კორონავირუსს გამოქცეულები მოსკოვმა ჰაერში "გამოკიდა" - მორიგი რუსული "ღალატი"
კორონავირუსს გამოქცეულები მოსკოვმა ჰაერში "გამოკიდა" - მორიგი რუსული "ღალატი"
ახალი კორონავირუსი მარტო ჩინელების თავსატეხად როდი იქცა, ყველა ქვეყანა ცდილობს ეპიდემიის ეპიცენტრიდან სასწრაფოდ გაიყვანოს თავისი მოქალაქეები და მეზობელი თუ მეგობარი ქვეყნების მოქალაქეებსაც დაეხმაროს, ამის მაგალითად თურქეთისა და საფრანგეთის თვითმფრინავებით საქართველოს მოქალაქეების უხანიდან ევაკუაციაც გამოდგება.

მაშინ, როდესაც მსოფლიო მასშტაბის საფრთხის წინაშე აღმოჩენილი საერთაშორისო საზოგადოება ერთმანეთის დახმარებას ცდილობს, რუსეთის ხელისუფლებამ 1-ლ თებერვალს მოსკოვის აეროპორტში დაშვებასა და საწვავის მარაგის შევსებაზე უარი უთხრა გერმანული ავიალაინერის ეკიპაჟს, რომელსაც უხანიდან მაინის ფრანკპურტში გერმანიის 108, ჩინეთის 34,
ბულგართისა და აშშ-ების თითო-თითო მოქალაქე გადაჰყავდა.

გერმანელების განსაკუთრებული აღშფოთება იმან გამოიწვია, რომ თავდაპირველი შეთანხმებით, ჩინეთიდან გამოფრენილი "ეირბასი" მოსკოვში უნდა დამჯდარიყო, საწვავის მარაგი შეევსო და ეკიპაჟი ახალი წევრებით ჩაენაცვლებინა, რომლებიც ამისთვის წინასწარ ჩაფრინდნენ გერმანიიდან მოსკოვში.
საწვავგამოლეულ გერმანულ ლაინერს მოსკოვში დაჯდომა აუკრძალეს
მაგრამ რუსეთის დედაქალაქთან მიახლოებისას, გერმანული თვითმფრინავი მოსკოვის არცერთმა აეროპორტმა არ მიიღო,
თანაც ისეთი გამოგონილი მიზეზით, თითქოს "ამის რესურსი არცერთ აეროპორტს არ ჰქონდა"...

გერმანული "ეირბასი" იძულებული გახდა ფრენა გაეგრძელებინა საწვავის სახიფათოდ მცირე მარაგით და ჰელსინკის აეროპორტში დაშვებულიყო.

გერმანიის ხელისუფლებამ რუსი კოლეგების ეს ქმედება არამეგობრულად შეაფასა და თვითმფრინავის ისედაც გაჭირვებული მგზავრებისთვის დამატებითი სახიფათო სიტუაციის შექმნისთვის, კრემლი მკაცრად გააკრიტიკა.

ასეთი ფათერაკებით, ჩინეთიდან გერმანიაში ევაკუირებულ მგზავრებს შორის გერმანიის ორ მოქალაქეს აღმოაჩნდა კორონავირუსი და ისინი იზოლირებულნი იყვნენ, მაგრამ ეს მხოლოდ გერმანიაში დაფრენისა და ლაბორატორიული კვლევების შემდეგ გაირკვა და რუსულ მხარეს არანაირად არ ეცოდინებოდა წინასწარ ამის შესახებ, რომ რაიმეთი გამართლებულიყო მათი საქციელი. ამასთანავე, ჩარტერული თვითმფრინავის დაჯდომა საწვავის შესავსებად, როდესაც მგზავრები არ ტოვებენ თვითმფრინავის ბორტს, მოსკოვის აეროპორტს ვერანაირ საფრთხეს ვერ შეუქმნიდა.

პ.ს. რუსეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა 3 თებერვალს გასცა ბრძანება კორონავირუსით დაავადებული უცხოელების რუსეთის ტერიტორიიდან სასწრაფო დეპორტაციის შესახებ და ახალი ჩინური კორონავირუსი შიდსა და შავი ჭირს გაუთანაბრა.

მანამდე კი პრეზიდენტმა პუტინმა საჰაერო-კოსმოსურ ძალებს ჩინეთიდან რუსეთის მოქალაქეების ევაკუაცია დაავალა. საინტერესოა, ჩინეთმა ან რომელიმე სხვა ქვეყანამ რუსულ თვითმფრინავებს პრობლემები რომ შეუქმნან რუსეთის მოქალაქეების ევაკუაციის პროცესში, როგორ მოეწონებათ ეს მოსკოვში?


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

დოფინე
07 მარტი 2020 21:03
ყველა მგზავრი თვითმფრ. რჩებოდა. მარტო ეკიპაჟი იცვლებოდა,რომლებიც წინასწარ,შეთანხმებისამებრ ჩაფრინდნენ მოსკოვში. თუ თვითმფრ.კორპუსი ასხივებდა კოვიდ--19?? რა მოსაწონია რუსეთის საქციელი ამ შემ-ში?
ნატა
06 თებერვალი 2020 05:17
ირმა გეთამხმები ყველაფერში
აჩიკო
05 თებერვალი 2020 17:18
ძალიან კარგადაც მოქცეულა რუსეთის მთავრობა,აბა ქართველები ყოფილყვნენ,აეროპორტში კი არა ყველას ეგრევე კარს გაუღებდნენ და შემოუშვებდნენ ქვეყანაში

რუბრიკის სხვა სიახლეები
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა