ოფიციალური ანკარისა და მოსკოვის ინტერესთა შეჯახება გარდაუვალია - პუტინსა და ერდოღანს ნაყინის ერთად დაგემოვნების სურვილი მალე აღარ ექნებათ?
ოფიციალური ანკარისა და მოსკოვის ინტერესთა შეჯახება გარდაუვალია - პუტინსა და ერდოღანს ნაყინის ერთად დაგემოვნების სურვილი მალე აღარ ექნებათ?
სირიის იდლიბის პროვინციაში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები რუსეთისა და თურქეთის სტრატეგიულ ინტერესებს ერთმანეთს სერიოზულად უპირისპირებს, რაც პრინციპში პროგნოზირებადი გახლდათ.

სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის ერთგულმა არმიამ ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, იდლიბის პროვინციაში ქალაქი სარაქიბი აიღო და ალეპო-დამასკოს შემაერთებელ სტრატეგიული მნიშვნელობის ავტომაგისტრალზე თავისი კონტროლი დაამყარა.

სირიის არმიის მთავარი მოწინააღმდეგე იდლიბის პროვინციაში მიმდინარე სისხლისმღვრელი ბრძოლების დროს არის "ჰაიათ ტახრირ აშ-შამ"-ის მებრძოლთა დაჯგუფება, რომელიც საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული ,ასევე სირიელი თურქმენ-თურქომანების საბრძოლო რაზმები, მათ ღიად უჭერს
მხარს თურქეთის არმია, რომელმაც სირიის ტერიტორიაზე უკვე გადაისროლა მძიმე საბრძოლო ტექნიკა.

ასე, რომ მოსკოვისა და ანკარას ინტერესების დაჯახება სირიაში გარდაუვლად მოჩანს, რადგან პუტინის ბრძანებით სირიაში განთავსებული რუსეთის სამხედრო კონტინგენტი (და განსაკუთრებით რუსული საბრძოლო ავიაცია) კვლავ აქტიურად გააგრძელებს სირიის არმიის დახმარებას (ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის
საბრძოლო დანაყოფებთან ერთად) იდლიბის რაიონში ბაშარ ასადის ხელისუფლების მთლიანად აღდგენისათვის.

უკან დამხევი არც პრეზიდენტი ერდოღანი მოჩანს, რომლის სტრატეგიულ მიზნებში თურქეთის ახლო აღმოსავლეთში გაძლიერების გეგმა შედის, რის გამოს ის ბოლო წლებია აქტიურად ცდილობს სამოქალაქო ომში გახვეული სამხრეთელი მეზობლის-სირიის საზღვრის გასწვრივ არანაკლებ 30 კმ-იანი ბუფერული ზონა შექმნას, რათა სირიისა და თურქეთის ტერიტორიებზე მაცხოვრებელ ქურთებს ერთმანეთთან ურთიერთობა არ ჰქონდეთ.

რუსი და თურქი სამხედროების საბრძოლო შეტაკებები სირიის ტერიტორიაზე შეიძლება ჯერ კიდევ წინ იყოს, მითუმეტეს, რომ იანვრის ბოლოსა და თებერვლის დასაწყისში უკვე მოხდა გარკვეული ინცინდენტები, რასაც ხუთი თურქი სამხედრო და ოთხი რუსი სნაიპერი შეეწირა იდლიბის პროვინციაში.

რუსული ახალი საზენიტო-სარაკეტო სისტემების თურქეთისთვის მიყიდვისა თუ თურქეთში რუსების დახმარებით ატომური ელექტროსადგურის აშენების გეგმების მიუხედავად, სირიაში ამ ორი ქვეყნის სტრატეგიული მისწრაფებების უკიდურესად დაპირისპირების გამო, შეიძლება მალე ისე მოხდეს, რომ პუტინსა და ერდოღანს ნაყინის ერთობლივად დეგუსტაციის სურვილი აღარ გაუჩნდეთ...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
მკითხველის კომენტარი (2)
მურმანი
24 თებერვალი 2020 21:16
ერთი ამერიკელები არიან მამა აბრამის ბატკნები ისინი საერთოდ არ ერევიან არავის საქმეში მარტო რუსეთი და თურქები ხოცავენ
ნინო
14 თებერვალი 2020 03:33
ნეტამც სულ ნუ უჭამიათ ნურც ნაყინი და ნურც საჭმელი ამ კაციჭამიებს გაწყვიტეს თავიანთი ამბიციების გულისთვის საცოდავი ადამიანები

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები