ქართულ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო ბაზები? რატომაც არა...
ქართულ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო ბაზები? რატომაც არა...
ფოტო:ირაკლი ღარიბაშვილი და დევიდ ნორქვისტი
ვაშინგტონში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა საქართველოს ახალმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პენტაგონში, ამერიკულ მხარესთან ხელი მოაწერა საქართველო-აშშ-ს შორის უსაფრთხობის სფეროში მორიგ, სამწლიან ჩარჩო-ხელშეკრულებას.

წინა, ამავე სახის ხელშეკრულების შედეგია, რომ წარმატებით ხორციელდება "საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა", რომლის ფარგლებში მთავრდება ცხრა ქართული ბატალიონის გადამზადება სწორედ იმ საფრთხეების მოსაგერიებლად, რაც ჩვენს ქვეყანას რეალურად წინ დაუდგა აგვისტოს ომის სახით და დღესაც აქტუალური რჩება. ამ გადამზადებაში ამერიკელმა სამხედრო ინსტრუქტორებმა დიდი წვლილი შეიტანეს.

საქართველო-აშშ-ს შორის სამხედრო თანამშრომლობის
გაგრძელება, ბუნებრივია მისასალმებელია, მაგრამ დღეს ჩვენს ქვეყანას უფრო მეტი სჭირდება, რათა სავარაუდო მოწინააღმდეგემ იცოდეს, რომ მის მიერ დაწყებული სამხედრო აგრესიის შემთხვევაში საქართველოს მხარში ამოუდგებიან და არა მარტო "შეშფოთება-აღშფოთებით".

ამისთვის საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, თუკი საქართველო ბოლოს და ბოლოს ნატოს წევრი გახდებოდა და მას ალიანსის კოლექტიური თავდაცვის
მექანიზმი დაიფარავდა.

მაგრამ წელი წელს ემატება და 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსისგან მოცემული შეპირება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, დღემდე მხოლოდ ცარიელ სიტყვებად რჩება.

ამასთან, ის პოლიტიკური, ფინანსური და სამხედრო სახის კრიზისიც, რაც დღეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შიგნით სუფევს, ნაკლებად პერსპექტიულს ხდის ახლო მომავალში საქართველო-ნატოს სრულუფლებიან წევრად ვიხილოთ, რასაც ყბადაღებული "რუსეთის ფაქტორიც" ემატება.

ყოველივე ამის ფონზე მეტად აქტუალური ხდება, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან-აშშ-სთან სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის ფორსირება ახალი გზით.

ამ გზას "ნატოს ფარგლებს გარეთ აშშ-სთან მთავარი მოკავშირის" სტატუსის მიღებისკენ მივყავართ, როდესაც ჩვენი უსაფრთხობა მხოლოდ აშშ-საქართველოზე იქნება დამოკიდებული და მის დაბლოკვას ვერც გერმანელი მერკელი და ვერც ფრანგი მაკრონი შეძლებენ (არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭების ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე სწორედ გერმანიის ლიდერი გახლდათ).
"ნატოს გარეთ მთავარი მოკავშირის" სტატუსი 1989 წლიდან ამოქმედდა და მის ფარგლებში აშშ-ს დღეს 17 ქვეყანასთან აქვს დადებული ხელშეკრულება, რაც სერიოზულ ამერიკულ სამხედრო დახმარებას ითვალისწინებს, ზოგიერთ შემთხვევაში კი კოლექტიურ თავდაცვასაც კი, მაგალითად სამხრეთ კორეასთან მიმართებაში.

2009 წლიდან აშშ-სა და საქართველოს შორის მოქმედებს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია, მჭიდრო თანამშრომლობა ჩამოყალიბდა ქართველ და ამერიკელ სამხედროებს შორის, ქართულ პოლიგონებზე ყოველწლიურად ტარდება მრავალეროვნული სამხედრო სწავლებები, მოქმედებს ქართულ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო სასწავლო ცენტრი და ნუთუ აღარ მომწიფდა იმისთვის სიტუაცია, რომ საქართველოს უსაფრთხოების ასამაღლებლად უფრო მკვეთრი ნაბიჯის გადასადგმელად - ქართული სტრატეგიული ობიექტების დაცვის მოტივით ერთობლივი ქართულ-ამერიკული საბრძოლო დანაყოფების შექმნა და დისლოცირება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში?!

გასაგებია, რომ ამის გადაწყვეტა მეტწილად ამერიკულ მხარეზეა დამოკიდებული, აშშ-ის დღევანდელ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კი საკუთარი პრობლემები არ აკლია, იმპიჩმენტის გამოცხადების პერსპექტივის ჩათვლით.

მაგრამ ქართულმა მხარემ ამ მიმართულებით უნდა იაქტიუროს, რადგან დღევანდელ არაპროგნოზირებად მსოფლიოში, საქართველოს ხელა პატარა ქვეყნის "გადაყლაპვა" ადვილია, თუკი ის რეალური მეგობრების გარეშე დარჩება...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
თენგო
24 ნოემბერი 2019 18:38
ამერიკელების ბაზები ფოთში ბათუმში და ვაზიანში და ამით დამთავრდება ნატო ნატოს ძ ა ხ ი ლი
დათო
24 ნოემბერი 2019 13:11
სანამ პუტინის მარიონეტი ბიძინა სათავეშია, სანამ ეფესბეშნიკი გახარია პრემიერია მანამდე არნაირი ამერიკა და არანაირი ნატო. ვიქნებით რუსული პროვინცია.
ადამიანი
24 ნოემბერი 2019 07:51
ვეთანხმები ავტორს.ნატომდე ამერიკასთან ერთად! სხვაშემთხვევაში სულ დაძაბულობაში და კონფლიქტებში ვიქნებით.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები