რამდენად სჭირდებოდა იტალიას კორონავირუსთან ბრძოლაში პუტინის დახმარება და რამ შეაშფოთა ნატო?
რამდენად სჭირდებოდა იტალიას კორონავირუსთან ბრძოლაში პუტინის დახმარება და რამ შეაშფოთა ნატო?
ფოტო:რუსული სამხედრო "კამაზების" კოლონა იტალიის გზაზე
კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი იტალიაში, დღე-ღამეში ათასი ადამიანის ზღვარს მიუხლოვდა, რაც უზარმაზარი ტრაგედიაა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ამ სახელმწიფოსთვის, რომელსაც ასეთი დანაკარგები 24 საათის განმავლობაში, მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი არ ჰქონია.

იტალიამ, ისევე როგორც ესპანეთმა, ნატოს ჰუმანიტარული დახმარებისთვის მიმართა, მაგრამ სანამ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობა გადაწყვეტილებას მიიღებდა, იტალიაში ცხრა რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩაფრინდა რუსი სამხედროების "დესანტით".

იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯუზეპე კონტეს თხოვნით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა რუსეთის არმიის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების
დანაყოფი და სამხედრო ვირუსოლოგები გააგზავნა ჩრდილოეთ იტალიაში კორონავირუსთან ბრძოლაში დასახმარებლად.

ასამდე რუსი სამხედრო სპეციალისტი, რომელთა განკარგულებაშია სამ ათეულამდე სპეცმანქანა, უკვე შეუდგა სადეზინფექციო სამუშაოებს იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში, რასაც არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა, როგორც თავად იტალიაში, ისე მთლიანად ევროპაში.
ნაწილმა ძალზე დადებითად შეაფასა იტალიისთვის რუსეთის დახმარება, ნაწილმაც კი
ამაში პრეზიდენტ პუტინის მორიგი წარმატებული პიარშეტევა დაინახა ნატოსთან მიმართებაში.

მართლაც, ერთი შეხედვით, ნატოს წევრი ქვეყანა იტალია, რომელიც დღეს, სამწუხაროდ კორონავირუსის პანდემიის ცენტრს წარმოადგენს არა მარტო ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში, უფრო ბევრად მეტ დახმარებას ელოდებოდა ჩრდილოატლანტიკური ალინსისგან და ამ დროს მას დახმრების ხელს უწვდის ნატოს მთავარი პოტენციური მოწინააღმდეგე - რუსეთი...

მაგრამ, მეორე მხრივ, თავად იტალიელი სამხედროების შეფასებით, რუსეთიდან იტალიაში ჩატანილი დახმარების 80%-მდე, უბრალოდ აზრს მოკლებულია და თუ რუსეთს მართლაც რეალური დახმარების აღმოჩენა სურდა, აჯობებდა იტალიისთვის ერთჯერადი პირბადეების დიდი პარტია ან სულაც ხელოვნური სუნთქვის აპარატები გაეგზავნა, რადგან ქუჩების მორწყვას და სადეზინფექციო ხსნარების შესხურებას ოთახებში, იტალიელებიც გაართმევდნენ თავს...

ასეა თუ ისე, პრეზიდენტმა პუტინმა დიდი პიარმოგება ნახა იტალიაში ასიოდე რუსი სამხედროს გადასროლით, რასაც შეიძლება დაემატოს ამ რუს სამხედროების რიგებში შეფარულად მყოფი მზვერავების წარმატებული მოქმედებებიც, იტალიური და ამერიკული სამხედრო ობიექტების "გაცნობისას".

მაგრამ იბადება კითხვა - სად იყო ნატოს მთავარი ძალა - აშშ, რომელსაც იტალიის ტერიტორიაზე საკუთარი სამხედრო ბაზებიც აქვს და ამ ბაზებიდან შეეძლო ბევრად უფრო მეტი დახმარების აღმოჩენა იტალიელი ხალხისთვის, ვიდრე ეს პუტინის გაპიარებულმა "დესანტმა" გააკეთა?

1949 წელს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შექმნის მთავარი აზრი სწორედ იმაში გახლდათ, რომ ევროპის ქვეყნებს, აშშ-სა და კანადასთან ერთად კოლექტიური თავდაცვა უნდა განეხორციელებინათ მოწინააღმდეგესთან ბრძოლაში, თუკი ის ალიანსის რომელიმე ერთ წევრსაც კი დაესხმებოდა თავს.

მართალია, კორონავირუსის პანდემია ყოფილ საბჭოთა საფრთხეზე უფრო საშიში გამოდგა და ნატოს წევრ ყველა ქვეყანას ერთდროულად "დაესხა" თავს, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ალიანსმა კოლექტიური თავდაცვის მთავარი პრინციპი დაივიწყოს?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
???
31 მარტი 2020 12:38
იტალია მადლიერია და თქვენ რაზე კამათობთ?
xx
30 მარტი 2020 10:48
ნატოს ბაზები რო დაყუდებულან და პირდაფჩენილები უყურებენ სად იყვნენ ადრე დღეს რო შეშფოთებულები არიან? ნატო ხელოვნურად შექმნილი ბლოკია სადაც აშშ წარმატებით ასაღებს თავის იარაღს
xx
30 მარტი 2020 10:41
ფაქტი ფაქტად რჩება, რუსეთია დღეს იტალიაში და არა აშშ, ბაზები ,,პაკაზუხობის" როლს ასრულებს. ნატო კი არა იხვის ტოლმა, სად ნახეთ მაგათი გაკეთებული საქმე? უბრალოდ შეშფოთებულები არიან თუ არა შეშინებულები

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები