კრემლი ფედერალიზაციას ჯერ საქართველოსგან ითხოვდა, ახლა კი უკრაინას აიძულებს...
კრემლი ფედერალიზაციას ჯერ საქართველოსგან ითხოვდა, ახლა კი უკრაინას აიძულებს...
ფოტო:"ნორმანდიული ოთხეული" უკრაინაში ომს ვერ შეწყვეტს, თუ ამის სურვილი პუტინს არ ექნება...
"ნორმადიული ოთხეულის" ფორმატს ჩატარებულ ოთხმხრივ მოლაპარაკებებზე პუტინმა ზელენსკის უკრაინის ფედერალურ სახელმწიფოდ გადაქცევა მოსთხოვა, ისევე როგორც აფხაზეთის ომის შემდგომ ელცინი შევარდნაძეს საქართველოს ფედერალურ სუბიექტებად დაშლას აიძულებდა.

ისტორიაში თითქმის არაფერი იცვლება - ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, ძალზე წააგავს 26 წლის წინანდელ აფხაზეთის ომს, რაც დიდად გასაკვირი არც არის, რადგან კრემლი იმავე მეთოდებით მოქმედებს - ჯერ აგიფეთქებს სიტუაციას ქვეყანაში ადგილობრივი სეპარატისტების სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერით, შემდეგ მოლაპარაკებების მაგი
დასთან დაგსვამს და თანაც რუსეთს მთავარ სამშვიდობო და მომრიგებელ მხარედ გთავაზობს.

საფრანგეთში გამართული "ნორმანდიული ოთხეულის" შეხვედრა, რომელმაც  დონბასში მიმდინარე ომი უნდა შეაჩეროს, ძალიან წააგავდა 1992 წლის სექტემბრის სოჭის შეხვედრას, სადაც რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ელცინმა საქართველოს სახელმწიფო მეთაური შევარდნაძე აიძულა ქართული სამხედრო დანაყოფები ეშერასთან შეეჩერებინა, რასაც ერთ თვეში გაგრა - განთიადის დაკარგვა მოჰყვა
მას შემდეგ, რაც აფხაზმა სეპარატისტებმა ჩრდილოკავკასიელი და რუსი მებრძოლების მხარდაჭერით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება ვერაგულად დაარღვიეს.

თუმცა "ნორმადიული ოთხეულის" ფორმატი მაინც განსხვავდება მეოთხედი საუკუნის დროინდელი ჩვენი ისტორიიდან, რადგან მაშინ საქართველო პირისპირ იყო მიტოვებული რუსეთთან, დღეს უკრაინას "ნორმანდიულ ოთხეულში" გერმანიისა და საფრანგეთის იმედი იმაში მაინც უნდა ჰქონდეს, რომ ამ ქვეყნების ლიდერები პუტინის პოლიტიკურ შეტევას უკრაინაზე თუ ბოლომდე წინ არ აღუდგებიან, კრემლის მოთხოვნებს მაინც არ აღასრულებენ.

არადა კრემლის მოთხოვნა უცვლელია, ისევე, როგორც გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ჩვენს მიმართ ჰქონდა - საქართველო უნიტარულიდან, გადაიქცეს ფედერალურ სახელმწიფოდ, დღეს პუტინი ასევე მოითხოვს, რომ უკრაინა ფედერალური მოწყობის სისტემაზე გადავიდეს და დონბასელ სეპარატისტებს საკუთარი რესპუბლიკების შექმნის უფლება უკრაინის შემადგენლობაში, უკრაინის კონსტიტუციაში ჩაეწეროთ.

მაგრამ, როგორც საქართველოსთვის იქნებოდა დამღუპველი კახეთის, იმერეთის, გურიისა თუ სამეგრელოს რესპუბლიკების შექმნა, ისე უკრაინის ერთობის დაშლის დასაწყისად იქცევა ლუგანსკის, დონბასის, ოდესის თუ ზაპოროჟიეს რესპუბლიკების წარმოქმნა.
თავად რუსეთიც ფედერაციას წარმოადგენს, მაგრამ სწორედ კრემლმა სისხლში ჩაახშო ჩეჩნების ფედერაციიდან გასვლისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების სურვილი და ამის შემდეგ რუსეთის ხელისუფლების ეს რჩევა - მოთხოვნა როგორი დასაჯერებელი იქნებოდა?!…

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები