დეჟავიუ - ისევ პარლამენტზე შეტევა?
დეჟავიუ - ისევ პარლამენტზე შეტევა?
დეჟავიუს ფსიქოლოგები იმ მდგომარეობას ეძახიან, როდესაც ადამიანს აქვს შეგრძნება, რომ აწმყოში მიმდინარე მომენტი უკვე მომხდარა წარსულში...

სწორედ ასეთი დეჟავიუს შეგრძნება ჩნდება, როდესაც თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ ამჟამინდელი ოპოზიცია კასრებში ცეცხლს აგიზგიზებს, შენობის შესასვლელებს ბოქლომებს ადებს და ქუჩებს ქვიშიანი ტომრებით კეტავს...

მაგრამ ეს ყველაფერი ხომ უკვე გვინახია?

1991 წლის დეკემბრის ბოლოს, როდესაც მაშინდელმა ოპოზიციამ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება დაამხო და ამავე სასახლეს ტანკიდან და ქვემეხიდან ცეცხლი გაუხსნა...

2003 წლის ნოემბრის ბოლო,
როდესაც ედუარდ შევარდნაძის პარლამენტში ვარდით ხელში, მიხეილ სააკაშვილის წინამძღოლობით ოპოზიცია შეიჭრა და ეს "ვარდების" უსისხლო რევოლუციად მონათლა, თუმცა მაშინ პარლამენტის კარების შემტვრევისას ოპოზიციის ბევრ წარმომადგენელს ქურთუკების ქვეშ პისტოლეტები და ავტომატებიც კი ჰქონდათ დამალული...

2019 წლის ივნისის ბოლო, როდესაც რუსული ოკუპაციის წარმომადგენლის პარლამენტში გამოჩენით გაღიზიანებულმა ოპოზიციამ
პარლამენტის საპარადე შესასვლელზე რამდენიმე იერიში მიიტანა სასახლის ტერიტორიაზე და სავარაუდოდ, სხდომათა დარბაზში შესაღწევად...

დეჟავიუ გრძელდება, ოპოზიციას ერთ-ერთი "ექსპერტი" საქვეყნოდ, პირდაპირ მოუწოდებს აქტიური ქმედებისკენ - "ოცნებას" გონზე მოსვლა არ უნდა აცადოთ, ყველაფერი ეხლაა ბოლომდე მისაყვანი - ისე, ასეთი ქმედება, რომელიც მოქმედი ხელისუფლების დამხობას გულისხმობს, შეიძლება ძალისმიერი გზების გამოყენებითაც კი, ისჯება ნებისმიერი ნორმალური ქვეყნის სისხლის სამართლის კანონით...

სწორედ ასე ამართლებდნენ, მაშინ 28 წლის წინ პარლამენტის შენობისთვის ქვემეხიდან ჭურვების სროლას...

დეჟავიუს შეგრძნებას აჩენს ოპოზიციური მოძრაობების "სირცხვილია" და "შეცვალეს" წევრების მოქმედებები, ეს ხომ უკვე გვინახია 2003 წლის შემოდგომაზე "კმარას" შესრულებით? ან იქნებ ისინი ყოფილი "კმარას" წევრების შვილები არიან ამ სიტყვების პირდაპირი გაგებით?

როგორც ჩანს, ამჟამინდელ ოპოზიციას სამხედრო მრჩევლებიც გამოუჩნდნენ, შეიძლება იმ "მხედარმთავრების" ნაწილმა, რომლებმაც სწორედ ამ ოპოზიციის ხელისუფლებაში ყოფნის დროს "ცხინვალის ოპერაცია" "განახორციელეს", დღეს ამათ ურჩიეს, რომ 2019 წლის ივნისის შეტევებიდან განსხვავებით, როდესაც ოპოზიცია სასახლეში შეღწევას მხოლოდ წინა, საპარადე შესასვლელიდან ცდილობდა, პარლამენტის ოთხივე შესასვლელის ბლოკირება მოეხდინათ...

გამორიცხული არ არის, რომ ოპოზიციის გეგმებში იყოს პარლამენტში ძალისმიერი შეღწევისთვის ამ ოთხივე შესასვლელზე შეტევა, რათა პარლამენტის ეზოში მყოფ სამართალდამცავებს არ ეყოთ ძალები, ოთხივე მხრიდან ერთდროული შეტევის მოსაგერიებლად...

ყელში ამოვიდა, "ოცნების" უნიათო ხელისუფლება და რევანშისტი "ნაციონალების" ქმედებები, ნუთუ არ შეიძლება, რომ ჩვენს ასე გატანჯულ საქართველოს ნორმალური ხელისუფლება ეღირსოს, რომლისთვისაც მზე არც რუსეთიდან და არც ამერიკიდან ამოვა და ისინი პირველ რიგში მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ინტერესებს მოემსახურებიან?!

P.S. ნუთუ მართალი იყო პრეზიდენტი სააკაშვილი, როდესაც პარლამენტი ქუთაისში, ტრიალ მინდორზე გადაიტანა, თავად წარმოიდგინეთ, ნებისმიერ ოპოზიციას რა ძალები დასჭირდებოდა მისი ბლოკირებისთვის...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
...
22 ნოემბერი 2019 08:52
"დავთესავთ ქაოსს და შეუმჩნევლად გავუყალბებთ მათ ფასეულობებს და იძულებულს ვყოფთ, ირწმუნონ ისინი. ამისათვის მოვძებნით თანამოაზრეებს, მოკავშირეებსა და დამხმარეთ. ერთმანეთის მიყოლებით გათამაშდება უდიდესი უბედურება დედამიწის ყველაზე დაუმორჩილებელი ხალხის თვითშეგნების საბოლოო და შეუქცევადი გაქრობისა.
"ლიტერატურიდან", ხელოვნებიდან ჩვენ ამოვშანთავთ მათ ყოფით რაობას, განვაცალკევებთ მხატვრებს, გავუქრობთ სახვითი ხელოვნებით დაკავების სურვილს და იმ არსის ძიებისასაც, რასაც ხალხთა მასების სულის სიღ/რმეში აქვს ადგილი. მწერლობა, თეატ/რი, კინო, გამოცემები - ყველაფერი უნდა გამოსახავდეს და ქებას შეასხამდეს ადამიანის ყველაზე დაცემულ გრძნობებს. ჩვენ ყველანაირად დავუჭერთ მხარს და წინ წამოვწევთ ისეთ ხელოვანთ, რომელნიც ადამიანთა ცნობიერებაში დაამკვიდრებენ და დღენიადაგ ჩასჩიჩინებენ სექსის, ძალადობის, ღალატის კულტს - ერთი სიტყვით, ყველანაირ უზნეობას.
სახელმწიფოს მმართველობაში შევქმნით ქაოსსა და გაუგებრობას; შეუმჩნევლად, მაგრამ გამძაფრებულად და მუდმივად შევუწ/ყობთ ხელს მოხელეთა და მექრთამეთა თვითნებობას, უზნეობას. თავხედობა და საქმეთა გაჭიანურება აყვანილი იქნება სათნოების სიმაღ/ლეზე.
პატიოსნება და წესიერება წარსულის გადმონაშთად გადაიქცევა, გამასხარავდება და აღარავის დასჭირდება. უზრდელობა და თავხედობა, ცილისწამება და ტყუილი, ლოთობა და ნარკომანია, ერთიმეორის ცხოველური შიში და ურცხვობა, გამცემლობა და გაუტანლობა და ერთა შორის, აღმსარებლობათა შორის და თაობათა შორის მტ/რობა - ყოველივე ამას ოსტატურად და შეუმჩნევლად დავნერგავთ, ეს ყველაფერი აყვავდება.
მხოლოდ ცოტანი, ძლიერ მცირენი თუ მიხვდებიან და გაიგებენ იმას, რაც ხდება, მაგრამ მათ უმწეო მდგომარეობაში ჩავაგდებთ, ხალხის სამასხარაოდ გავხდით, გამოვძებნით ხერხს, რათა მათ ცილი დასწამონ და გამოაცხადონ საზოგადოების ნაძირლებად.... ჩვენ ვიბრძოლებთ ადამიანთა გარყვნისათვის ბავშვობისა და ჭაბუკობის ასაკიდან, ყოველთვის გავაკეთებთ არჩევანს ახალგაზრდებზე, რომ მოვთაფლოთ და გავხრწნათ ისინი. ახალგაზრდებისაგან შევქმნით ზნედაცემულ, სულიერებისაგან დაცლილ ჯაშუშებსა და მოღალატეებს".

ალენ დალე/სის "ნაშრომის" გამოქვეყნება "კვირის პალიტრის" ინტერნეტსაიტზე: www.kvirispalitra.ge მოდელირებულ "ქრონიკაზე" მსჯელობას მოჰყვა.
პოლიტროლოგი
21 ნოემბერი 2019 19:36
ამ სიტყვებისთვის შენ გაიხარე ირაკლი. ,,ყელში ამოვიდა, "ოცნების" უნიათო ხელისუფლება და რევანშისტი "ნაციონალების" ქმედებები, ნუთუ არ შეიძლება, რომ ჩვენს ასე გატანჯულ საქართველოს ნორმალური ხელისუფლება ეღირსოს, რომლისთვისაც მზე არც რუსეთიდან და არც ამერიკიდან ამოვა და ისინი პირველ რიგში მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ინტერესებს მოემსახურებიან?!,,

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები