ალყაში მოქცეულმა ალ-ბაღდადიმ ორ ცოლთან ერთად თავი "შაჰიდის ქამრით" აიფეთქა - "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი ლიკვიდირებულია, მერამდენედ?!
ალყაში მოქცეულმა ალ-ბაღდადიმ ორ ცოლთან ერთად თავი "შაჰიდის ქამრით" აიფეთქა - "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი ლიკვიდირებულია, მერამდენედ?!
ალ-ბაღდადის ლიკვიდაციით აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა მომგებიანი ქულები ჩაიწერა სირიაში მისი პოლიტიკის ფიასკოს შემდეგ...

"ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ლიკვიდირებულია სირიის ქალაქ იდლიბის პროვინციაში ამერიკული სპეცდანიშნულების რაზმის "დელტას" მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში. ალყაში მოქცეულმა ალ-ბაღდადიმ და მისმა ორმა ცოლმა თავი "შაჰიდის ქამრებით" აიფეთქეს, რომ ამერიკელი სპეცრაზმელების ტყვეობაში არ მოხვედრილიყვნენ, რის შემდეგ ამერიკულმა ავიაციამ, რვა შვეულმფრენმა და ორმა უპილოტომ, გამანადგურებელი საჰაერო დარტყმა მიაყენა იმ სახლს,
რომელშიც აფეთქებული ალ-ბაღდადის ნეშტი იყო, რათა ეს
სახლი ალ-ბაღდადის თანამოაზრეთა "მექად" არ გადაქცეულიყო...

დაახლოებით ასეთი ინფორმაცია გავრცელდა მსოფლიოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით რამდენიმე საათის წინ...

ალ-ბაღდადი მსოფლიო დონის რიგით მეორე საერთაშორისო ტერორისტად ითვლებოდა, "ალ-კაიდას" ლიდერის უსამა ბენ ლადენის შემდეგ, რომელიც ასევე ამერიკული სპეცრაზმის "დელტას" მიერ იქნა ლიკვიდირებული 2011 წლის 2 მაისს პაკისტანის ქალაქ
აბოტაბადში.

მაშინდელმა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ "ნომერ პირველი" ტერორისტის უსამა ბენ ლადენის განადგურებით ბევრი მომგებიანი ქულა ჩაიწერა ამერიკელ ამომრჩეველთა თვალში, როგორც 2001 წლის "ტყუპების გამანადგურებლის" შურისმაძიებელმა, რაც მას უცილობლად დაეხმარა, რომ 2012 წელს მეორედ აერჩიათ პრეზიდენტად.

დღევანდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც ყოველნაირად ეცდება, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის ალ-ბაღდადის ლიკვიდაცია სათავისოდ გამოიყენოს იმის ფონზე, როდესაც სირიიდან ამერიკული სამხედრო დანაყოფების გამოყვანისა და ახლო აღმოსავლეთის პუტინისთვის "დათმობის" გამო, მას სამშობლოში ძალზე მწვავედ აკრიტიკებენ.

რაც შეეხება ალ-ბაღდადის, მისი ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციები აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა, რაც შემდგომ ტყუილი გამომდგარა, მაგრამ ამჯერად, დიდი ალბათობით, ის სინამდვილეს შეეფერება.

ყველაზე საინტერესო კი იცით რა არის? სანამ ალ-ბაღდადის ლიდერობით შექმნილი "ისლამური სახელმწიფო" 2014 წელს ელვის სისწრაფით გაითქვამდა სახელს მთელ მსოფლიოში, 2004-2009 წლებში ერაყში ამერიკულ ციხეში სწორედ ეს ალ-ბაღდადი ტუსაღის სტატუსით იმყოფებოდა...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
al bagdadi
30 ოქტომბერი 2019 02:25
ჩემი ცოლები ჩემთან
ნინო
28 ოქტომბერი 2019 12:24
ცოლებს რაღას ერჩოდა
Zurie
28 ოქტომბერი 2019 09:43
Meramdened moklen ai kazaxi? :))
Racxa zaan meisustma trampma mis sagareo politikashi, axla albat amit unda qulis chacera.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა