5 წელი "ბოინგის" ჩამოგდებიდან და დაუსჯელი კრემლი
17-07-2019
5 წელი "ბოინგის" ჩამოგდებიდან და დაუსჯელი კრემლი
ფოტო:რუსული "ბუკისა" და მალაიზიური "ბოინგის" საბედისწერო "შეხვედრა" უკრაინის ცაში...
ყველაფერი ყველასთვის ცხადია, თუ როგორ ჩამოაგდო რუსულმა "ბუკმა" მალაიზიური "ბოინგი" უკრაინის ცაში, მაგრამ კრემლის დასჯას ვერავინ ბედავს?!

17 ივლისს ხუთი წელი სრულდება იმ საშინელი ტრაგედიიდან, როდესაც უკრაინის ცაში სამგზავრო "ბოინგის" ჩამოგდებას 298 უდანაშულო ადამინის სიცოცხლო შეეწირა.

ყველაფერი უკვე გარკვეულია - ვინ, როდის და რით ჩამოგდო სამგზავრო "ბოინგი". ამისთვის გაერთიანებულმა საგამოძიებო ჯგუფმა, რომელშიც ასი გამომძიებელი და ორასამდე ექსპერტი შედის, ხუთი წლის განმავლობაში ჩამოგდებული "ბოინგის" 1 448 ფრაგმენტი შეაგროვა, ნახევარ მილიონამდე ფოტო
და ვიდეო მასალა, მათ შორის, ინტერნეტში მოპოვებული, გაანალიზა, 60-ჯერ მიიღო სხვადასხვა ქვეყნების დაზვერვის სამსახურების კონფიდენციალური ინფორმაციები, დაკითხა 200-მდე მოწმე, გაშიფრა 150 ათასამდე სატელეფონო საუბარი...

გამოძიებამ მართლაც, რომ კოლოსალური სამუშაო გაწია იმის დასადგენად, რაც ჩვენ, ჯერ კიდევ 2014 წლის 21 ივლისის "კვირის პალიტრაში", ანუ ტრაგედიიდან ოთხ
დღეში დავწერეთ - მალაიზიური "ბოინგი" უკრაინის ცაში რუსეთიდან მალულად შეტანილი "ბუკის" საზენიტო რაკეტამ შეცდომით იმსხვერპლა, რადგან რუს მეზენიტეებს ეგონათ, რომ უკრაინულ სატრანსპორტო თვითმფრინავს უმიზნებდნენ!

სულაც არ მინდა იმის თქმა, რომ გაერთინებული საგამომძიებლო ჯგუფის ას გამომძიებელსა და ორასს ექსპერტზე უფრო ჭკვიანები ვართ, რადგან იგივე დასკვნის გამოსატანად ხუთი წლის ნაცვლად ხუთი დღეც არ დაგვჭირდა, უბრალოდ ჟურნალისტურ ვერსიას არავითარი სამართლებრივი საფუძვლები არ ამაგრებს, გაერთინებულმა საგამოძიებო ჯგუფმა კი ამ კოლოსალური მოცულობის სამუშაობის ჩატარების შედეგად, წესით არავითარი საშუალება აღარ დაუტოვა კრემლის მესვეურებს თავის დასასაძვრენად.

მაგრამ, მიუხედავად უტყუარი ფაქტებისა, ძალიან ძნელი იქნება, რომ რუსეთის ხელისუფლება აიძულონ აღიაროს მალაიზიური სამგზავრო "ბოინგის" ჩამოგდება, თუნდაც შეცდომით, რადგან ამით კრემლს მოუწევს იმის აღიარებაც, რომ უკრაინას მეხუთე წელია ფარულად ებრძვის ადგილობრივი სეპარატისტებისა და დონბასში მივლინებული, რუსეთის არმიის გადაცმული სამხედროების ხელით...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

amjerad
10 აგვისტო 2019 13:27
ბედი არ გინდა, მანდამაინც ჩვენ მეზობლად დიდი ქვეყნის ველური მთავრობა ზის უფრო სწორად ხალხს აზის და რასაც უნდა იმას მოიმოქმედებს გინდაც ხალხის ხოცვა იყოს გინდა სხვის ტერიტორიების წართმევა.
muamar kadafi-s
18 ივლისი 2019 11:06
და რისი თქმა გინდა ამით?

"доводы комиссии JIT несостоятельны", სიმონიანს, სალავიოვს, კისილიოვს და სკაბაევას ატამზკას უკეთებ თუ რა? )
ადამიანი
18 ივლისი 2019 09:13
ირაკლი, გამახსენდა საბჭოთა კავშირმა სამგზავრო კორეის ბოინგი რომ ჩამოაგდო,ეს მაღი სტიქიაა. ხოლო შემდეგ გერმანელი თინეიჯერი გვარად რუსტი(როგორც მახსოვს) ძლევამოსილ საბჭოთა კავშირში შემოფრინდა და მოსკოვში,კრემლის წინ დაჯდა! :)

რედაქტორის რჩევით