სანამ კალაძე "ესროდა", ოქრუაშვილმა ის ფეხბურთის მოედანზე "ააფეთქა..." - კვირის პალიტრა

სანამ კალაძე "ესროდა", ოქრუაშვილმა ის ფეხბურთის მოედანზე "ააფეთქა..."

კახა კალაძეს მართლა ჰქონდა "ზუბი" ირაკლი ოქრუაშვილზე, სხვა თუ არაფერი, ის ხომ ფეხბურთის მოედანზე მაშინდელი თავდაცვის მინისტრის ბრძანებით... "ააფეთქეს"!

მსოფლიო დონის ფეხბურთელი კახა კალაძე, რომელსაც პლანეტის უდიდეს არენებზე უთამაშია, რას წარმოიდგენდა, რომ მშობლიურ საქართველოში, ფეხბურთის მოედანზე ბურთით წინ გაჭრისას ფეხებთან მიწა აუფეთქდებოდა?!

ეს "ოინი" თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ორფოლოს პოლიგონზე ჩასულ საპატიო სტუმრებს მაშინ მოუწყო, როდესაც ამხანაგური მატჩის ჩატარება შესთავაზა.

აბა, რომელი თამაში ჩაივლიდა კახა კალაძის გარეშე და ეს "ოინიც" სწორედ მისთვის იყო გამზადებული - კალაძეს ფეხქვეშ ნაღმის აფეთქების საიმიტაციო პაკეტი აუფეთქეს და შიშისგან გაოგნებული მოთამაშეები გაოცებული უყურებდნენ თავისივე "ოინით" ძალზე გამხიარებულ თავდაცვის მინისტრ ოქრუაშვილს...

ვითომ, კალაძემ მართლაც გულში ჩაიდო თავდაცვის მინისტრის მიერ მისი "აფეთქება" და როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა, ოქრუაშვილს თავად "ესროლა", როგორც ამას ამტკიცებს თვითონ ოქრუაშვილი?!

ხუმრობა იქით იყოს და ეს აშკარად უფრო ოქრუაშვილის იმ ზღაპრების სერიიდან არის, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ექსმინისტრისგან ლამის ყოველ დღე ვისმენთ...

იხილეთ ასევე:  ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს