ამერიკის ახლო აღმოსავლეთიდან გაძევების მცდელობა - ვის მისცემს ეს გაძლიერების საშუალებას?
ამერიკის ახლო აღმოსავლეთიდან გაძევების მცდელობა - ვის მისცემს ეს გაძლიერების საშუალებას?
ფოტო:ერაყიდან და სირიიდან ამერიკელი სამხედროების გაძევების შემთხვევაში, რეგიონში ირანის გავლენა კიდევ უფრო გაიზრდება...
ამერიკული სამხედრო ბაზების ერაყიდან, სირიიდან და თურქეთიდან გაყვანის შემთხვევაში, ნავთობით მდიდარ ახლო აღმოსავლეთზე თავის სამხედრო-პოლიტიკურ გავლენას რუსეთი და ირანი გააძლიერებენ

ირანელი გენერლის ამერიკული რაკეტით ლიკვიდაციის შედეგად პრეზიდენტ ტრამპის ხელისუფლებამ, ირანის შურისძიების მოლოდინის გარდა მიიღო კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა - ერაყის პარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომ ამერიკულმა სამხედრო კონტინგენტმა უნდა დატოვოს მათი ქვეყანა და ერაყის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნების სამხედროების გადაადგილება აიკრძალოს.
არადა ერაყში დღეისთვის ხუთი ათასზე მეტი ამერიკელი სამხედროა, რომლებიც უკვე წლებია
აქტიურ მონაწილეობას იღებენ ერაყის ახალი არმიის ფორმირებაში, რაც ძირითადად ასევე ამერიკული შეიარაღებით ხდება.

ერაყის პარლამენტის დემარშის საპასუხოდ პრეზიდენტმა ტრამპმა მისთვის დამახასიათებელ კონტექსტში გასცა პასუხი - ჯერ იმის ფული გადაგვიხადონ, რაც ერაყში ავაშენეთ, თუნდაც ძვირადღირებული სამხედრო აეროდრომების სახით და მხოლოდ ამის შემდეგ წავალთო.
მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა
საერთოდ უარი განაცხადა ერაყის დატოვებაზე...

მიუხედავად იმისა, რომ გასაგები მიზეზების გამო ოფიციალურ ვაშინგტონს არ სურს ერაყიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გამოყვანა, თუკი ერაყის ხელისუფლება ამას კატეგორიულად მოითხოვს, ვაშინგტონს ალბათ მოუწევს ამის გაკეთება.

საერთოდ, ბოლო პერიოდში შეიმჩნევა ტენდეცია, რომ ახლო აღმოსავლეთში ამერიკული სამხედრო-პოლიტიკური გავლენის შემცირების ფონზე იზრდება რუსეთის როლი ამ რეგიონში.

2015 წლის შემოდგომიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთმა თავისი სამხედრო ძალები გადაისროლა სირიაში "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლის მოტივით, კრემლი თანდათანობით უფრო იმყარებს პოზიციებს ამ რეგიონში.
თურქეთში ინჯირლიყის საავიაციო ბაზაზე ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შემდგომი ფუნქციონირება შეიძლება სათუო გახდეს ანკარა-ვაშინგტონს შორის დაძაბულობის შემდგომი ესკალაციის ფონზე.

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი დაჟინებით მოითხოვს იმ ამერიკელი სამხედროების გაძევებას სირიიდან, რომლებიც იქ მცირე რაოდენობით ჯერ კიდევ შემორჩნენ.
ერაყის პარლამენტი და რაც მთავარია ადგილობრივი მოსახლეობის არცთუ ისე მცირე ნაწილი ქვეყნიდან ამერიკელი სამხედროების სასწრაფო გაყვანის მომხრეა.

ამ ქვეყნების გარდა ამერიკული სამხედრო ბაზები განთავსებულია ქუვეითში, იორდანიაში, ყატარში, საუდის არაბეთში და პენტაგონს მაინც საკმაო ძალა დარჩება რეგიონში, მაგრამ თურქეთიდან, სირიიდან და განსაკუთრებით ერაყიდან ამერიკელი სამხედროების გასვლის შემთხვევაში, ამერიკული სამხედრო-პოლიტიკური ბერკეტი მნიშვნელოვნად დამოკლდება.

ეს გარემოება კი რუსეთის გარდა, სწორედ ირანს მისცემს საშუალებას გააძლიეროს თავისი გავლენა "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლით შესუსტებულ ერაყზე და სამოქალაქო ომში მყოფ სირიაზე და "მიუჩოჩდეს" ახლოს იმ ისრაელს, რომლის ფიზიკური განადგურება ირანის სულიერი ლიდერების ქადაგებებში მუდმივად ჟღერს...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
ნატა
10 იანვარი 2020 06:38
ისრაელს ვერსფერს დააკლებენ??? აბა რისთვის ხდება ამერიკის მიერ ირანის დაბომბვები??? ეს ამერიკელების ინტერესებში არც შედის. ამერიკა ისევ და ისევ დათვურ დახმარებას უწევს ისრაელს და თავისივე ხელით ცდილობს ისრაელის მტერის განადგურებას. როგორც კი ირანი ატომურ ბომბას შექმნის, ახლო აღმოსავლეთში ძალათა განლაგება შეიცვლება. ეს იცის ისრაელმა და ამიტომაა რომ ნერვიულობით ეკიდება ირანის ატომურ მცდელობას. ვერ დააკლებენ კი არა სამითხავია იქნება თუ არა ისრაელი რუქაზე??? რაც შეეხება გამყიდველ ქართველებს ეს ისტორითაა ცნობილი , ახალი არაფერია აქ. ყველანი, აფსოლიტურად ყველანი გინც პარლამენტში იყვნენ და არიან და იქნებიან მომავალში, გამყიდველები არიან. ამიტომაცაა რომ საქართველო დღემდე ვერ განვითარდა. და ხალხზე ზრუნვა საერთოდ ისტორიას ჩაბარდა. ქართველებო ფულებს დაემონეთ და გაყიდეთ ასეთი ლამაზი მხარე???
ვ.ვ.
07 იანვარი 2020 23:03
ისრაელს ვერფერს დააკლებენ, საქართველოში არ შეგეშალოთ ,ათიდან ცხრა რო გამყიდველი და მოღალატეა!
ჟანა
07 იანვარი 2020 20:45
ეს რუსეთის ტკბილი სიზმარია და ამის დამწერი ცდილობს რუსეთის, ირანის და ჩინეთის ოცნებების გადმოცემას.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები