ლუგარის ლაბორატორიამ უკვე ცხინვალელ სეპარატისტებსაც "გადაუფრინა" - ცხინვალის მლიქვნელური სიზმრები
ლუგარის ლაბორატორიამ უკვე ცხინვალელ სეპარატისტებსაც "გადაუფრინა" - ცხინვალის მლიქვნელური სიზმრები
ფოტო:ოსმა სეპარატისტებმა ზნაურის რაიონში მიწის, წყლისა და მცენარეების ნიმუშები აიღეს, რათა ლუგარის ლაბორატორიის "კვალი " აღმოაჩინონ...
ძნელია მოიძებნოს ადამიანი, რომელსაც კიპლინგის "მაუგლი" არ წაუკითხავს ან მულტფილმი არ უნახავს. ყველას გვახსოვს, მაუგლისთან მებრძოლი ვეფხვი შერხანი, რომელსაც მუდამ კუდში დასდევს მლიქვნელი "შაკალი".

სწორედ ამ "შაკალის" გულისამრევ მლიქვნელობას წააგავს ცხინვალელი სეპარატისტების ხელმძღვანელობის ქმედებები, როდესაც თავიანთ "დიდ მფარველს" - რუსეთს, კოჭს უგორებენ და კრემლის ბრალდებებს ლუგარის ლაბორატორიის მისამართით, თავადაც უერთდებიან.

ოსი სეპარატისტების ე.წ. კე-გე-ბე-მ გაავრცელა განცხადება, თითქოს ქართულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა სოფელ წნელისთან გადაიფრინა და იქიდან "ოსურ მიწაზე" შეიძლება სპეციალურად
ჩამოეყარათ ლუგარის ლაბორატორიაში დამზადებული ბიოლოგიური იარაღის ნიმუშებიო...

ამაზე უფრო ავადმყოფური ვერსიის მოგონება რთული იქნებოდა, რომ არა პირდაპირი დავალება მოსკოვიდან - საქართველოს ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ წამოწყებული რუსული დეზინფორმაციის იერიშის პერიოდში, ოსმა და აფხაზმა სეპარატისტებმაც კვერი უნდა დაუკრან თავიანთ ჩრდილოელ მფარველს.

ოსი სეპარატისტების ე.წ. კე-გე-ბე-მ ვიზუალური გათამაშებაც
მოაწყო, როდესაც ქიმიური დაცვის კომბინიზონებში და მხარზე "კალაშნიკოვგადაკიდებული" ტიპები სოფელ წნელისთან წყლის და ნიადაგის ნიმუშებს იღებენ და მწერებს დასდევენ დასაჭერად, თურმე იმის დასამტკიცებლად, რომ "ქართულმა უპილოტომ მართლაც ჩამოუყარა ლუგარის ლაბორატორიიდან გაგზავნილი საშიში ნივთიერებები" ...

არ გამოვრიცხავთ, რომ ამ მორიგი უნიჭო პროვოკაციის დამგეგმავებმა მართლაც დაიწყონ იმის მტკიცებაც, რომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ახალი კორონავირუსის გავრცელებაში დამნაშავეები სწორედ ქართველები არიან, რათა ამით გადაფარონ სიმართლე იმის თაობაზე, რომ ცხინვალის რეგიონში, ისევე, როგორც ოკუპირებულ აფხაზეთში, კორონავირუსი ძირითადად იმ ადგილობრივმა კურსანტებმა ჩამოიტანეს, რომლებიც რუსეთის სხვადასხვა სამხედრო სასწავლებლებში სწავლობენ.

გამოდის, რომ ოკუპირებული ცხინვალი და სოხუმი კორონავირუსის გავრცელებას, პირველ რიგში სწორედ მის მფარველ რუსეთს უნდა "უმადლოდეს", მაგრამ ამ რეალობის გადასაფარავად და საკუთარი მოსახლეობის შეცდომაში შესაყვანად მუდმივად მზად არის კრემლის მიერ წლობით პროპაგანდირებული და უკვე ყელში ამოსული დიდი ტყუილი - ყველა საშინელება ლუგარის ლაბორატორიიდან ვრცელდებაო...

ახალი კორონავირუსის პანდემია ერთნაირად ემუქრება ოსსაც, ქართველსაც, აფხაზსაც და რუსსაც. ეხლა ის დროა, მიუხედავად არსებული დაპირისპირებისა, ყველამ ერთად დავიცვათ თავი ამ დიდი საფრთხისგან.

რუსეთს, რომელსაც ყოველდღიურად ათი ათასამდე მოქალაქე უავადდება კორონავირუსით, ნაკლებად სცალია(და დიდ სურვილსაც არ იჩენს) მის მიერვე "აღიარებული" ოსებისა და აფხაზების დასახმარებლად.

ასეთ დროს, იმავე ოსებისა და აფხაზების სასიცოცხლო ინტერესებში უნდა იყოს, რომ მითიური "ლუგარის ლაბორატორიის საფრთხის" შესახებ ჭორების გავრცელების მაგივრად, მიიღონ ის აუცილებელი დახმარება, რაც მათ შეიძლება თბილიდან უსასყიდლოდ შესთავაზონ, მათ შორის იმავე ლუგარის ლაბორატორიაში მაღალკვალიფიციური კვლევების ჩატარება ახალ კორონავირუსზე ანუ სწორედ ის, რამაც საქართველო გადაარჩინა პანდემიის დაწყების ყველაზე რთულ და საშიშ მომენტში.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

ქართლოსი
09 ივნისი 2020 12:16
წარმოიდგინეთ რა უნიჭო დემაგოგიაა. ე.წ სამხრეთ ოსეთი შიდა ქართლია ანუ საქართველოს გულის გულია, როგორ შეიძლება იქ რაიმე გავრცელდეს და დანარჩენი საქართველო არ დააზიანოს. იგივე ეხება აფხაზეთსაც. კრემლის პატრონებს მარაზმი დაეწყოთ.
1001
05 ივნისი 2020 21:13
ამათი ღალატი ისტორიულად მოდის.ასე რომ არაფერი გაგვაკვირვებს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?