ოსები ამტკიცებენ, პოლიციის პოსტზე ქართველები ბომბსაფარს აწყობენო... - რა ჩანს ოსების დრონიდან გადაღებულ ფოტოზე?
ოსები ამტკიცებენ, პოლიციის პოსტზე ქართველები ბომბსაფარს აწყობენო... - რა ჩანს ოსების  დრონიდან გადაღებულ ფოტოზე?
ფოტო:ოსების დრონიდან გადაღებული ქართული პოლიციის მშენებარე საგუშაგო
ჩორჩანასა და წნელისის შუაში, ოკუპაციის ხაზის სიახლოვეს ქართული პოლიციის საგუშაგოს მოწყობის წინააღმდეგ ოსი სეპარატისტების მხარემ განსაკუთრებით გაილაშქრა, მიუხედავად იმისა, რომ ეს საგუშაგო თავად სეპარატისტების მიერ გავლებული "ბორდერიზაციის" ხაზის შიგნით, ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

ულტიმატუმების გარდა ოსური მხარე ავრცელებს სხვადასხვა დეზინფორმაციას, მათ შორის იმასაც, რომ თურმე ქართველი პოლიციელები ამ საგუშაგოზე ბომბსაფარს აწყობენ, იქ იარაღის დიდ მარაგს შეინახავენ და თითქოს დიდი ომისთვის, შეიძლება "ბირთვული ომისთვისაც" კი ემზადებიანო...

სინამდვილეში, ამ მშენებარე საგუშაგოზე,
რომელიც უცხოელმა დამკვირვებლებმაც მოინახულეს და ჟურნალისტების მთელმა "არმიამაც" დეტალურად გადაიღო, არავითარი გრანდიოზული ბომბსაფარი არ კეთდება.

ოსური მხარის მიერ დრონიდან გადაღებული ქართული პოლიციის მშენებარე საგუშაგოს ფოტოზე აღბეჭდილი ჩაბეტონებული სარდაფი კი იმისთვისაა, რომ საგუშაგოზე თავდასხმის შემთხვევაში ჩვენმა პოლიციელებმა ტყვიებისგან თავი შეაფარონ, მაგრამ როგორ დაიცავს იგივე სარდაფი ნაღმსატყორცნის
ნაღმების დაცემისგან, ცოტა საეჭვოა.

მერაბი
01 სექტემბერი 2019 17:18
ოსებს! მოსთხოვეტთ თქვენი ნამდვილი ტერიტორიები მონგოლებს და თემურ-ლენგს ! ქართველებს თავი დაგვანებეთ !
ჯოყოლა
01 სექტემბერი 2019 08:51
სამწვადეს აშენებენ ოსებო! ხაბიძგინები თქვენი, მწვადი ჩვენი, დაკა დოლი, გაწი გარმონი!))))))))))))))))))))))))))))
ირაკლი
31 აგვისტო 2019 18:02
იმ ოსებს ვისაც უნდათ რუსეთში იცხოვრონ წავიდნენ რუსეთში. დაანებონ ამ ქვეყანას თავი. იმ ოსებსაც მოვუწოდებ ვინც საქართველოს შვილად მიიჩნევს თავს. გამოხატონ თავიანთი აზრი საჯაროდ თუ რა აზრის არიან ამ ოკუპაციის საკითხზე და იმ აგრესიაზ რასაც რუსები და სეპარატისტები ჩადიან ქართველი ერის მიმართ.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები