ქართველი სამხედროებისთვის ახალმა წელმა ავღანეთში მშვიდად უნდა ჩაიაროს
ქართველი სამხედროებისთვის ახალმა წელმა ავღანეთში მშვიდად უნდა ჩაიაროს
ფოტო:მშვიდობინად შეხვედროდნენ ახალ წელს ქართველი სამხედროები ავღანეთში...
ახალ 2020 წელს ავღანეთში საქართველოს თავდაცვის ძალების თითქმის 900-მდე სამხედრო მოსამსახურე შეხვდება, რომელთა უსაფრთხოებაზე მათი ათასობით ახლობელი, ასევე ჩვენი საზოგადოების ყველა ის წევრი ფიქრობს, რომელთათვისაც სულერთია არ არის ქვეყნის დამცველების ბედი.

ავღანეთი დღეს ქართული არმიისთვის წინა ხაზს წარმოადგენს,თუ ასეთი რამ შეიძლება ითქვას იმ პარტიზანული ომზე, სადაც მოულოდნელი თავდასხმები ყოველ წუთს და ყოველი მხრიდანაა მოსალოდნელი, რის დადასტურებადაც იქცა ერთ-ერთი ბოლო თავდასხმა ბაგრამის საჰაერო ბაზაზე და ხუთი ქართველი სამხედროს დაშავება, საბედნიეროდ მსუბუქად.

რამდენად მშვიდობიანი იქნება ახალი წელი ავღანეთში და განსაკუთრებით ჩვენი სამხედროებისთვის, რომლებიც სხვადასხვა სამხედრო ბაზებზე არიან გადანაწილებულნი?

ახალი წლის დამდეგს ერთი სასიხარულო ცნობა გავრცელდა: ავღანეთში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის სარდლობამ "თალიბანის" ლიდერებთან მოლაპარკებებისას ერთკვირიან ზავს მიაღწია და ახალი წლის დღეებში წესით სიმშვიდე უნდა დასადგურდეს - არც "თალიბანმა"
უნდა "მიულოცოს" აფეთქებებით ახალი წელი სამხედრო მისიის წარმომადგენლებს და არც უცხო ქვეყნების სამხედრო კონტინგენტებმა ჩაატარონ სპეცოპერაციები.

ძალიან კარგი იქნება, თუ ავღანეთში ახალ წლებზე მაინც დადგება დროებითი მშვიდობა, მაგრამ ის, რომ იქ მიმდინარე სამშვიდობო ოპერაცია უსასრულოდ გაიწელა, ამას ალბათ ყველა ხვდება და პირველ რიგში, თეთრ სახლშიც.

18 წელი შესრულდა მას შემდეგ,რაც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებზე შურისძიების მიზნით, აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების დანაყოფები ავღანეთში გადაისროლოს უსამა ბენ ლადენის სალიკვიდაციოდ და ამერიკულმა სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა პირველი ხალიჩისებური საავიაციო დაბომბვები განახორციელეს ავღანეთის მთებში.

ამ ანტიპარტიზანულ ომს დასასრული არ უჩანს, რომელმაც თავად აშშ-ის, ასევე ნატოს არაერთი ათეული მილიარდი დოლარი "ჩაყლაპა", იმის მაგივრად, რომ ეს თანხები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთით, იგივე შავი ზღვის რეგიონში გაფართოებასა და გაძლიერებას მოხმარებოდა.

ჩნდება, აბსოლუტურად, დადასტურებული ეჭვი, რომ როგორც თეთრმა სახლმა თავის დროზე ცხრაწლიან ავღანეთის ომის ჭაობში ჩაითრია კრემლი (რასაც საბოლოო ჯამში საბჭოთა იმპერიის კრახი მოჰყვა), საპასუხოდ, უკვე რუსეთის კრემლმა 18-წლიანი "სამაგიერო" გადაუხადა ამერიკელებს იმავე ავღანეთის "ჭაობში"...

პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია ინტენსიურად განიხილავს ახალ, 2020 წლიდან ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების საერთოდ გამოყვანას, რათა ბოლოს და ბოლოს დაამთავროს ეს უსასულო ომი. ასეთ შემთხვევაში ქართული სამხედრო კონტინგენტიც მთლიანად სამშობლოში დაბრუნდება და იმის შიში მაინც მოგაკვლდება, შორეულ ავღანეთში ჩვენს ბიჭებს ისევ თავდასხმა ხომ არ მოუწყვესო...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
გიორგი ხოდაშაური
06 იანვარი 2020 13:50
მივესალმები საზოგადოებას!
გილოცავთ შობა-ახალ წელს!
ვეძებ ადამიანს, ფსევდონიმით "თვალსაზრისი"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები