კორონავირუსმა ტექნოგენური კატასტროფების საფრთხეც გაზარდა
კორონავირუსმა ტექნოგენური კატასტროფების საფრთხეც გაზარდა
ფოტო:ახალი კორონავირუსით სპეციალისტების მასობრივი დაინფიცირება ზრდის ტექნოგენური კატასტროფების საფრთხის ალბათობას
ტექნოგენური ავარიების, მათ შორის ატომურ ელექტროსადგურებზე თუ ქიმიური მრეწველობის ობიექტებზე, საფრთხეების დონე მნიშვნელოვნად იზრდება მსოფლიო პანდემიის დროს, რადგან ადამიანების კონტროლი ასეთ რთულ ტექნოლოგიურ პროცესებზე შეიძლება შემცირდეს, თუკი ახალმა კორონავირუსმა მასობრივად დაინფიცირა ამ დარგის სპეციალისტები.
გამონაკლისი ამ მხრივ არც ის სამხედროები არიან, რომლებიც ბირთვული შეიარაღების უსაფრთხობასა და მის საბრძოლო გამოყენებაზე არიან პასუხისმგებლები, რადგან კორონავირუსმა სხვადასხვა ქვეყნების არმიების პირად შემადგენლობაში მეტ-ნაკლები გავრცელება უკვე ჰპოვა და დაინფიცირებული სამხედროების საერთო რიცხვი მთელ მსოფლიოში ისევე
იმატებს, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქეებისა.

თავად წარმოიდგინეთ, რა შეიძლება მოხდეს, თუ ატომური ავიამზიდის ან ატომურ წყალქვეშა ნავის ეკიპაჟს კორონავირუსი შუა ოკეანეში "მოთელავს".

ვინ უნდა იზრუნოს ატომური რეაქტორების უსაფრთხო ფუნქციონირებაზე და ამ მცურავი საშუალებების ბორტებზე არსებული ბირთვული ქობინების დაცვაზე?

არანაკლებ საგანგაშოა მიწისქვეშა შახტებში მუდმივ მორიგეობაზე მყოფი საკონტინენტშორისო
ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტების ბედიც, თუკი მის მომსახურე პერსონალს ახალი კორონავირუსის პანდემია მასობრივად გადაუვლის.

ცალკე თავის ტკივილს წარმოადგენს ატომური ელექტროსადგურების სპეციალისტების დაინფიცირებაც, რადგან ამ სახის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიქტები განსაკუთრებულ და მუდმივ კონტროლს მოითხოვენ - მსოფლიოს ძალიან მწარედ ახსოვს ჩერნობილისა და ფუკუსიმას ატომური ტრაგედიები.

არანაკლებ გასათვალისწინებელია ქიმიური და ნავთობგადამამუშავებელი მრეწველობის მსხვილი ობიქტები, რომლებზეც მომხდარმა ტექნოგენურმა კატასტროფამ შეიძლება ძალზე დააზარალოს არა მარტო ფლორა და ფაუნა, არამედ უდიდესი პრობლემები შეუქმნას თვითიზოლაციაში მყოფ მილიონობით ადამიანს, თუკი ისინი სასმელი წყლის,ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გარეშე დარჩებიან.

პანდემიამოცული მსოფლიოს თითქმის ყველ ქვეყნის ექიმების, პოლიციისა და სამხედროების დიდი ნაწილი უკვე მერამდენე თვეა მობილიზირებულია სწორედ პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად და ძალიან რთული იქნება დამატებით ძალების გამოძებნა რაიმე, ძალზე სერიოზული ტექნოგენური კატასტროფის სალიკვიდაციო სამუშაობის ჩასატარებლად და მასობრივად დაშავებულების ოპერატიულად სამკურნალოდ.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები