ბრეჟნევის რეჟიმიც კი უფრო ჰუმანური აღმოჩნდა, ვიდრე მისი "შთამომავალი" პუტინი - რა აფეთქდა არხანგელსკის ოლქში?
ბრეჟნევის რეჟიმიც კი უფრო ჰუმანური აღმოჩნდა, ვიდრე მისი "შთამომავალი" პუტინი - რა აფეთქდა არხანგელსკის ოლქში?
ფოტო:აფეთქების ადგილას რადიაციული დაცვის კოსტუმებიანი მაშველები გამოჩნდნენ
პუტინის "მფრინავი ჩერნობილი" აფეთქდა?!

კრემლი ცდილობს დამალოს სახიფათო ინციდენტი, რომლის შემდეგ არხანგელსკის ოლქში რადიაციის ფონი დროებით გაიზარდა...

8 აგვისტოს, როდესაც საქართველოში აგვისტოს ომის მე-11 წლისთავს იხსენებდნენ, მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიქცია, რუსეთის არხანგელსკის ოლქის ქალაქ სევეროდვინსკთან მომხდარმა ორმა უმძლავრესმა აფეთქებამ, რომლებიც ვიდეოკადრებზეც დაფიქსირდა. აფეთქებები ქალაქიდან სამ ათეულ კილომეტრში დასახლებულ პუნქტთან, ნენოქსასთან მოხდა, სადაც რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების 45-ე სახელმწიფო ცენტრალური საზღვაო საგამოცდო პოლიგონი მდებარეობს, რომელზეც რუსეთის ფლოტის ყველა ბალისტიკურ, ფრთოსან რაკეტებსა და
სხვა ტიპის შეიარაღების ნიმუშებს ცდიან.
 პოლიგონზე "მფრინავი ჩერნობილის" აფეთქების მომენტი
შესაბამისად, ეს პოლიგონი, ისევე, როგორც ქალაქი სევეროდვინსკი (სადაც რუსული ატომური წყალქვეშა ნავების ბაზაცაა განთავსებული), ერთ-ერთ ყველაზე დახურულ ობიექტებს წარმოადგენენ, მაგრამ აფეთქებების მასშტაბები იმდენად დიდი იყო, რომ მისი დამალვა თვით რუსეთის უშიშროების "ყოვლისშემძლე" ორგანოებისთვისაც კი შეუძლებებლი გახდა.

პოლიგონზე აფეთქებები, არცთუ იშვიათი
მოვლენაა და არა მარტო რუსეთში, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოხდა ბუნებრივი რადიაციული ფონის მყისიერი ზრდა, რაც მხოლოდ რამდენიმე საათი გაგრძელდა, რამაც უცხოელი ექსპერტები მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ამ საზღვაო პოლიგონზე მომხდარი აფეთექებისას წარმოიქმნა მცირეხნიანი რადიაქტიური იზოტოპები.

მოგვანებით, თავად "როსატომმა" აღიარა, რომ გამოცდას ბირთვული იზოტოპების შემცველი ენერგეტიკული წყაროს მქონე თხევადსაწვავინი სარაკეტო ძრავა გადიოდა და საზღვაო ბარჟაზე მომხდარი აფეთქების შედეგად ხუთი მათი თანამშრომელი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ასევე დაღუპული შეიძლება იყოს ორი სამხედროც, დაჭრილები კი სასწრაფოდ მოსკოვში გადააფრინეს რადიაციული დაცვის კოსტუმებში ჩაცმულმა მაშველებმა, რაც კიდევ უფრო ამაგრებს ვარაუდს, რადიაციული დაბინძურების შესახებ.
რუსული ფრთოსანი რაკეტა "ბურევესტნიკი",რომელიც შეიძლება ბირთვული ძრავით აღჭურვო
როგორც წესი, ბალისტიკური რაკეტების ძრავები მყარ ან თხევად საწვავზე მუშაობს, ხოლო ფრთოსან რაკეტებს კი კომპაქტური ტურბორეაქტიული ძრავები (დაახლოებით ისეთივე, როგორც სამგზავრო ლაინერებს) უყენიათ და ჩვეულებრივ საავიაციო ნავთს მოიხმარენ.

რადიაქტიური იზოტოპების გამოჩენა რაკეტის ენერგიის წყაროებში, კი იმაზე მიუთითებს, რომ ამ პოლიგონზე შეიძლება მორიგ გამოცდას გადიოდა "ბუევესტნიკი"- პრეზიდენტ პუტინის ყველაზე გასაიდუმლოებული ფრთოსანი რაკეტა, რომლითაც კრემლი დასავლეთს არაერთხელ დაემუქრა.

ბირთვულრეაქტორიანი ძრავა ფრთოსან რაკეტას შეუზღუდავ ფრენის ხანგრძლივობას აძლევს, რადგან მას აღარ სჭირდება ჩვეულებრივი საწვავი, რადგან რამდენიმეკილოგრამიანი ბირთვული ენერგიის წყაროს მიერ გამოყოფილი დიდი სითბური ენერგია ამის საშუალებას იძლევა.

მაგრამ ბირთვულძრავიან ფრთოსან რაკეტას ერთი უდიდესი ნაკლიც აქვს-ფრენის მარშრუტზე, ის რადიაციულ დაბინძურებას ახდენს, რაც აბსოლიტურად მიუღებელია მშვიდობიან პერიოდში მისი საფრენოსნო გამოცდების დროს, თუმცა ბირთვული ომის გაჩაღების შემთხვევაში, ამას მნიშვნელობა აღარ ექნება...

ბირთვულძრავინი ფრთოსანი რაკეტების შექმნაზე გასული საუკუნის 60-იან წლებში ამერიკელი და საბჭოთა კონსტრუქტორებიც მუშაობდნენ, მაგრამ მალევე შეწყვიტეს ეს მიმართულება, რადგან დარწმუნდნენ, რომ ამით პლანეტის ეკოსისტემას უდიდეს პრობლემას შეუქმნიდნენ. როგორც გამოჩნდა, თვით ბრეჟნევის რეჟიმიც კი უფრო ჰუმანური აღმოჩნდა, ვიდრე მისი "შთამომავალი" პუტინი, რომელმაც ბირთვულძრავიანი რაკეტების შექმნის პროგრამა განაახლა და "მფრინავი ჩერნობილის" პრეცედენტი შექმნა...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
მამა4560
28 აგვისტო 2019 14:42
ეხ! ჩვენი თაობა ვერ მოესწრება ბოროტების იმპერიის დაშლას...
ვოვა
13 აგვისტო 2019 11:59
ვისი დაშლის პროცესია დაწყებული,კარგად ჩანს:D
***
12 აგვისტო 2019 21:46
ამ ბოლოს დროს რაღაც ხშირად უფეთქდება/ეწვება მნიშვნელოვანი წყალქვეშა ნავები და მიწისქვეშა თუ ზედა რაკეტები

რუბრიკის სხვა სიახლეები