ტრამპმა ქურთები თურქებზე გაყიდა?
ტრამპმა ქურთები თურქებზე გაყიდა?
ფოტო:ამერიკელების ქურთებთან დაშორების შემდეგ ერდოღანი თუკი დაარტყამს ქურთებს, მაშინ...
ამერიკული სამხედრო კონტინგენტის სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონიდან გამოყვანისთანავე იქ ქურთების წინააღმდეგ სპეცოპერაციას თურქეთის არმია დაიწყებს...

პრეზიდენტმა ტრამპმა უღალატა ჩვენს პარტნიორ ქურთებს სირიაში და ისინი ერდოღანს გასანადგურებლად მიუგდო - ასეთ მძიმე ბრალდებებს უყენებენ აშშ-ის პრეზიდენტს დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები კონგრესში.

მართლაც, თურქეთის არმია სრულ მზადყოფნაშია დღე-დღეზე დაიწყოს შეტევითი ოპერაციები სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ქურთების "თავდაცვის სახალხო რაზმების" შეირაღებული დაჯგუფების წინააღმდეგ, როგორც კი ბოლო ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორი დატოვებს ამ რაიონს.

ბოლო ხუთი წელი ამერიკელი სამხედროები
დიდ დახმარებას უწევდნენ ქურთულ შეიარაღებულ ფორმირებებს "ისლამური სახლმწიფოს" დაჯგუფებების განადგურების ოპერაციებში, რის შემდეგაც ქურთებს ამერიკული საბრძოლო ტექნიკით აღჭურვილი ბრძოლისუნარიანი დანაყოფები დარჩათ.

ეს კი მეზობელი თურქეთის უდიდეს გაღიზიანებასა და შეშფოთებას იწვევს, რადგან სირიელი ქურთების გაძლიერება, თურქეთის აღმოსავლეთში მაცხოვრებელი ქურთების კიდევ უფრო გააქტიურებას გამოიწვევს, რაც თურქეთს სერიოზული
სამოქალაქო ომის დაწყების არასახარბიელო პერსპექტივას უჩენს.
სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ქურთების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია
ა.წ. 7 აგვისტოს პრეზიდენტებმა ტრამპმა და ერდოღანმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ თურქეთ-სირიის საზღვრის გასწვრივ 480 კმ სიგრძისა და 30 კმ სიგანის ბუფერული ზონა შეიქმნას, რომელშიც განათავსებენ სირიიდან დევნილ არანაკლებ ორ მლნ-მდე ადამიანს.
თუმცა პრეზიდენტმა ტრამპმა, რომელმაც ჯერ მიიღო გადაწყვეტილება სირიელი ქურთების პოზიციებიდან ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების გამოწვევის შესახებ, რამდენიმე საათში სოციალურ ქსელში თურქეთის ხელისუფლებისადმი მკაცრი გაფრთხილება გაავრცელა-თურქეთი თუკი ისეთ რამეს გააკეთებს, რომელიც გადავა ყველანაირ საზღვრებს, მთლიანად გავანადგურებ და ჩამოვშლი მის ეკონომიკასო...

გასაგებია, რომ ამ მკაცრი გზავნილით ტრამპი თავის თურქ კოლეგას ერდოღანს აფრთხილებს, რომ არ დაიწყოს სამხედრო ოპერცია ქურთების წინააღმდეგ სირიის ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილში, მაგრამ დაუჯერებს კი თურქეთის ლიდერი მას?

ქურთების საკითხი თურქებისთვის ძალზე სენსიტიურია და ერდოღანი შეიძლება ვაბანკზე წავიდეს მითუმეტეს, რომ კრემლის მხარდაჭერა აქვს ბევრ საკითხში.

თავის მხრივ მოსკოვიც, ისტორიულად, კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს ქურთებთან (სხვა თუ არაფერი, საბჭოთა კავშირში ქურთები სპეციალურ დივერსიულ მომზადებას გადიოდნენ, ნატოს წევრი თურქეთის ტერიტორიაზე სტრატეგიული ობიექტების გასანადგურებლად), მაგრამ პუტინს ძალიან აწყობს, რომ სწორედ ამერიკა-თურქეთის დაპირისპირება გამოიწვიოს ქურთების საკითხმა, ამით კრემლს ხომ შიდა უთანხმოება შეაქვს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შიგნით.

საქართველოს ინტერესებისთვის ძალიან დამაზინებელია, რომ ნატოს წევრ ორ უმნიშველოვანეს ქვეყანას შორის ასეთი დაპირისპრება ვითარდება, თანაც ერთი მათგანი ჩვენი უშუალო მეზობელია, მეორეს კი მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად მივიჩნევთ...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

გელა
09 ოქტომბერი 2019 21:48
ამერიკას ამით სურს რუსეთისა და თურქეთის დაპირისპირება რომელიც რეალურია.
ერი-ბერი
09 ოქტომბერი 2019 11:47
თურქეთის და ამერიკის დაპირისპირება შეგვათრევს ნატოში სტრატეგიულად სხვა გაზა არ ექნება ნატოს
guram
09 ოქტომბერი 2019 11:35
გამოსავალი ჩვენთვის ერთია, სხვას კიარუნდა მივაჩერდეთ ხელებში არამედ ჩვენი საქმე ჩვენ უნდა გავაკეთოთ, უნდა გავზარდოთ და გავაძლიეროთ ჩვენი შეიარაღებული ძალები.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები