რუსი ტურისტების ნაცვლად საქართველოში რუსი პოლკოვნიკები მორბიან - ვინ არის ნატალია რაზუმნაია?
03-07-2019
რუსი ტურისტების ნაცვლად საქართველოში რუსი პოლკოვნიკები მორბიან - ვინ არის ნატალია რაზუმნაია?
ფოტო:ნატალია რაზუმნაია
პოლიციის პოლკოვნიკის მიერ თავშესაფრად საქართველოს არჩევა რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდის მანქანისთვის სერიოზულ დარტყმად იქცა...

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მორიგი "დასჯის" მიზნით აკრძალა რუსეთიდან პირდაპირი ავიარეისების შესრულება საქართველოს მიმართულებით, რათა თავისსავე, რუს ტურისტებს გაუძნელდეთ ჩვენთან დასვენება და შესაბამისად, ქართულმა ეკონომიკამაც მნიშვნელოვანი დარტყმა მიიღოს.

ყოველივე ამის ფონზე, როდესაც პუტინის ფარული ბრძანებით მთელი რუსული ოფიციალური თუ კერძო მასმედიის საშუალებები ყველაფერი ქართულის ლანძღვა-გინებაში არიან გადასულნი, ერთი მოულოდნელი ფაქტი მოხდა - დონის როსტოვის პოლიცია გამწარებული
ეძებს რუსეთის მოქალაქე ნატალია რაზუმნაიას, რომელმაც ორიოდე დღის წინ რუსეთ-საქართველოს საზღვარი ოფიციალურად გადმოკვეთა და ამჟამად ჩვენს ქვეყანაში უნდა იმყოფებოდეს.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ გაშმაგებას კი ის გარემოება იწვევს, რომ 38 წლის ნატალია რაზუმნაია არც მეტი და არც ნაკლები, თავად რუსეთის პოლიციის თანამშრომელია და თანაც...
პოლკოვნიკის ჩინით!

ბოლო რვა წლის განმავლობაში ჯერ მაიორი, შემდეგ პოდპოლკოვნიკი და ბოლოს პოლკოვნიკი ნატალია რაზუმნაია დონის როსტოვის პროლეტარიატის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილების გამოძიების ქვეგანყოფილებას ხელმძღვანელობდა.
ნატალია რაზუმნაია პოლიციელ თანამშრომლებთან ერთად
რუსეთის შსს-მ მასზე, როგორც  რუსეთის მასშტაბით, ისე საერთაშორისო დონის ძებნა გამოაცხადა თაღლითობაში ეჭვმიტანილის სტატუსით.

ვერ გეტყვით, რამდენად დამნაშავეა ეს რუსი პოლიციის პოლკოვნიკი, მაგრამ მისსავე "ინსტაგრამზე" დადებული ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, საკმაოდ ეფექურად გამოიყურება და ძალინ გაუჭირდება შეუმჩნეველი დარჩეს, მით უმეტეს საქართველოში...

ისე კი, რუსეთის ფედერაციის სამხედრო მოსამსახურეებსა და პოლიციის თანამშრომლებს, საიდუმლო ბრძანების თანახმად, სასტიკად აკრძალული აქვთ შვებულება საქართველოში გაატარონ, თუმცა ოკუპირებულ აფხაზეთში უპრობლემოდ უშვებენ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც დონის როსტოვიდან პოლიციელები გარბიან და თავს სხვა ქვეყანას აფარებენ - აპრილში ამ ქალაქიდან ორი რუსი პოლიციელი უკრაინაში გადავიდა და თავშესაფარი ითხოვა იმ მიზეზით, რომ მათ სამშობლოში ცრუ ბრალდებები წაუყენეს და დაჭერას უპირებდნენ.

"ჩვენმა" გმირმა ნატალია რაზუმნაიამაც შეიძლება საქართველოს ხელისუფლებას სთხოვოს თავშესაფარი, მაგრამ წავა კი ოფიციალური თბილისი კრემლთან დამატებით დაპირისპირებაზე?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
17 ივლისი 2019 06:50
თავშესაფრები ჩვენ ხალხს მივცეთ ჯობია
ირაკლი ქუთაისელი
07 ივლისი 2019 08:22
და ძებნილმა რა უნდა დაზვეროს იმნაირი ისედაც რომ არ იცოდნენ?
voot.
04 ივლისი 2019 10:33
ორი ვარსკვლავი - პოდპოლკოვნიკია. პოლკოვნიკი სამ ვარსკვლავიანია.

რედაქტორის რჩევით
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?