მალაიზიური "ბოინგის" "მკვლელის" პასუხისგების დრო დადგა - რა ვერდიქტს გამოუტანს ჰააგის სასამართლო რუსეთს?
მალაიზიური "ბოინგის" "მკვლელის" პასუხისგების დრო დადგა - რა ვერდიქტს გამოუტანს ჰააგის სასამართლო რუსეთს?
მიუხედავად, იმისა, რომ გამოძიების მიერ გამოვლენილი ყველა ფაქტი რუსულ კვალზე მიუთითებს, მხოლოდ სასამართლოს ექნება უფლება გამოიტანოს საბოლოო ვერდიქტი...

9 მარტს ნიდერლანდებში, ჰააგაში დაიწყო სასამართლო პროცესი, რომელიც 2014 წლის 17 ივლისს უკრაინის საჰაერო სივრცეში მალაიზიური სამგზავრო "ბოინგის" ჩამოგდებისა და 298 ადამიანის დაღუპვის საქმეს განიხილავს.

საერთაშორისო ერთობლივმა საგამომძიებლო ჯგუფმა განვლილი თითქმის ექვსი წლის განმავლობაში, დიდი მოცულობის საგამომძიებლო და საექსპერტო სამუშაოები გასწია და დადო საბოლოო დასკვნა იმის შესახებ, რომ სამგზავრო "ბოინგი" ჩამოაგდო რუსეთიდან
დონბასში მალულად გადაყვანილმა რუსეთის შეიარაღებული ძალების კურსკის 53-ე საზენიტო-სარაკეტო ბრიგადის კუთვნილმა საზენიტო-სარაკეტო დანადგარ "ბუკის" ეკიპაჟმა, ერთი საზენიტო რაკეტის გასროლით, რის შემდეგაც, ეს "ბუკი" ეკიპაჟითურთ უკან რუსეთის ტერიტორიაზე სასწრაფოდ დააბრუნეს.

საგამოძიებო ჯგუფმა დაასახელა ოთხი ეჭვმიტანილის გვარი (სამი რუსეთის და ერთი უკრაინის მოქალაქე), რომლებმაც ორგანიზება გაუწიეს რუსული
"ბუკის" უკრაინის ტერიტორიაზე შეყვანა-გამოყვანის ფარულ პროცესს. გარდა ამისა, გამოძიებას აქვს ჩვენებები არანაკლებ 13 თვითმხილველისა, რომლებიც შეესწრნენ რუსული "ბუკიდან" საზენიტო რაკეტის გაშვების ფაქტს. მათი ჩვენებები აქამდე საიდუმლოდ ინახებოდა და პირველად სასამართლო პროცესზე გაასაჯაროებენ.

რუსეთმა, რა თქმა უნდა, არ აღიარა ეს ბრალდება, ათასნაირი მცდარი ვერსიების გავრცელება დაიწყო და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებიც დაბლოკა.

სიმართლის დასადგენ ერთადერთ გზად, ღია სასამართლო პროცესი რჩებოდა და აი, ისიც დაიწყო.

სასამართლო ტარდება, ჰააგიდან 50 კმ-ში მდებარე "სკიპჰოლში", რომელიც იმ აეროპორტის სიახლოვესაა, საიდანაც მალაიზიური "ბოინგი" უკანსკნელად გაფრინდა.

სასამართლო პროცესი 25 კვირა გაგრძელდება და მას სამი ნიდერლანდელი მოსამართლე წაიყვანს, თუმცა ეჭვმიტანილების სასამართლოზე გამოძახებას არ აპირებენ, რადგან რუსეთის ფედერაციის კანონი ამას არ დაუშვებს, ამიტომაც მათ დაკითხვას ვიდეოკავშირით ეცდებიან.

სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, რთულ სიტუაციაში წარიმართება, რადგან რუსეთის ხელისუფლება შეეცდება "საინფორმაციო ომის" ელემენტების ფართოდ გამოყენებით, ყველანაირად ხელი შეუშალოს სასამართლოს მიერ სიმართლის დადგენას, რისთვისაც, არ არის გამორიცხული, ამ პროცესის მონაწილეთა დისკრედიტაციისა და ღია შანტაჟის კამპანიაც კი დაიწყოს...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
123
30 მარტი 2020 10:45
ვერდიქტი კი არა ტოროლა
გიორგი
11 მარტი 2020 15:57
რა ვერდიქტი უნდა გამოუტანონ მაგ ცვედანებმა?! შეშფოთდებიან და მორჩა.
!!!!!
10 მარტი 2020 18:22
შეშფოთდებიან, მერე აღშფოთდებიან დააააა მერე ევროსაბჭოში რუსეთს ხმის მიცემის უფლებას აღუდგენენ მეორეჯერ.......
სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს......

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები