"ჩვენ არც ჯარი გვაქვს..." - პრეზიდენტი "გვაქვს"?
"ჩვენ არც ჯარი გვაქვს..." - პრეზიდენტი "გვაქვს"?
"ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება" - პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ეს მორიგი "მარგალიტი", რა თქმა უნდა ამოგლეჯილია იმ ფრაზის კონტექსტიდან, რაც მან მეცნიერებთან შეხვედრისას გააჟღერა, როდესაც ცოდნისა და კულტურის სიძლიერეზე საუბრობდა.

მაგრამ მიუხედავად ამისა, ძალზე დიდ გაკვირვებას იწვევს საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ამპლუაში მყოფი ქალბატონი პრეზიდენტის ეს გამონათქვამი, რომელიც არ გამოირჩევა არც კორექტურობით და სამწუხაროდ, არც თემის ცოდნით, თუმცა მის მიერ დაკავებული, ეს ერთ-ერთი უმთავრესი თანამდებობა,
უბრალოდ ავალდებულებს უკეთესად ერკვეოდეს ამ მიმართულებით.

დღეს ქართული არმია თავისი საბრძოლო შესაძლებლობებით, აღჭურვილობითა და თანამედროვე საბრძოლო ტექნიკის ქონით, სამხრეთ კავკასიაში სამწუხაროდ ჩამორჩება მეზობელ სომხეთსა და მითუმეტეს აზერბაიჯანს, რომ აღარაფერი ვთქვათ რუსეთის საოკუპაციო სამხედრო ბაზების საბრძოლო შესაძლებლობებზე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში.

მაგრამ ვისი ბრალია, რომ
ქართული საბრძოლო ავიაცია ფაქტობრივად აღარ არსებობს და ჩვენი მოიერიშე თვითმფრინავები მესამე წელია ჰაერში არ აფრენილან?

ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ მაგალითად, თბილისამდე სომხური თუ აზერბაიჯანული რაკეტების მოღწევა მათივე ტერიტორიებიდან სტარტის აღებით შეიძლება, მაშინ როდესაც ყველაზე შორსმსროლელი ქართული სარაკეტო დანადგარი 50 კმ-მდეც კი ვერ "ქაჩავს"?

რატომ არის, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან გამოშვებული რუსული უპილოტო სადაზვერვო საფრენი აპარატები ქართულ ცაში სისტემატურად დაუსჯელად დაფრინავენ?

კიდევ რამდენი ასეთი, "რატომ" კითხვა შეიძლება დაისვას, რომელზეც პასუხი ხელისუფლებამ უნდა გასცეს და მათ შორის პრეზიდენტმაც...

ცხოვრებაში ყველაფერი შედარებითია და განსაკუთრებით ჩვენს სიტუაციაში და თუ ჯარი არ გვყავს (თუ არ "გვაქვს", როგორც ქალბატონმა პრეზიდენტმა ბრძანა), თავად პრეზიდენტი კი ნამდვილად "გვაქვს"?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
დათო
09 იანვარი 2020 15:14
სასწაული ხალხი ხართ პირდაპირ! ანუ წერთ რომ მართალი თქვა, მაგრამ რატო თქვა?! თუ რა პრეტენზიები გაქვთ ვერ გავიგე? ან მის ქართულს რო დასცინით, ხო არ გავიწყდებათ ვისი შთამომავალია და რატო მოუწიათ მის ბებიაბაბუას ქვეყნიდან ემიგრაცია?! და მეასამე თაობის ემიგრანტმა ესე რო იცის ქართული ესეც პატარა ამბავი არ არის მემგონი თან იმ დროში როცა აქ ჩამოსვლაზე ვერც კი იოცნებებდნენ. როგორც თქვენ ბრძანებთ არაკო რ ექტურია არაკორექტული რო არ იყოს თქვენი მხრიდან მისი აუგად მოხსენიება.
ნატა
06 იანვარი 2020 01:34
აი, ასეთი პრეზიდენტი რომ გეყოლება ერს, ენის და ადათ-წესების არ მცოდნე აი მაშინაა ის ერი საცოდავი და უსუსური... მითუმეტეს როდესაც არჩევის მაგივრად ვიღაც გადამთიელს ჩაგისვავენ პარლამენტში...
ირაკლი-ს!
24 დეკემბერი 2019 21:32
ერთი ჰკითხეთ ირაკლის, რუსებს უკეთესი იარაღი აქვთ, თუ ქართველებს. ალბათ გეტყვით, ქართველებს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები