში დროთა განმავლობაში ყველაფერი გამოსწორ
და და ადამიანები დაბრუნდნენ. ჩინელი მინისტრი 80-ანი წლების ბოლოს ნამყოფი იყო ჩერნობილში და მიხვდა, რომ მას, მის ოჯახსა და სხვა ტურისტებს უბრალოდ ატყუებდნენ - ისინი უკრაინის ჩერნობილის ნაცვლად... რუსეთის ჩელიაბინსკში ჩაუყვანიათ.
სამშობლოში დაბრუნებულმა მინისტრმა იჩივლა, რის შემდეგადაც დააკავეს ტურისტული ფირმის დირექტორი, რომელიც თურმე მანამდე დიდი ხანია ჩერნობილის ნახვის მსურველ ჩინელ ტურისტებს რუსეთის ინდუსტრიალურ ქალაქ ჩელიაბინსკში აგზავნიდა და ასეთი მოტყუებით, საკმაო მოგებას ნახულობდა.
ჩელიაბინსკში მეტეორიტის ჩამოვარდნის მომენტი
ყველაზე საოცარი კი ის გახლავთ, რომ მანამდე არცერთ ჩინელ ტურისტს ეჭვიც არ გასჩენია, რომ მათ ასე მწარედ ატყუებდნენ.
ამ ინფორმაციის ფართოდ გავრცელების შემდეგ, თავად ჩელიბინსკელები სოციალურ ქსელებში მწარედ ხუმრობენ - ჩინელი ტურისტების მოტყუებას რა უნდოდა, ჩელიაბინსკი თავისი ქარხნებით ისე აბინძურებს ქალაქს, რომ რადიაციული ფონით უკვე ჩერნობილისას ვუახლოვდებითო...
ჩელიაბინსკთან ჩამოვარდნილი მეტეორიტის ფრაგმენტი
ჩინური ტურფირმის დირექტორს ლია გაომინგს ათი წელი მიუსაჯეს თაღლითობისთვის, არადა, მას ჩელიაბინსკში ჩაყვანილი ჩინელი ტურისტებისთვის ჩერნობილზე არანაკლებ საინტერესო სანახაობა შეეძლო შეეთავაზებინა- 2013 წლის 15 თებერვალს ჩელიაბინსკთან მეტეორიტი ჩამოვარდა, რომელიც დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლამდე და აფეთქებამდე 13 ათასს ტონამდე იწონიდა (არადა თავად მეტეორიტის სიგრძე ოცი მეტრიც არ იყო). მეტეორიტის 30 კმ-ის სიმაღლეზე ჰაერში დაშლისას წარმოქმნილმა დამრტყმელმა ტალღებმა ჩელიაბინსკი ფანჯრების გარეშე დატოვა, რასაც, არანაკლებ ორი ათასი ადამაინის დაშავება მოჰყვა.

ჩერნობილის ზონის მონახულების მსურველები საქართველოშიც არანაკლებია (თუგინდ ამ ბლოკის ავტორის ჩათვლითაც), მაგრამ იმედია ჩვენებურებს მიამიტი ჩინელი ტურისტებივით ვერავინ გააცურებს...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
lali
03 ივლისი 2019 15:41
რატომ უნდა მოუნდეს ნორმალურ ადამიანს ამ საშინელი ადგილის ნახვა რომელიც ჯანმრთელობისთვის საზიანოა ეს ხალხი მთლად გაგიჯდა და გადაირია. ან რა არის სანახავი დანგრეული გაპარტახებული ქალაქი დასხივების საშიშროებით.
tngh
20 ივნისი 2019 12:14
სად ჩერნობილი, და სად ჩელიაბინსკი... თუმცა იქაც არა ნაკლები კატასტროფაა რადიაციული დაბინძურების მხრივ...
ვაი თქვენს პატრონს
20 ივნისი 2019 10:16
და მანამდე ერთს არ გასჩენია კითხვა რუსეთში რატო მივდივართ უკრაინის მაგივრადო, ხო? თუ მარშუტკებთ დადიან და ტრაფარეტი შეუცვალეს/

რუბრიკის სხვა სიახლეები