არიან თუ არა სათანადოდ დაცული, მედიკოსების შემდეგ კორონავირუსის შემაკავებელი მთავარი ზღუდე, პოლიციელები და სამხედროები?
არიან თუ არა სათანადოდ დაცული, მედიკოსების შემდეგ კორონავირუსის შემაკავებელი მთავარი ზღუდე, პოლიციელები და სამხედროები?
რისკ-ფაქტორის ჯგუფი: მედიკოსები, პოლიციელები, სამხედროები...

პოლიციელისა და სამხედროსთვის მარტო პირბადესა და სათვალის მიცემა არ კმარა, ისინი ექიმებივით, დამცავ კომბინზონებში უნდა იყვნენ გამოწყობილნი

საქართველო, ამ ეტაპზე საბედნიეროდ უმკლავდება კორონავირუსის აფეთქების ტალღას, რაც მოქალაქეებთან ერთად, სახელმწიფო სტრუქტურების დამსახურებაა, განსაკუთრებით კი მედიკოსების, პოლიციელებისა და ბოლო დღეებში მათ გვერდით დამდგარი სამხედროებისაც.

ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების კარანტინზე აყვანა, ადვილი საქმე არ არის და ეს ოპერაცია სწორ დაგეგმვასა და განხორციელებას მოითხოვს, მითუმეტეს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ერთი
ნაწილის მოქალაქოებრივი შეგნება სათანადო დონეზე არ არის და ისინი თავს უფლებას აძლევენ სამართალდამცავებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფაც კი მიაყენონ.

მაგრამ, სიტყვიერი და თვით ფიზიკური შეურაცხყოფის გარდა, პოლიციელებსა და სამხედროებს, სხვა ბევრად უფრო საშიში საფრთხე ელოდებათ სწორედ კორონავირუსით დაინფიცირების სახით, რადგან ისინი მედიკოსების შემდეგ, თავდაცვის მეორე
ზღუდეზე დგანან.

პოლიციელები, მათ შორის პატრულის ეკიპაჟები, მართალია უშუალოდ არ კურნავენ დაინფიცირებულებს, მაგრამ არანაკლები რისკის ქვეშ არიან, მაგალითად, პატრულის მანქანებით გადაჰყავთ კარანტინის დამრღვევები, რომლებშიც შეიძლება უკვე დაინფიცირებულებიც კი იყვნენ.

თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის დანაყოფები აქტიურად ჩაერთვნენ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების კარანტინის უზრუნველყოფის ოპერაციაში და საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე ავტომობილების დეზინფექციას ახორციელებენ.

მედიკოსების შემდეგ, პოლიციელები და სამხედროები პირველ რიგებში დგანან იმ რისკ-ჯგუფში, რომელიც უშუალოდ ეკონტაქტებიან კორონავირუსისთ დაინფიცირებულებს.

თავდაცვის ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის სწრაფი რეაგირების ასეულის პირადი შემადგენლობა ყველაზე კარგადაა მომზადებული პირადი უსაფრთხოების დასაცავად აირწინაღებისა და სპეციალური დამცველი კოსტუმების გამოყენებით, მაგრამ იგივეს მტკიცება თავდაცვის ძალების დანარჩენ პირად შემადგენლობაზე და მითუმეტეს პოლიციელებზე, ძალიან გაგვიჭირდება.

სამხედრომ იცის, როგორ დაიცვას თავი მოწინაღმდეგის ტყვიებისგან ჩაფხუტისა და ჟავშანჟილეტის გამოყენებით, მაგრამ შეუიარაღებელი თვალით უხილავი კორონავირუსის შემოტევისგან, ვერც ჟავშანჟილეტი დაგიცავს და ვერც ჯავშანტრანსპორტიორი.

პოლიციელსაც და სამხედროსაც გაფრთხილება სჭირდება, რადგან საგანგებო მდგომარეობის განხორციელება მათ გარეშე წარმოუდგენელია, მითუმეტეს, თუ საქართველოს კიდევ რომელიმე რეგიონებში დაგვჭირდა კარანტინის შემოღება.

დავალების შესრულების დროს პოლიციელებიც და სამხედროებიც, პირბადესა და დამცავი სათვალეების გარდა, კარგი იქნება აღჭურვილნი იყვნენ სპეციალური დამცავი კომბინიზონებით, რაც მათი უსაფრთხობის დონეს აამაღლებს კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის პროცესში.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
ლიახვისპირელი
25 მარტი 2020 23:35
სასწრაფოდ აღჭურვეთ სამხედროებიცა და პოლიციელებიც ქიმიური თავდაცვის საშუალებებით. ჯანმრთელობას ვუსურვებ ყველას!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები