30 წლის წინანდელი ტრაგედია მსოფლიოს შეიძლება ახალ, წყალქვეშა ჩერნობილად მოევლინოს...
30 წლის წინანდელი ტრაგედია მსოფლიოს შეიძლება ახალ, წყალქვეშა ჩერნობილად მოევლინოს...
რადიაციის დონე 800 ათასჯერ(!) აღემატება დასაშვებს - ნორვეგიელი მეცნიერების ეს დასკვნა მას შემდეგ დაიდო, რაც მათ ნორვეგიის ზღვაში, 1 680 მეტრ სიღრმეში ჩაძირული საბჭოთა ატომური წყალქვეშა ნავის "კომსომოლეცის" რადიაციული მონიტორინგი განახორციელეს.
მსოფლიოში ყველაზე ღრმად ჩამყვინთავი (1 027 მეტრი) ატომური წყალქვეშა ნავის "კომსომოლეცის" ტრაგედია მჭიდროდ უკავშირდება ჩვენს თანამემამულეს, უფროსს მატროსს ნოდარი ბუხნიკაშვილს, რომელიც ამ გასაიდუმლოებულ ატომურ წყალქვეშა ნავზე სამწლიან სავალდებულო სამსახურს ამთავრებდა...

ხანძარი "კომსომოლეცის" მეშვიდე ნაკვეთურში გაჩნდა, სადაც ნოდარ ბუხნიკაშვილი მარტო
იმყოფებოდა და ამ ტრაგედიის პირველი მსხვერპლიც, სამწუხაროდ, სწორედ ის გახდა. სულ კატასტროფას ეკიპაჟის 69 წევრიდან 42 შეეწირა.
ნოდარ ბუხნიკაშვილი

მაგრამ ის ფაქტი, რომ შორეულ ნორვეგიის ზღვაში საქართველოს შვილი ასე ტრაგიკულად დაიღუპა, მაშინდელ საქართველოში თითქმის შეუმჩნეველი დარჩა, რადგან ორიოდე დღეში ქვეყანაში 9 აპრილის ტრაგედია დატრიალდა...

ჩაძირულ "კომსომოლეცზე" 190
მეგავატი სიმძლავრის ატომური რეაქტორი და 6 კგ პლუტონიუმის შემცველი ორი ბირთვულქობინიანი ტორპედო დარჩა.

ეჭვგარეშეა, რომ სამი ათეული წლის გავლის შემდეგ, კილომეტრნახევარზე ღრმად ჩაძირული "კომსომოლეცის" სიახლოვეს ასეთი უზარმაზარი რადიაციული გამოსხივება (ცეზიუმ-137) სწორედ ამ რეაქტორისა და ბირთვულქობინიანი ტორპედოების "დამსახურება" უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ეკიპაჟმა "კომსომოლეცის" ატომური რეაქტორის გაჩერება და "ჩაქრობა" მის ჩაძირვამდე მოასწრო. გავლილ პერიოდში ატომური რეაქტორისა და ბირთვულქობინიანი ტორპედოების დამცავი ფარები, სავარაუდოდ, ზღვის მარილიანმა წყალმა "გამოღრღნა" და რადიაქტიური იზოტოპები ზღვაში "თავისუფალ ცურვაში" გაუშვა...

დასაშვებ ნორმას თითქმის მილიონჯერ აღემატებული რადიაციის ფონი "კომსომოლეცს" წყალქვეშა ჩერნობილად აქცევს - მართალია, ჩაძირული "კომსომოლეცის" ატომურ რექტორსა და ბირთვულქობინიან ტორპედოებს აფეთქება არ ემუქრებათ, მაგრამ ისინი თავიანთი რადიაქტიური იზოტოპებით დროთა განმავლობაში დაასნევობენ ნორვეგიის ზღვის ბინადართ და მათ შორის საქვეყნოდ ცნობილ ნორვეგიულ ქაშაყს, მომატებული რადიაციის მქონე თევზის მირთმევა კი არც ადამიანებისთვის უნდა იყოს მთლად სასარგებლო...


იხილეთ წყალქვეშ გადაღებული ვიდეო - 1 680 მეტრზე ჩაძირული "კომსომოლეცი" დამთრგუნველად გამოიყურება...
გიორგი. გთხოვთ არ დამბლოკოთ.
22 ივლისი 2019 09:35
ეს მარტო რუსეთის ბრალი არ არის, ეს ამერიკის ბრალიცაა, რომ ერთმანეთს ეჯიბრებიან, გამალებულ შეიარაღებაში.
zaza
18 ივლისი 2019 11:35
ყველა უბედურების უკან რუსეთი უნდა იდგეს!?
ნინო
16 ივლისი 2019 18:50
ამ რადიაციამ შეიძლება ისეთი ურჩხულები წარმოქმნას,ფანტასტიკურ ფილმებში ან ზღაპრებში რომ არიან.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები