31 წლის წინ, რუსთაველზე საბჭოთა ხელისუფლებამ ქართველებს მინი ქიმიური ომი მოგვიწყო
09-04-2020
31 წლის წინ, რუსთაველზე საბჭოთა ხელისუფლებამ ქართველებს მინი ქიმიური ომი მოგვიწყო
31 წლის წინ, თბილისში,  რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი მიტინგის დაშლისას, მაშინდელი საბჭოთა კავშირის შსს-სა და თავდაცვის სამინისტროს ძალებმა ალესილი მესანგრის ნიჩბების გარდა, არანაკლებ საშიში ორი სახეობის სპეციალური ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს, რომლებიც განეკუთვნებოდნენ საბრძოლო მომწამვლელი აირების კატეგორიას.
9 აპრილის ტრაგედიის გამოძიებამ დაადგინა, რომ მიტინგის დაშლაში არანაკლებ 2 500 საბჭოთა მილიციელი და სამხედრო იღებდა მონაწილეობას, მათ შორის ავღანეთიდან ახალი გამოყვანილი საჰაერო-სადესანტო ჯარების 345-ე საპარაშუტო-სადესანტო პოლკის 440-მდე სამხედროც, რომელთა სისასტიკეში ავღანეთის მოსახლოება მანამდე არაერთხელ
დარწმუნდდა.

გამოძიების თანახმად, მიტინგის დარბევისას დაღუპული სამოქალაქოებიდან 18-ს ასფიქსია აღენიშნებოდა, რისი ძირითადი გამომწვევი მიზეზიც შეიძლება სწორედ ქიმიური ნივთიერებებით მოწამვლა გახდა, ჭყლეტვასთან ერთად. ამასთანავა, 251 დაზარებულებისგან უმეტესობას ასევე აღენიშნებოდა ქიმიური მოწამვლის ნიშნები.

მაშინდელმა საბჭოთა გამომძიბლებმა აღიარეს, რომ ასევე ქიმიური მოწამვლის შედეგად 19 სამხედრო და 9 მილიციელი
დაზარალდა.

რუსთაველის პროსპექტზე ადამიანების მოწამვლა გამოიწვია Черёмуха-ს და CS -ის ტიპის სპეციალური საშუალებების გამოყენებამ. დადასტურებულია მიტინგის დაშლაში აქტიურად მონაწილე, მოსკოვიდან თბილისში სპეციალურად გადმოსროლილი ძერჟინსკის დივიზიის (რომელიც საბჭოთა შინაგანი ჯარების ელიტარულ შენაერთს წარმოადგენდა) მე-4 მოტომსროლელი პოლკის მეთაურის მიერ გაცემული ბრძანება CS - ის შემცველი არანაკლებ ოთხი ხელყუმბარის მომიტინგეთა რიგებში გადაგდების შესახებ, რომ არაფერი ვთქვათ უფრო მასობრივად გამოყენებულ Черёмуха-ს ხელყუმბარებზე, რომელიც ასევე საბრძოლო მომწამვლელი ნივთიერებაა და მისი მეორე, სამხედრო დასახელება - CN-ია.

საბჭოთა ტანკების წინ დაწოლილი ქართველი ახალგაზრდები
გამოდის, რომ სამ ათეულ წელზე მეტი ხნის წინ, საქართველოში, დედაქალაქის ცენტრში ნამდვილი მინი ქიმიური ომი მოგვიწყვეს.

ძნელია ამის მტკიცება, მაგრამ მაშინ, 1989 წლის 9 აპრილის იმ ტრაგიკულ ღამეს რუსთაველის პროსპექტზე შეკრებილ, საქართველოს დამოუკიდებლობაზე მეოცნებე ადამიანებს, თან ისეთი სამედიცინო პირბადეები და მითუმეტეს რესპირატორები რომ ჰქონოდათ, რომელთა გარეშე დღეს იმავე რუსთაველის პროსპექტზე კორონავირუსის შიშით, უკვე აღარავინ დადის, იქნებ ნაწილი მაინც გადარჩენილიყო...

P.S. მაგრამ, თუკი 1989 წლის 9 აპრილს მოსკოვიდან მოსული ბრძანებით წამლავდნენ რუსთაველის პროსპექტზე შეკრებილებს, იმ ადგილსავე მომიტინგეების მოწამვლა ანალოგიური CS -ის აირით 2007 წლის 7 ნოემბერსა და 2011 წლის 26 მაისს ვინ განახორციელა?

2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს, იმავე რუსთაველის პროსპექტზე მიტინგის დაშლისას სპეცსაშუალებების გამოყენების ფაქტი მნიშვნელოვნად განსხვავებულია, რადგან არც 9 აპრილს, არც 7 ნოემბერსა და არც 26 მაისს არავინ ცდილობდა პარლამენტის შენობაზე იერიშის მიტანას და მის შიგნით ძალით შეჭრას...

მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამაზრზენი დანაშაული გახლდათ ახლო მანძილიდან მომიტინგეთა და ჟურნალისტების მიმართ დამიზნებით სროლა არალეტარული და მითუმეტეს, ნახევრადლეტარული ვაზნების გამოყენებით. სხვათა შორის ამ მსროლელთა დიდ ნაწილს 7 ნოემბრისა და 26 მაისის მიტინგების დარბევის უხვი "გამოცდილება" ჰქონდათ და მაშინ "დაიგეშნენ", რაც შერჩათ, რადგან მაშინ არავის დაუსჯია, პირიქით პრემიებითაც კი წაახალისეს...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ჟორა
10 მაისი 2020 13:32
გორბაჩოვი ებრაელი არ არის, რუსია და მთავრობაშიც აბსოლიტური უმეტესობა რუსი იყო, ებრაელები იყვნენ მათი ე. წ. მრჩევლები, რაც შეეხება 9 აპრილის ქიმიურ ომს, თბილისში სი-ეს-ის გაზმა კი არ დახოცა ხალხი, არამედ ქლორ პიკრინმა, ეს დაადასტურა დასავლელი მეცნიერების მიერ ჩატარებულმა სპექტრალურმა ანალიზმა. ეს გაზი იყო სამჭოთა კავშირის საბრძოლო ნერვულ-პარალიტიკური ქიმიური იარაღი, რომელიც მანამდე გამოიყენეს ავღანეთთან ომში: კერძოდ პრეზიდენტ ამინის სასახლის იერიშის დროს, ქართველ ე. წ. ავღანელ მებრძოლთა ინფორმაციით, რომლებიც იერიშის შემდგომ შეიყვანეს ამინის სასახლის ტერიტორიაზე, ეს ტერიტორია მოფენილი იყო ასეულობით გვამებით და ტერიტორიაზე იდგა სპეციფიკური სურნელი, ზუსტად ასეთივე სურნელი იყო 9 აპრილის ღამით რუსთაველზე. გორბაჩოვის ბრძანებით მოხდა ეს ყოველივე, რაც მოგვიანებით განაცხადა ტელეინტერვიუში როდიონოვმა და გორბაჩოვი საერთაშორისო დამნაშავეა, მაგრამ რადგანაც მან ხელი შეუწყო საბჭოთა კავშირის დაშლას ამიტომ დასავლეთმა 9 აპრილის დანაშაულზე თვალი დახუჭა.
მეგრელი
12 აპრილი 2020 23:43
ეს ყველაფერი რუსულენოვანი ებრაელების მოწყობილი იყო, რომელიც კარგად ფინანსდებოდა. გაიხსენეთ ვინ იყო საბჭოთა კავშირის პრეზიდენტი და რომელი ხალხი იყო მთავრობაში.... მე ყველაფერი მახსოვს და ალბათ ჩემს თაობასაც... ისინი რუსი- ებრაელები იყვნენ და ეჯავრებოდათ საქართველო და ქართველები სტალინის გამო. სიონისტები, სემიტები, მასონები და ასე შემდეგ...

რედაქტორის რჩევით
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თვის კითხვადი სტატიები