საჰაერო ბრძოლები სირიის ცაში, ანუ რაც შეიძლება მომხდარიყო საქართველო-თურქეთის საზღვარზე "ცივი ომის" დროს...
საჰაერო ბრძოლები სირიის ცაში, ანუ რაც შეიძლება მომხდარიყო საქართველო-თურქეთის საზღვარზე "ცივი ომის" დროს...
ფოტო:Су-24М ტიპის ბომბდამშენის სირიის ცაში ჩამოგდების მომენტი
სირიის იდლიბის პროვინციიდან ყოველდღე ახალი ინფორმაცია ვრცელდება საბრძოლო მოქმედებების შესახებ, რაც არც არის გასაკვირი, რადგან ის დღეს ჩვენი პლანეტის ყველაზე "ცხელი წერტილია".

მიწაზე გააფთრებულ ბრძოლებში ერთი მხრივ მონაწილეობს ასადის ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი პროთურქული შეირაღებული დაჯგუფებები, რომლებსაც უკვე ღია სამხედრო დახმარებას უწევს სირიის ტერიტორიაზე გადასული თურქეთის რეგულარული არმიის შენაერთები.

მოწინააღმდეგე მხარეს კი წარმოადგენს პრეზიდენტ ბაშარ ასადის ერთგული სირიის არაბული არმია, რომელსაც მხარს უჭერს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების საბრძოლო ავიაცია, ირანის ისლამური რევოლუციის
გუშაგთა კორპუსის დანაყოფები და ქურთების შეიარაღებული რაზმები.

ხმელეთზე დაპირისპირებას ბოლო დღეებში დაემატა ცაში გამართული საჰაერო ბრძოლებიც, რის შედეგად დაპირისპირებული მხარეების საჰაერო ძალებმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადეს.

ასადის საჰაერო თავდაცვამ რუსული საზენიტო-სარაკეტო საშუალებებითა და რუსი სპეციალისტების დახმარებით ათამდე "ბაირაკტარისა" და "ანკას" ტიპის თურქული უპილოტო სადაზვერვო-დამრტყმელი საფრენი აპარატი
ჩამოაგდო, თურქებმა კი სირიის არანაკლებ ხუთი შვეულმფრენი, ერთი სასწავლო-საბრძოლო "ალბატროსი" და ორი საფრონტო ბომბდამშენი გაანადგურეს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ერთ დღეს, ერთმანეთის მიყოლებით, სირიის საჰაერო ძალების კუთვნილი Су-24М ტიპის ორი საფრონტო ბომბდამშენის ჩამოგდება, რაც თურქულმა F-16 ტიპის გამანადგურებლებმა შორი მოქმედების "ჰაერი-ჰაერი" კლასის "ამრაამის" ტიპის რაკეტებით განახორციელეს.
თუ გავიხსენებთ, რომ 2015 წლის ნოემბერში სირია-თურქეთის საზღვარზე თურქულმა F-16-მა ასეთივე რუსული საფრონტო ბომდამშენი ჩამოაგდო, გამოდის, რომ პირველი "ცივი ომის" შეიძლება ანალოგიური სცენარი გათამაშებულიყო.
 თურქეთის ამერიკული გამანადგურებელი და სირიის რუსული ბომბდამშენი
საქმე ის არის, რომ საბჭოთა პერიოდში ქუთაისთან, კოპიტნარის აეროდრომზე საბჭოთა სამხედრო-საჰაერო ძალების 143-ე ბომბდამშენების საავიაციო პოლკი იყო დისლოცირებული, რომლის შეირაღებაში არსებულ Су-24М ტიპის საფრონტო ბომბდამშენების(26 თვითმფრინავი) ეკიპაჟების მთავარი საბრძოლო ამოცანა ნატო-ს წევრი, მეზობელი თურქეთის სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა გახლდათ, მათ შორის, ბირთვული საავიაციო ბომბების გამოყენებითაც.

ამაში, ამ ბლოგის ავტორი თავადაც დარწმუნდა-1993 წლის გაზაფხულზე, აფხაზეთის ომის დროს, კოპიტნარის აეროდრომზე რამდენიმე დღე მომიწია ყოფნა, საიდანაც აფრენილი ჩვენი Су-25 ტიპის მოიერიშეები მოწინააღმდეგის პოზიციებს ბომბავდნენ ტყვარჩელისა და ზემო ეშერის მიდამოებში. რუსეთის საავიაციო პოლკი ახალი გასული იყო კოპიტნარიდან და ბევრი ნივთები აეროდომის სათავსოებში უპატრონოდ ეყარა, რომელთა შორის აღმოვაჩინე ალბომი, რომელშიც ჩაწებებული იყო თურქეთის ტერიტორიაზე გადაღებული საჰაერო დაზვერვის ფოტოსურათები, მათზე გამოსახული სარაკეტო დანადგარებით. როგორც ჩანს ამ სადაზვერვო ფოტოსურათებით ასწავლიდნენ კოპიტნარის ბომბდამშენების ეკიპაჟებს, თუ როგორ გამოიყურებოდა ტყეში გადამალული სარაკეტო დანადგარები და როგორ აღმოეჩინათ ისინი.
მაგრამ რამდენად წარმატებულად შეძლებდნენ კოპიტნარიდან აფრენილი საბჭოთა Су-24М-ები თურქეთის ტერიტორიის დაბომბვას, თუკი მათ ცაში თურქული F-16-ები დახვდებოდნენ?

თურქეთმა ამერიკული ერთძრავიანი გამანადგურებელი თვითმფრინავების F-16-ების შეძენა 1987 წლიდან, ძირითადად სწორედ იმიტომაც დაიწყო, რომ საბჭოთა საქართველოდან, კოპიტნარის ბომბდამშენების შესაძლო საჰაერო თავდასხმა მოეგერიებინა.

მაშინ, პირველი "ცივი ომი" საბედნიეროდ აღარ გადაიზარდა "ცხელ" ფაზაში და საბჭოთა იმპერიის დაშლით დასრულდა, მაგრამ დღეს თუ როგორი საბრძოლო ეფექტიანობით აგდებენ თურქული F-16-ები ჯერ კიდევ საბჭოთა წარმოების Су-24М-ებს,უფრო იმაზე მიუთითებს, რომ 30 წლის წინაც კოპიტნარის საბჭოთა ბომბდამშენ პოლკს მცირე შანსები ექნებოდა, რომ ნატო-ს წევრი თურქეთის ტერიტორიაზე ზუსტი საჰაერო დარტყმები განეხორციელებინა...

P.S. ეს საავიაციო პოლკი კოპიტნარიდან მოროზოვსკში(როსტოვის ოლქი) გაიყვანეს. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ამ ბომბდამშენებით საქართველოს ტერიტორია რამდენჯერმე დაბომბეს(ორი ასეთი რუსული ბომბდამშენის ჩამოგდება ქართველმა მეზენიტეებმაც შესძლეს) და ეხლაც,სირიაში,ჰმეიმიმის რუსულ საჰაერო ბაზაზე რამდენიმე Су-24М ტიპის ბომბდამშენია,რომლებიც თავის დროზე კოპიტნარში ბაზირებდნენ...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
ირაკლი ალადაშვილი
28 მარტი 2020 21:23
imerels


„იმერელო“ ეგ 33 წლის წინ იყო! ძმურად,თავი გამახსენე!

ირაკლი ქუთაისელი
05 მარტი 2020 10:56
გამანადგურებლების დაცვის გარეშე ისინი არ იფრენდნენ. დაუცველი ბომბდამშენი გაცილებით ძველი გამანადგურებლების წინაშეც განწირულია, რად უნდა მეოთხე თაბის f-16
imereli
04 მარტი 2020 21:09
gushindel dgesavit maxsovs,iraklisan gatarebuli ekvsi tve,herniaxovskshi, gaixare irakli.kuyaiseli.

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები