ფოტოფაქტი - ამერიკული სიცრუე პოლიტიკური სახის შესანარჩუნებლად?
ფოტოფაქტი - ამერიკული სიცრუე პოლიტიკური სახის შესანარჩუნებლად?
ფოტო:ირანული რაკეტის ქობინის გასაოცარი სიზუსტით მოხვედრა ამერიკულ ანგარზე
ერაყში ორ ამერიკულ სამხედრო ბაზაზე ირანული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ რიგმა სოლიდურმა ამერიკულმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს მოსაზრება, თითქოს ირანელებმა სპეციალურად არაზუსტად დაუმიზნეს ამერიკულ ბაზებს თავისი რაკეტები, რომ ამერიკელ სამხედროებს დიდი ზარალი არ განეცადათ და ამასთანავე, თავად ირანელებიც თავისი გენერლის ლიკვიდაციის გამო შურისძიების აქტით კმაყოფილი დარჩებოდნენ.

ამ ცოტა უცნაური მოსაზრებისთვის (რომელსაც მხარი ერთმა ქართველმა, ყველაფრის "ექსპერტმაც", სასწრაფოდ აუბა, რომელიც თურმე რაკეტას ბომბისგან ვერ არჩევს) შეიძლება დაეჯერებინა კაცს იმის ფონზე, რომ არანაკლებ 22-24
ირანული რაკეტის გაშვების მიუხედავად, პრეზიდენტი ტრამპი ირწმუნებოდა, რომ ყველაფერი კარგად იყო, არავინ დაღუპულა და არც დიდი მატერიალური ზარალი მიუღია ამერიკულ სამხედრო კონტინგენტს, მაგრამ ქართული ანდაზის არ იყოს - ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო...

მონტერეის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტმა ინტერნეტსივრცეში განათავსა ერაყის ალ-ასადის საჰაერო ბაზის კოსმოსური ფოტოსურათები ირანული
სარაკეტო თავდასხმამდე და მას შემდეგ.

მკითხველი ამ ფოტოების ნახვისას თავად დარწმუნდება, რომ ამ ერაყულ აეროდრომზე განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზას ირანული ბალისტიკური რაკეტები სიზუსტით მოხვდნენ და 10 რაკეტიდან, რვამ წერტილოვნად დააზიანა ამერიკელების მსუბუქი ანგრები, რომლებშიც შეიძლება უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავები და საბრძოლო "აპაჩები" იდგნენ.

  ფოტოფაქტი - ირანული რაკეტების მიერ ალ-ასადის საჰაერო ბაზაზე აფეთქებული ამერიკული ანგარები და შენობები
ეს მოსალოდნელიც გახდათ, რადგან ირანელებმა გამოიყენეს "ქიამ" - ის ტიპის ის მოდერნიზებული ბალისტიკური რაკეტები, რომელსაც მართვადი საბრძოლო ქობინი უყენია, რომელიც მიზანთან მიახლოებისას რაკეტის კორპუსს სცილდება და ინდივიდუალურად ემიზნება. მისი დამიზნების სისტემა კი დაახლოებით ისეთივეა, როგორიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გორის ცენტრის თავზე აფეთქებული, იმ დროისთვის უახლესს რუსულ "ისკანდერს" ჰქონდა.

ამ კოსმოსური ფოტოების შემდეგ, როგორ უნდა დაიჯერო, რომ ირანელებმა, სიტუაციის შემდგომი ესკალაციის არ დაშვების გამო (როგორც ამას ტრამპის ადმინისტრაციაც ირწმუნება), თურმე სპეციალურად ააცილეს ამერიკულ სამხედრო ბაზას...


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
გოჩას
14 იანვარი 2020 10:21
რა ჩანს და ის, რომ შეუძლიათ უზუსტესად ისროლონ და დააზიანონ ობიექტები ძალიან კარგად დაცულ ამერიკულ ბაზაზე! როგორ ფიქრობ, რომ მოენდომებინათ ყაზარმას ვერ მოარტყამდნენ?
ადამიანი
13 იანვარი 2020 04:27
პრინციპში ავტორი კითხვას ნიშნით ამთავრებს და მაინც, სად არის სიცრუე? მატერიალური ზარალი არისო თქვეს.
***
11 იანვარი 2020 18:33
ესე იგი ჩვენს რეგიონში წერტილოვანი დარტყმების მიყენება უკვე ყველა სახელმწიფოს შეუძლია და ჩვენ მხოლოდ 45 კმ-ზე ვურტყამთ ჩვენი გრადლარით...დროა ტექნოლოგიურად გავძლიერდეთ და მხოლოდ ქვეით ბატალიონებზე ნუ დავდებთ ფსონს.გავიხსენოთ 1993 წლის მარტი...აფხაზეთი.რა დღე ჩაყარეთ მტერს არტილერიით.მერე მუხანათურად დადებული ხელშეკრულებით სწორედ არტილერია გამგვაყვანინეს ფოთში და მხოლოდ ამის მერე შეძლეს ჩვენი დაჩოქება...
საველე არტილერიის და სარაკეტო სისტემების გარეშე ვერ ვიომებთ.მხოლოდ პარტიზანულად შევძლებთ წინააღმდეგობის გაწევას.საჭიროა ისეთი შეიარაღების სისტემები,რომლებიც საშუალებას მოგვცემს რომ მტრის კოლონები და აღალის რაიონები გავანადგუროთ სანამ საბრძოლო წყობას დაიჭერენ და იერიშს დაიწყებენ. ასევე ის ვიწრო გადმოსასვლელები უნდა გამოვთოფოთ სადაც იძულებულები არიან ერთ რიგში ჩადგნენ და ისე გამოიარონ.მხოლოდ გულანთებული ქვეითი ჯარით ვერ გავიმარჯვებთ. იმედია არ დაბლოკავთ.მადლობა

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა