ყველას ჩამოვაგდებ... სირიელსაც და რუსსაც! - ერდოღანის მუქარა
ყველას ჩამოვაგდებ...  სირიელსაც და რუსსაც! - ერდოღანის მუქარა
ფოტო:პრეზიდენტი ერდოღანი უკან დახევას არ აპირებს
სირიის იდლიბის პროვინციაში საბრძოლო მოქმედებები ბოლო დღეებში კიდევ უფრო ინტენსიური გახდა, ყოველდღიურად ათეულობით მებრძოლი იღუპება დაპირისპირებული მხარეებიდან, რასაც საჰაერო დაბომბვებით დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობაც ემატება.
იდლიბის პროვინციაში შეტევით ოპერაციას სირიის არმია ახორციელებს, რომელსაც აქტიურ მხარდაჭერა უწევს რუსეთის ავიაცია, ასევე რუსული სპეცდანიშნულების რაზმები.

პრეზიდენტ ბაშარ ასადს გაუჩნდა საუკეთესო შანსი აღადგინოს კონტროლო იდლიბის მთელ პროვინციაზე და იქიდან გაყაროს მეზობელი თურქეთის ინტერესების გამტარებელი თურქომანი მებრძოლები.

მაგრამ ეს ძალზე რთული იქნება, რადგან ანკარამ სირიის იდლიბის
რაიონში 12 თებერვლის ღამით უკვე გადაისროლა მრავალრიცხოვანი ჯავშანტექნიკა და სირიის არმიას უკვე არამარტო "კალაშნიკოვით" შეიარაღებული პარტიზანები უპირისპირდებიან, არამედ თურქეთის არმიის "ლეოპარდის" ტიპის ტანკებიც.
სირიის "მფრინავ ნიანგს" მარცხენა ფრთა "მოტეხეს"
სირიის არმიის მთავარი უპირატესობა იმაში გახლდათ, რომ საჰაერო სივრცეს მთლიანად აკონტროლებდნენ და საჰაერო დარტყმებს აყენებდნენ პროთურქულ ძალებს, მათ შორის ჰმეიმიმის საჰაერო ბაზიდან აფრენილი
რუსული ბომბდამშენების და მოიერიშეების საშუალებით.

თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა საქვეყნოდ დაიქადნა, რომ იდლიბის თურქულენოვანი მოსახლეობის საჰაერო დაბომბვებს არავის აპატიებს და ყველას ჩამოაგდებს, იქნება ეს სირიელი თუ რუსი პილოტი!

ერდოღანი, რომ სიტყვებს ქარს არ ატანს, მალევე გამოჩნდა - ჯერ იყო და სირიის საბრძოლო შვეულმფრენს მი-35-ს მარცხენა ფრთა "მოტეხეს" საზენიტო ქვემეხიდან ნასროლი ჭურვით, თუმცა ამ "მფრინავმა ნიანგმა" მაინც მოახერხა აეროდრომზე მშვიდობიანად დაშვება (სხვათა შორის ეს შვეულმფრენი მანამდე რუსეთის სამხედრო ბაზის კუთვნილება გახლდათ, ვიდრე სირიელებს გადაულოცავდნენ).

სირიის მეორე შვეულმფრენის მი-8მტ-ს ჩამოგდების ვიდეოკადრებმა კი მსოფლიოს ინტერნეტსივრცე დაიპყრო - მაღალ სიმაღლეზე მფრენ შვეულმფრენს რაკეტის მოხვედრის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა და ის რამდენიმე წუთი ვარდებოდა და თან ჰაერში ნაწილებად იშლებოდა.
იმის გამო, რომ შვეულმფრენი გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების, "იგლასა" თუ "სტინგერის" მოქმედების არეალზე უფრო მაღლა მიფრინავდა, ჩნდება ვერსია, რომ ის მიწიდან კი არ ჩამოაგდეს, არამედ რამდენიმე ათეული კმ-იდან თურქული ფ-16-ის მიერ გაშვებულმა "ჰაერი-ჰაერი" კლასის მართავადმა რაკეტამ იმსხვერპლა.
თურქულმა გამნადგურებელმა სირიულ შვეულმფრენს რაკეტა მოარტყა
ხუთი წლის წინ თურქეთმა უკვე ჩამოაგდო რუსული საფრონტო ბომბდამშენი სუ-24მ, ხოლო კატაპულტირებული და პარაშუტით დაშვებული პილოტი თურქომანმა მებრძოლებმა ჰაერშივე დახვრიტეს, რის გამოც მაშინ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა.

მას შემდგომ მოსკოვი და ანკარა თითქოს ერთმანეთს "ჩაეხუტნენ", ვაშინგტონის გულის გასახეთქად, მაგრამ სირიაში დღეს არსებული უკიდურესად დაძაბული სიტუაციის ფონზე, როდესაც არც ერდოღანი თმობს სირიის იდლიბში მაცხოვრებელ თურქომანებს და არც პუტინი აჩერებს იდლიბის იერიშზე გადასულ ასადს, დიდი ალბათობა არსებობს, რომ ფრონტის ხაზზე რუსულ-თურქული სამხედრო შეჯახებებიც მოხდეს...


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს


სირიის შვეულმფრენის ჩამოგდების ვიდეოკადრები
მალისა
05 მარტი 2020 11:54
20 მილიონი მუსლიმი ცხოვრობს რუსეთში, ომი თუ დაიწყო მარტივ მამრავლებად დაშლიან რუსეთს
...
29 თებერვალი 2020 11:08
თორემ რას ამბობთ ქრისტიანები თუ ვართ მითომ არ გვზოგაავს...რუსეთი არის სისხლის მსმელი ვამპირი ყველგან სადაც ეგ შედის სისხლის სუნი დგას
მურმანი
24 თებერვალი 2020 21:09
შენი გადაგდებული არ გეიშვა ერდოგან თუ დასჭირდება რუსეთს აგახევს ცხვირს და პირს

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები