როდის აფეთქდება "მიძინებული" რუსული ბომბები?
როდის აფეთქდება "მიძინებული" რუსული ბომბები?
აგვისტოს ომის დროს რუსეთის საბრძოლო ავიაციის მიერ საქართვლოს ტერიტორიაზე ჩამოყრილი საავიაციო ბომბების ნაწილი არ აფეთქდა, მიწაში ღრმად ჩაეფლო და ნებისმიერ დროს შეიძლება "გაიღვიძოს"...

23 ივნისის ღამეს  პატარა გერმანული ქალაქის ლიმბურგ-ან-დერ-ლანის მაცხოვრებლები გამაყრუებელი აფეთქების ხმამ წამოყარა საწოლებიდან, ხოლო სეისმოგრაფმა კი 1,7 ბალის ინტენსიურობის მიწისძვრა დააფიქსირა...

დილით პოლიციამ ქალაქის სიახლოვეს, სიმინდის ყანაში 10 მეტრი დიამეტრისა და 4 მეტრი სიღრმის ახლად გაჩენილი კრატერი აღმოაჩინა.
ადგილობრივი ექსპერტების განცხადებით ეს კრატერი არანაკლებ 250 კგ კალიბრის
საავიციო ბომბის აფეთქებამ წარმოქმნა.

რა მოხდა, გერმანელებს ხომ დღეს საბედნიეროდ არავინ ბომბავს?

ეს იყო მეორე მსოფლიო ომის დანატოვარი "საჩუქარი" - შენელებული მოქმედების ქიმიური ამფეთქით აღჭურვილი ამერიკული ან ბრიტანული საავიაციო ბომბი, რომელმაც ჩამოგდებიდან 74 წლის შემდეგ "გამოიღვიძა".

გერმანელებისთვის ეს პირველი შემთხვევა არ არის, რადგან მეორე მსოფლიო
ომის დროინდელ ჭურვებსა და ბომბებს თითქმის ყოველკვირა პოულობენ და აუვნებელყოფენ.
 აფეთქების ადგილას 10 მ დიამეტრისა და 4 მ სიღრმის კრატერი წარმოიქმნა
ჩვენი საქართველოსთვის კი პრობლემა შეიძლება მალე დაიწყოს, რადგან აუფეთქებელი საავიციო ბომბები, სამწუხაროდ, ქართული მიწის სიღრმეშიც ელოდება "გამოღვიძებას".

2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის საბრძოლო ავიაციამ ქართულ მიწას ოთხი ათასმდე სხვადასხვა კალიბრის ბომბი დააყარა და რაკეტა ესროლა.

საავიცო ბომბების ნაწილი არ აფეთქდა და მიწაში ორ-სამ მეტრზე ჩავიდა. ყველა ასეთი აღმჩენილი აუფეთქებელი ბომბი შემდგომ ქართველმა მენაღმეებმა სიცოცხლის დიდი რისკის ქვეშ გაუვნებელყვეს, რისთვისაც ხელით თხრიდნენ ორმოს მიწაში ჩასული საავიციო ბომბის სტაბილიზატორამდე, ათავსებდნენ მასზე 70 კგ-მდე ტროტილს და უხიფათო ადგილიდან დისტანციურად აფეთქებდნენ.
მაგრამ ყველა რუსული აუფეთქებელი საავიაციო ბომბი ნაპოვნი ვერ იქნა, განსაკუთრებიით სენაკის აეროდრომთან ჭაობიან ნიადგში, ასევე კოპიტნარის აეროპორტის მიდამოებშიც.
აგვისტოს ომის დროს ნასროლი, ერთ-ერთი აუფეთქებელი რუსული 'ურაგანის' რაკეტა ქართულ მიწაში, რომელსაც გაუსავნებელსაყოფად ტროტილის კოჭები დაადეს
ასე, რომ გამორიცხული არ არის, რომელიმე რუსულმა ასეთმა აუფეთქებელმა და "მიძინებულმა" საავიციო ბომბმა საშიში "სიურპრიზი" ქართველებსაც მოგვიწყოს...

P.S. ამ ბლოგის ავტორი აგვისტოს ომიდან ერთ თვეში მენაღმეებთან ერთად განაღმვით ოპერაციებში მონაწილეობდა შიდა ქართლის ტერიტორიაზე და ერთი-ორი ადგილი ეეჭვება, სადაც აუფეთქებელმა რუსულმა საავიაციო ბომბებმა "მიიძინეს"...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
IRAKLI
28 ივნისი 2019 15:33
არა უშავს, მართლმადიდებლური ბომბებია, ძმების საჩუქარი

რუბრიკის სხვა სიახლეები