რუსული სამხედრო სწავლებები აგვისტოს ომის შესახსენებლად
რუსული სამხედრო სწავლებები აგვისტოს ომის შესახსენებლად
ფოტო:აგვისტოს ომის მეთერთმეტი წლისთავზე რუსულმა საბრძოლო ავიაციამ საქართველოს ჩრდილოეთი საზღვრის გასწვრივ გამაფრთხილებელ-დამაშინებელი ფრენები განახორციელა
აგვისტოს ომის მე-11 წლისთავზე რუსეთის არმიამ საქართველოს საზღვართან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყველაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო მანევრები წამოიწყო...

საქართველოს ჩრდილოეთი საზღვრის გაყოლებით გასულ კვირას რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის საბრძოლო დანაყოფები და ავიაცია აქტიურად მოქმედებდნენ-300-მდე გამანადგურებელი, მოიერიშე, ბომბდამშენი თვითმფრინავი და შვეულმფრენი აიწია ცაში სასწავლო-საბრძოლო სწავლების მიზნით.

დიდი ალბათობით, შემთხვევით არ მომხდარა ამ ფართომასშტაბინი რუსული სამხედრო სწავლების დამთხვევა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მეთერთმეტე წელთან - ამით მოსკოვი თბილისს ერთგვარ მორიგ გამაფრთხილებელ მესიჯს უგზავნის...

ეს გაფრთხილება
ასევე ემთხვევა საქართველოში ტრადიციული, მრავალეროვნული სამხედრო სწავლების "მტკიცე სული-2019"-ის ჩატარებასაც, რადგან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების სამხედროების, მათ შორის პირველ რიგში კი ამერიკელების, ხშირი გამოჩენა ქართულ პოლიგონებზე, კრემლის მესვეურთა განსაკუთრებულ გაღიზიანებას იწვევს.

ასეთ ფაქტორად იქცა თბილისის აეროპორტში წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო ამერიკული თანამედროვე თვითმფრინავის "პოსეიდონის" პირველად დაშვებაც.
"პოსეიდონებს" პენტაგონი ბოლო პერიოდში აქტიურად იყენებს შავი ზღვის წყალზედა და წყალქვეშა მონიტორინგისთვის.

 წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო თანამედროვე ამერიკული თვითმფრინავი 'პოსეიდონი', რომლის დაშვებამ თბილისის აეროპორტში მოსკოვის განსაკუთრებული გაღიზიანება გამოიწვია...

რუს გენერლებსა და ადმირალებს ყველაზე მეტად ის გარემოება აშინებთ, რომ ამერიკულმა "პოსეიდონებმა" შავი ზღვის სიღრმეში მცურავი რუსული წყალქვეშა ნავები დიდი ალბათობით შეიძლება აღმოაჩინონ მათ ბორტზე დაყენებული თანამედროვე სადაზვერვო ელექტრონული აპარატურის გამოყენებით, არადა, ბოლო დროს რუსეთის შავი ზღვის ფლოტი სასწრაფოდ გადაიარაღდა ექვსი ახალი დიზელისძრავიანი წყალქვეშა ნავით, რომელთა საშუალებითაც კრემლს შავი ზღვის სრული გაკონტროლება სურს, რუმინეთის, ბულგარეთის, თურქეთის, უკრაინისა თუ საქართველოს საზღვაო პორტებისკენ მიმავალი სანაოსნო გზების მალულად "ჩაკეტვის" ჩათვლით.

რუსული სამხედრო სწავლებები საქართველოს ჩრდილოეთი საზღვრის გარდა, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში დისლოცირებულ რუსულ საოკუპაციო სამხედრო ბაზებზეც გაიმართა.

უსაქმოდ არც სომხეთში დისლოცირებული გიუმრის რუსული სამხედრო ბაზა დარჩა-არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თერთმეტი წლის წინ, აგვისტოს ომის დღეებში, სწორედ ამ გიუმრის რუსული სამხედრო ბაზის ტანკები და ჯავშანტექნიკა იყო მომდგარი სომხეთ-საქართველოს საზღვართან...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
Ls
30 აგვისტო 2019 15:24
Fuck Putin. Fuck russia!
Temuri
27 აგვისტო 2019 11:36
მცხვენია როცა ქართველი კვლავ კითხვებს სვავს რუსეთის ავანკარგობის შესახებ და პრობლემების მიზეზებს რომ კვლავ ჩვენში ეძებს,თუ აქამდე ვერ მიხვდით რაცაა რუსეთი მაშნ ბიძია ადექით და წადით იმ ქვეყანაში ანდა მიიღეთ დამსახურებული სახელი რაც გეკუთვნით ესაა რუსეთის "მესამე კოლონა"/"რბილი ძალა" ერის მოღალატე-კოლაბორაციონისტი! რომ არა აშშ-ს სამხედრო ძალების მხარდაჭერა თუნდაც იმით რომ ჰერკულესები რომლითაც ქართველი სამხედროები მოყავდათ უკან აბღანეთიდან მოაცილებდნენ ფ16 ჰორნეტები,ასევე საესკადრო ნაღმოსანი შავ ზღვაშ რომელსაც შეეძლო 58-ე დივიზიის მიწასთან გასწორება და ასევე აშშ-ს ზეწოლა საფრანგეთის მაშინდელ პრეხიდენტზე რომ ეთავა სიტუაციაში მომრიგებლის როლი ახლა თბილისი 13 კომენდატურათ იქნებოდა გადაქცეული და გამაძღარი ვანიები ირაცრაცებდნენ საქართველოში დაუსჯელად...გკმარათ უბრალოთ ეს რუსეთის მაამებლობა რა!
c-ს
17 აგვისტო 2019 17:59
ან არ გესმის ან შეგნებულად დემაგოგობ! ეს დამპალი რუსეთია რომ აწყობს პროვოკაციებს და იწვევს,(როგორც შენ ამბობ) საქართველოს(და არა მარტო) საკუთარი ბინძური პოკიტიკური მიზნების მისაღწევად!და დაიხსომე ერთხელ და სამუდამოდ,რომ არა დასავლეთი და კონკრეტულად აშშ,საქართველო დიდი ხნის დაპყრობილი ექნებოდა ბოროტების იმპერიას!

რუბრიკის სხვა სიახლეები