რუსეთ - თურქეთის მორიგი, ფარული დაპირისპირება - პუტინისა და ერდოღანის ინტერესები სირიის პარალელურად, ლიბიაშიც გადაიკვეთა
რუსეთ - თურქეთის მორიგი, ფარული დაპირისპირება - პუტინისა და ერდოღანის ინტერესები სირიის პარალელურად, ლიბიაშიც გადაიკვეთა
ახალი კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, საბრძოლო მოქმედებები არც უკრაინის აღმოსავლეთში, არც სირიის იდლიბის პროვინციაში და არც ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლისთან არ შეწყვეტილა.
რაც ყველაზე საინტერესოა, ყველა ამ შეიარაღებულ კონფლიქტში მალულად თუ ღიად მონაწილეობს რუსეთი. თუკი კრემლს სირიაში ოფიციალურად ჰყავს გაგზავნილი თავისი შეიარაღებული ძალების კონტინგენტი, უკრაინის დონბასში და ლიბიაში, რუსი სამხედრო დაქირავებულები მალულად იბრძვიან, მათ შორის "ვაგნერის" დაჯგუფებიდან.

და, აი, ორიოდე დღის წინ, ლიბიის დედაქალაქთან, რუსმა სამხედრო დაქირავებულებმა და მათ მიერ მხარდაჭერილმა ფელდმარშალ
ჰალიფ ჰაფთარის
"ლიბიის ეროვნულმა არმიამ" გამანადგურებელი დარტმა მიიღო მოწინააღმდეგე "ეროვნული თანხმობის მთავრობისგან".
ლიბიელთა სამოქალაქო ომში მოსკოვისა და ანკარის ინტერესების დაჯახება ხდება
ფელდმარშალი ჰაფთარი, რომელსაც რუსეთის ნახევრადოფიციალური მხარდაჭერის გარდა, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან პირდაპირი სამხედრო დახმარებაც აქვს, ასე ადვილად არ დათმობდა სტრატეგიული მნიშვნელობის სამხედრო-საჰაერო ბაზას ტრიპოლის სიახლოვეს,რომ არა თურქული სამხედრო ძალის ღია დახმარება "ეროვნული თანხმობის მთავრობისთვის".

ლიბიის სანაპიროსთან მოდრეიფე თურქული სამხედრო ხომალდებიდან გაშვებული საზენიტო რაკეტებით ჩამოგდებული იქნა ფელდმარშალ ჰაფთარის რამდენიმე საფრენი აპარატი, მათ შორის ჩინური წარმოების ორი უპილოტო სადაზვერვო-დამრტყმელი თვითმფრინავიც, რის შემდეგ ბრძოლების რაიონის თავზე საჰაერო ბატონობა "ეროვნული თანხმობის მთავრობის" შეირაღებული რაზმების მხარეზე გადავიდა.
 თურქული დრონის მიერ დამწვარი და ნაალაფარი რუსული 'პანცირი' ტრიპოლის ქუჩებში
ამას დაემატა ბრძოლებში თურქული უპილოტო დამრტყმელი თვითმფრინავების ჩართვაც, რომლებმაც მიწაზე არანაკლებ სამი, "პანცირის" ტიპის საზენიტო სარაკეტო-საარტილერიო დანადგარი "წერტილოვანი" საჰაერო დარტყმებით გაანადგურეს. აღსანიშნავია,რომ ეს "პანცირები" თავის დროზე რუსეთმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს მიჰყიდა და უკვე იქიდან მოხვდა ლიბიაში. ფელდმარშალს ამ რუსული "პანცირების" დიდი იმედი ჰქონდა და მათ აქამდე მართლაც ჩამოაგდეს რამდენიმე თურქული უპილოტო, მაგრამ ბოლოს თურქებმა სამხედრო ეშმაკობას მიმართეს და ჰაერიდან ააფეთქეს ეს რუსული მობილური საზენიტო საშუალებები.

უკუქცეული ფელდმარშალ ჰაფტარის სარდლობა იმუქრება, რომ ამზადებს ფართომასშტაბიან კონტრიერიშს, რომელშიც აუცილებლად გამოიყენებს ორ საფრონტო ბომბდამშენს სუ-24მ-სა და ექვს გამანადგურებელ მიგ-29-ს, რომლებიც სირიის გავლით მათ რუსეთის ხელისუფლებამ გამოუგზავნა...

სახეზეა შეიარაღებული დაპირისპირების გამწვავება სირიაში, სადაც უკვე ღიად იკვეთება მოსკოვისა და ანკარის სტრატეგიული ინტერესები და უკვე ერთმანეთს ანადგურებენ თურქული და რუსული წარმოების საბრძოლო ტექნიკა.
თურქული უპილოტო მართვად ბომბს აგდებს
ამ ინტერესების შეჯახება პუტინსა და ერდოღანს შორის უკვე მოხდა სირიის იდლიბის პროვინციასთან დაკავშირებით და მიუხედავად იმისა, რომ რუსულ-თურქული საპატრულო ჯგუფები ჯერ კიდევ ახორციელებენ ერთობლივ პატრულირებას სირიის ძირითად ავტომაგისტრალზე, მათ შორის უნდობლობის ფაქტორი შეუიარაღებელი თვალითაც მოჩანს, რაც უახლოესს მომავალში შეიძლება ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გამწვავებაშიც კი გადაიზარდოს.

სირიისგან განსხვავებით, ლიბიაში შეიარაღებული კონფლიქტის დროებით "გაყინვა" ამ ეტაპზე შეუძლებლად მოჩანს, რაც, რა თქმა უნდა, ხელს არ შეუწყობს რუსეთ-თურქეთის თანამშრომლობის გაღრმავებას.

ისე, ერთგვარ პარადოქსია, როდესაც თურქეთი ჯერ რუსეთისგან ყიდულობს თანამედროვე საზენიტო-სარაკეტო სისტემებს ს-400-ებს და მოგვიანებით იმავე რუსეთის წარმოებულ საზენიტო "პანცირებს" ერთმანეთის მიყოლებით ანადგურებს ლიბიაში...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები