მსოფლიო ომის აჩრდილი ჩვენ სიახლოვეს...
30-06-2019
მსოფლიო ომის აჩრდილი ჩვენ სიახლოვეს...
ფოტო:120 მლნ დოლარიანი ამერიკული უპილოტო "ტრიტონი" ირანელი მეზენიტეების "ლუკმა" გახდა, რამაც კინაღამ მესამე მსოფლიო ომის დაწყება განაპირობა...
ირან-ამერიკის მორიგი შეიარაღებული ინცინდენტი უკვე შეიძლება საბრძოლო მოქმედებების დაწყებაში გადაიზარდოს...

მაშინ, როდესაც მთელი საქართველო, თბილისში, პარლამენტის წინ მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებს განიხილავდა, მსოფლიო კინაღამ ახალი დიდი ომის დაწყების საფრთხის წინაშე დადგა...

20 ივნისს ორმუზის ყურის თავზე ირანის საზენიტო რაკეტამ ჩამოაგდო აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და გასაიდუმლოებული უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავის RQ-4 Global Hawk -ის საზღვაო ვარიანტი MQ-4C Triton-ი.
თუ გავითვალისწინებთ, რომ 1965 წლის 2 და 4 აგვისტოს ტონკინის ყურეში მომხდარი საზღვაო ინცინდენტები
მალევე აშშ-ვიეტნამის შვიდწლიან სისხლისმღვრელ ომში გადაიზარდა, ძალინ დიდი შანსი არსებობდა, რომ თეთრი სახლი არაფრით აპატიებდა ირანელებს მსოფლიოში ყველაზე დიდი და საუკეთესო უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავის ჩამოგდებას, რომელიც თავად ვაშინგტონის მტკიცებით, ამასთან, ნეიტრალური წყლების თავზე მიფრინავდა.

საქმე მართლაც საპასუხო საჰაერო დარტყმებამდე მიდიოდა და ამერიკული საგემბანო ავიაცია და
ასევე ფრთოსანი რაკეტები უკვე დამიზნებული იყვნენ ირანის საზენიტო-სარაკეტო ბატარეების გასანადგურებლად, თუმცა ოპერციის დაწყებამდე ათი წუთით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკან დაიხია და ოპერაციის განხორციელება შეაჩერა, იმ მოტივით, რომ შეიძლება 150-მდე ადამიანი დაღუპულიყო...

საჰაერო წერტილოვანი დარტყმები დიდი სიზუსტით სრულდება, თუმცა მცირე მსხვერპლი შეიძლება მასაც მოჰყვეს, მაგრამ ამის შიშით დღემდე პენტაგონს უარი არ უთქვამს ლოკალიზებული სამხედრო ოპერაციის განხორციელებაზე, მითუმეტეს თუკი საქმე შურისძიებას ეხება.
პრეზიდენტ ტრამპის ამ კონკრეტულმა გადაწყვეტილებამ შეიძლება ამერიკელი გენერლების ჩუმი გულისწყრომა გამოიწვია, თუმცა ფაქტია, რომ მსოფლიო შეიძლება ახალი დიდი ომის დაწყებას გადაურჩა.

ირანი არც ერაყია და არ სირია, რომელთა ცაშიც ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავები და უპილოტო მზვერავები არხეინად დაფრინავენ. რუსეთისა და ჩინეთის დახმარებით ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემა ანგარიშგასაწევი ძალა გახდა, რისი აუცილებლად გათვალისწინება მოუწევთ, როგორც ამერიკელ, ისე ისრაელის სამხედრო მფრინავებს.

სხვათა შორის, ეს უკვე მეორე თანამედროვე ამერიკული უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავია, რომელიც ირანელმა მეზენიტეებმა ციდან "ჩამოხსნეს".

2011 წლის 4 დეკემბერს, ავღანეთ-ირანის საზღვრის თავზე მფრენი ამერიკული უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავი RQ-170 Sentinel-ი რადიოლოკატორების ეკრანებიდან გაქრა და რამდენიმე დღეში უკვე ირანის ტელევიზიის ვიდეოკამერების "ალყაში" აღმოჩნდა-იმ დროისთვის ულტრათანამედროვე უპილოტო სადაზვერვო საშუალება ირანელმა სამხედროებმა ჩაიგდეს ხელში...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
bela
30 ივლისი 2019 01:59
დიდი პოლიტიკოსი არ გახლავართ მაგრამ, როდესაც თურქეთში მოვხვდი, ეს მიმოსვლის პირველ წლეებში მოხდა, ცუდად მენიშნა ამ ქვეყანასთან გახსნილი საზღვარი და სამსახურში უკმაყოფილოდ აღვნიშნე ჩემი აზრი ,, რას ამბობ მე-20 საუკუნეში რა დროს ეგ არის, ვინ გაბედავს ჩვენი სახელმწიფო ინტერესების შელახვას, რა დროს ეგ არისო,, და აა ბატონო! აგიხდეს ყველაფერი კარგი ლამის სახლებიდან გამოგყარონ და ვინ იცის რა იქნება უახლოეს 20 წელიწადში.....ამიტომ არის აუცილებელი პოლიტიკაში ნამდვილი პროფესიონალების მოსვლა და არა მოხალისეებისა და კარიერისტების, მატერიალური კეთილდეობის მაძიებლებით შევსება... დიახ ასეა და უკეთესს ჯერ ვერ ვხედავ..... გთხოვთ! ნუ დამბლოკავთ..
გიგა
12 ივლისი 2019 20:45
ნეტა ქართულ არმიას როდის ექნება მძლავრი საჰაერო თავდაცვის საშუალებები
ზაზა
03 ივლისი 2019 08:47
სანამ დროა და ამ ეპოქის შესაძლებლობა ირანი უნდა განადგურდეს და ზედ თურქეთიც მიყვეს

რედაქტორის რჩევით
თვის კითხვადი სტატიები