ბაშარ ასადი ქურთების გვერდით ერდოღანის თურქეთის წინააღმდეგ - პუტინის მორიგი სამხედრო-დიპლომატიური გამარჯვება?
ბაშარ ასადი ქურთების გვერდით ერდოღანის თურქეთის წინააღმდეგ - პუტინის მორიგი სამხედრო-დიპლომატიური გამარჯვება?
რუსეთმა მოახერხა სირიელების ქურთებთან დროებით შერიგება, შეტევაზე გადასული თურქეთის არმიის წინააღმდეგ ერთიანი ფრონტის გასახსნელად

თურქეთის მიერ მეზობელი სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ქურთების წინააღმდეგ წამოწყებული სამხედრო ოპერაციის "მშვიდობის წყარო", მსვლელობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიძლება შევიდეს.

სირიაში რუსული საჰაერო ბაზის ჰმეიმიმის ტერიტორიაზე რუსმა დიპლომატებმა და გენერალიტეტმა ერთმანეთს შეახვედრეს სირიის პრეზიდენტ ასადის წარმომადგენლები და ქურთების "სახალხო თავდაცვის რაზმების" მეთაურობა, რის შემდეგაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება სირიის არმიის დანაყოფების გადასასროლად ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში და ქურთებთან ერთად თურქული
არმიის შეტევების შეჩერება.

ეს პრეზიდენტ პუტინის მორიგი სერიოზული სამხედრო-დიპლომატიური გამარჯვებაა,  თანაც იმის ფონზე თუ როგორი სისწრაფით ახორციელებს ათასსკაციანი ამერიკული სამხედრო კონტინგენტის სასწრაფო ევაკუაციას სირიიდან მისი ამერიკელი კოლეგა.

"ისლამურ სახლმწიფოსთან" ბრძოლაში დასუსტებული სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის ხელისუფლება დღემდე იძულებით ეგუებო
და ქურთების ფაქტობრივ ავტონომიას ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში და თავს იკავებდა იქ სირიის არმიის დანაყოფების გადასროლისგან, რადგან ეს ქურთებთან შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების ტოლფასი იქნებოდა.

თურქეთის არმიის მიერ სირიის ჩრდილოეთი საზღვრის გადმოლახვის შემდეგ კი, კრემლის კარნახით, თავად ქურთებმა სთხოვეს პრეზიდენტ ბაშარ ასადს გვერდში დადგომა და ოფიციალურ დამასკოს საუკეთესო საბაბი მისცეს სირიის საარმიო დანაყოფები იქ გადაესროლა, სადაც ბოლო რამდენიმე წელია ასადის ხელისუფლება არ ვრცელდებოდა.
სირიის დროშიანი ტანკების გამოჩენამ ქურთების დასაცავად, ანკარა უნდა დააფიქროს...
თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანისთვის, სირიელებისა და ქურთების დროებითი გაერთიანება, რა თქმა უნდა, არასასიამოვნო სიახლე გახლდათ, ისევე ის ფაქტიც, რომ მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობამ დაგმო ანკარას მიერ დაწყებული ეს სამხედრო ოპერაცია, მათ შორის ჩრდილოატლანტიკური ალიანსისი წევრმა სახელმწიფოებმაც.

თურქეთის არმიის გენერალიტეტის სამხედრო ამოცანა, სავარაუდოდ, იმაში მდგომარეობს, რომ რაც შეიძლება მალე შესძლონ ძირითადი ქალაქების აღება და სტრატეგიული მნიშვნელობის ავტომაგისტრალის გაკონტროლება, რათა შექმნან უსაფრთხობის არანაკლებ 30 კმ-იანი ზოლი თურქეთ-სირიის საზღვრის გაყოლებაზე და გამორიცხონ სირიელი ქურთების ურთიერთობა თურქეთში მაცხოვრებელ ქურთებთან.

თურქების არ იყოს, არც სირიის ხელისუფლებას სურს ქურთების გაძლიერება და შეიძლება დღეს ისინი ერთიანი ძალებით დაუპირისპირდნენ თურქეთის არმიას, მაგრამ როგორც კი ოფიციალური დამასკო ძალას მოიკრებს, ისიც სირიელი ქურთების ფაქტობრივი ავტონომიის განადგურებას შეეცდება...


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

cerber
28 ოქტომბერი 2019 12:04
რა უკრაინა რის უკრაინა? გრიგორი კიდე კარგი ქვეყანაში დამნაშავე რეჟიმი აღარ არის თორე ამ ქვეყანას დანაწევრებულს აუცილებლად ნახავდით.
NN
24 ოქტომბერი 2019 12:49
გრიგორის საპასუხოდ ძაან ღიმილისმომგვრელია ფრაზა "რომ არა უკრაინა საქართველო არ იარსებებდა" - მე კი მგონია რომ არა ბიძინა ივანიშვილი საქართველო დღეს არ იარსებებდა - უკრაინის მოვლენების დროს ხელისუფლებაში სააკაშვილი რომ ყოფილიყო დარწმუნებული ვარ აქედან კიდე იმდენს იწვალებდა რომ მეორე ფრონტს გახსნიდა და დღეს შეიძლება ჩვენი ქვეყანა ნაწილებად გახლეჩილი ყოფილიყო - კიდევ ვერ აცნობიერებთ რაღაცეებს - ბზარს სად ხედავთ რუსებს და თურქებს შორის ერთი დამანახეთ - ყოველშემთხვევაში ჯერჯერობით მაინც
გრიგორი
18 ოქტომბერი 2019 09:24
ძალიან კარგია! ჯერ ერთი და მთავარი, ესაა ბზარი თურქებსა და რუსებს შორის. მათი (თურქეთი და რუსეთი) ერთიანობაა საქართველოსთვის უაღრესად საშიშია! მეორე, რამდენად დიდხანს გაგრძელდება ეს კონლიქტი, იმდენად ნაკლები სფრთხე ემუქრება საქართველოს, თუ ჩავთვლით უკრაინის კონფლიქტსაც ! მესამე, რუსეთის შესაძლებლობანი უსასრულო არაა და ეს ორი (სირია და უკრაინა) კონფლიქტი თანდათან შეასუსტებს რუსეთს. რომ არა უკრაინა, საქართველო დღეს არც კი იარსებებდა!!!!! დაიმახსოვრეთ ეს ! დასავლეთი კი თითსაც არ გაანძრევდა !

რუბრიკის სხვა სიახლეები