ხელისუფლების "სტრატეგების" და ოპოზიციის "ტვინების" სამიტინგო აქსესუარები
ხელისუფლების "სტრატეგების" და ოპოზიციის "ტვინების" სამიტინგო აქსესუარები
18 და 25 ნოემბერს პარლამენტთან მიტინგების დაშლის შემდეგ ოპოზიციამ ორდღიანი ტაიმ-აუტის შემდეგ 28 ნოემბრის დილიდან სცადა პარლამენტის სამი შესასვლელის მორიგი ბლოკირების აქციის დაწყება, მაგრამ პარლამენტამდე მისასვლელი ყველა ქუჩა რკინის ღობით გადაკეტილი დახვდა.

როგორც ჩანს, მიტინგების დამგეგმავ ოპოზიციის "ტვინებთან" ერთად, რომლებმაც "სამიტინგო აქსესუარების" სიაში ტრადიციული კარვების შემდეგ ქვიშიანი ტომრები, რკინის კასრები და შეშის ბრიკეტები შეიტანეს, უფრო "იხვეწება" შსს-ს თავდაცვის ტაქტიკაც - ადვილად ასაწყობი რკინის კონსტრუქცია - მესერი, რომელიც აქამდე მხოლოდ პარლამენტის
იმ შესასვლელს იცავდა, სადაც საშვები გაიცემოდა, "კლონირებული" იქნა და მისი საშუალებით სამართალდამცავებმა გადაკეტეს პარლამენტამდე მისასვლელი ყველა ქუჩა, გარდა ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩის აღმართისა.

პარლამენტის ეს შესასვლელი, რომელიც მანქანებისთვისაცაა განკუთვნილი, ალბათ იმიტომ დარჩა რკინის მესრის "დაცვის" გარეშე,რომ მისი საშუალებით პარლამენტის თანამშრომლები და თავად პარლამენტარები შევიდნენ შენობაში.

როგორც
ჩანს, პოლიციას ურჩევნია არ დაქსაქსოს ძალები ყველა შესასვლელის დაცვისთვის პოლიციელთა ცოცხალი ჯაჭვის მოსაწყობად და ძირითადი ყურადღება,სწორედ პარლამენტსა და პირველ საშუალო სკოლასთან ამავალ ქუჩაზე გაამახვალოს.

ეს შსს-ს მისცემს საშუალებას ცოტა ხნით მაინც დაასვენოს ის პირადი შემადგენლობა, რომელიც აქამდე ღამეებს ათენებდა პარლამენტის პერიმეტრის კონტროლისას.

რკინის მესერებს შეიძლება ის დადებით მხარე ჰქონდეს, რომ შემცირდება სამართალდამცავების და ოპოზიციის წარმომადგენლების მასიური ფიზიკური კონტაქტი, როდესაც ისინი ერთმანეთს აწვებოდნენ, რის დროსაც მოსალოდნელია ადამიანების დაშავება ორივე მხარიდან ან უფრო უარესი-პროვოკატორის მიერ ცივი იარაღის გამოყენებით მალულად ადამინის დაჭრა-მოკვლა, რაც შემდგომ სიტუაციას უცილობრივ დაძაბავს.

შსს-ს "ღამის სიურპრიზი" შეიძლება ერთგვარ მოულოდნელობად იქცა დილიდან "საბრძოლველად" განწყობილი  ოპოზიციის მცირერიცხოვანი წარმომადგენლებისთვის, მაგრამ დღის ბოლომდე მათი "სტრატეგები", სავარაუდოდ, რაიმე კონტრღონისძიებას მოიფიქრებენ სამართალდამცავების რკინის მესრების "გასანეიტრალებლად"...

მანამდე კი ოპოზიციამ პარლამენტის მისადგომებთან "აღმოცენებული" რკინის მესრები ახალ "ბერლინის კედელად" მონათლა.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები